კორაბინი 1000მგ/20მლ ი.ვ. საინფუზიო, კანქვეშ შესაყვანი და ინტრათეკალური საინექციო ხსნარი ფლაკონი #1
კორაბინი 1000მგ/20მლ ი.ვ. საინფუზიო, კანქვეშ შესაყვანი და ინტრათეკალური საინექციო ხსნარი ფლაკონი #1
KORABIN 1000mg/20ml solution for I.V. infusion, subcutaneous and intrathecal injection vial #1
(Cytarabine)
კორაბინი 1000 მგ/20 მლ ი.ვ./კ.ქ და ინტრათეკალური ინექციისთვის /ინფუზიისთვის ხსნარის შემცველი ფლაკონი
განკუთვნილია ვენაში (ინტრავენური), კანქვეშ (სუბკუტანეული) ან და პირდაპირ ზურგის ტვინის სითხეში (ინტრათეკალური) გამოყენებისთვის
სტერილური
· მოქმედი ნივთიერება: 1მლ ხსნარი 50 მგ ციტარაბინს შეიცავს. ფლაკონის თითოეული 20მლ ხსნარი 1000 მგ ციტარაბინს შეიცავს.
· დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაქტატის ხსნარი (60%), რძემჟავა და საინექციო წყალი.
|
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ. • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ან და ფარმაცევტს მიმართოთ. • აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ. • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ან და საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ. • წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ან და დაბალი დოზა არ მიიღოთ. |
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
1. რა არის და რისთვის გამოიყენება კორაბინი ?
2. კორაბინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
3. როგორ გამოიყენება კორაბინი?
4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
5. კორაბინის შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება კორაბინი?
კორაბინი, უფერო და გამჭვირვალე ხსნარია. თითოეული ფლაკონის 20 მლ-იანი იზოტონური ხსნარი 1000 მგ ციტარაბინს შეიცავს, პრეპარატი შეფუთვაში წარმოდგენილია ერთი ფლაკონით.
კორაბინი, სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია.
კორაბინი გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით (მხოლოდ კორაბინი), ასევე სხვა სიმსივნის სამკურნალო წამლებთან ერთად.
კორაბინი, ზრდასრულებსა და ბაშვებში გამოიყენება ქვემოთ მოცემული სპეციფიკური სახელების მქონე დაავადებების, სხვადასხვა ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ:
· სხვადასხვა ტიპის ლეიკემიები : მწვავე მიელოიდური ლეიკემია, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია.
· სხვადასხვა ტიპის ლიმფომები: არა-ჰოჩკინის ლიმფომები
2. კორაბინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
კორაბინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ,
· ციტარაბინის ან და კორაბინის შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ,
· ორსულად ხართ ან და ბავშვს ძუძუთი კვებავთ,
თუ, ძვლის ტვინზე მოქმედების მქონე რომელიმე წამალი მიიღეთ, კორაბინი, მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მდგომარეობის დროს გამოიყენება.
კორაბინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
კორაბინი, სიმსივნის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ კეთდება.
ექიმი, მკურნალობის დაწყებამდე ღვიძლის და გულის ფუნქციებს, ასევე სისხლის ანალიზის მაჩვენებლებს გადაამოწმებს, ამისთვის სხვადასხვა გამოკვლევებს და ანალიზების გაკეთებას მოითხოვს. თუ, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გამოვლინდება, ექიმი მკურნალობას შეიძლება უფრო დაბალი დოზისთ დაიწყებს.
მკურნალობა საავადმყოფო რეჟიმში (საჭიროა სავადმყოფოში მოთავსება) ხორციელდება, ექიმი რეგულარულად გადაამოწმებს ღვიძლის, თირკმლების ფუნქციებს, სისხლის ანალიზის მაჩვენებლებს.
კორაბინით მკურნალობის დროს დიდი რაოდენობით სიმსივნური უჯრედების განადგურება ხდება, ამიტომ შეიძლება განვითარდეს პოდაგრა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ შეიძლება განხორციელდეს პროფილაქტიკური მკურნალობა.
თუ, რაიმე სახის ინფექცია გაქვთ, თქვენთან კორაბინი არ გაკეთდება.
თუ, მკურნალობას კორაბინის მაღალი დოზით ჩაიტარებთ, საჭიროა სპეციალისტების მიერ ფილტვების და თავის ტვინის ფუქნციების გადამოწმება. დამატებით,თვალების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა თვალების რეგულაურლი გამორეცხვა ან და თვალის წვეთების გამოყენება.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ან და წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულატციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
კორაბინის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
ორსულობა:
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს ან და ფარმაცევტს მიმართეთ.
კორაბინი, ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული.
კორაბინის მკურნალობის ქვეშ მყოფ ზრდასრულმა ქალებმა ან და მამაკაცებმა, მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში, ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.
კორაბინით მკურნალობის შედეგად, შესაძლო შეუქცევადი უშვილობის გამო, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა სპერმის შენახვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს ან და ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება -ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან და ფარმცევტს მიმართეთ.
კორაბინი, ძუძუთი კვების პერიოდში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
კორაბინით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, ღებინება და მხედველობის პრობლემები, ამიტომ ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
კორაბინის შემადგენლობაში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის ყოველი დოზა 42,69 მგ ნატრიუმს შეიცავს. აღნიშნული მდგომარეობა ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი ავადმყოფებისთვის გათვალისწინებული უნდა იქნას.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
კორაბინი, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული:
· თუ, ძვლის ტვინზე მოქმედ სხვა წამალს ღებულობთ ან და რადიოთერაპიას გადიხართ, შეიძლება საჭირო გახდეს წამლის დოზის რეგულირება.
· თუ, დიგოქსინის (გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენება) შემცველ წამალს ღებულობთ, გთხოვთ. თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ დროს საჭიროა სისხლის ანალიზების მაჩვენებლების კონტროლი. აღნიშნულმა წამალმა, კორაბინთან შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის რეგულირება. გარდა ამისა, ექიმი შეიძლება დამატებით დიგიტოქსინის სახელით წოდებული ნივთიერების შემცველ სხვა წამალს გამოგიწერთ.
· კორაბინმა, ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი წამლის (გენტამიცინი, ფლუზიტოცინი) ეფექტი შეიძლება შეცვალოს. ექიმი, შეიძლება ამ წამლების დოზას შეცვლის ან და მკურნალობისთვის სხვა წამალს გამოგიწერთ.
· კორაბინმა, სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებულ სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება ძვლის ტვინზე უფრო მეტი ზემოქმედება მოახდინოს, განსახვავებით კორაბინის მონოთერაპიის სახით გამოყენებისა.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ან და ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ან და ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება კორაბინი ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
კორაბინი, სიმსივნის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ უნდა განხორციელდეს. წამლის ინექციას ან ინფუზიას, სამედიცინო პერსონალი გაგიკეთებთ. საკუთარ თავზე ინექციის გაკეთება არ სცადოთ.
კორაბინი, უმრავლეს შემთხვევაში, სხვა წამლებთან ერთად კომბინაციაში, დაავადებისთვის მომზადებული სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად კეთდება.
ექიმი, თქვენი დაავადებების შესაბამისად წამლის დოზას განსაზღვრავს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
კორაბინი, განკუთვნილია ვენაში(ინტრავენური), კანქვეშ (სუბკუტანეული) ან და პირდაპირ ზურგის ტვინის სითხეში (ინტრათეკალური) გამოყენებისთვის ან და გლუკოზის ან და ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში განზავებით ვენაში წვეთოვანის სისტემით გადაისხმება (ინტრავენური ინფუზია).
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებში გამოყენების შემთვევაში, წამლის დოზას ექიმი განსაზღვრავს.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში, დოზის ცვლილების საჭიროების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ხანდაზმულ ავადმყოფებში მავნე ეფექტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობის გამო, სისხლის ანალიზში შეიძლება ცვლილებები გამოვლინდეს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლებისუკმარისობა /ღვიძლის უკმარისობა:
თუ, თირკმლების ან და ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, ექიმი შეიძლება თქვენთვის დოზის რეგულირებას მოახდენს.
თუ, ფიქრობთ, რომ კორაბინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან და ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ან და ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, კორაბინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, გარკვეული სახის გვერდითი ეფექტების გამოვლინებას იგრძნობთ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
წამლის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, მკურნალობა მაშინვე შეჩერებული უნდა იქნას. ამ დროს სისხლის გადასხმა ან და ინფექციების თავიდან აცილების მიზნით შეიძლება ანტიბიოტიკები გაგიკეთდეთ.
სისხლის კორაბინისგან გაწმენდის მიზნით, ჰემოდიალიზის გაკეთების საკითხს ექიმის გადაწყვეტს.
თუ, კორაბინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს დაან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ, კორაბინის მიღება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც კორაბინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
რაიმე სახის ეფექტის გამოვლინება მოსალოდნელი არ არის.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე კორაბინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
· მკურნალობის დაწყებიდან 6-12 საათის შემდეგ ცხელება, კუნთების და ძვლების ტკივილი, მკერდში მოულოდნელი ტკივილი, სიწითლე, თვალების ანთება, ავად ყოფნის შეგრძნება. აღნიშნული მდგომარეობა ციტარაბინის სინდრომის (შუალედური -C) სახელითაა ცნობილი. ამ სიმპტომების სამკურნალოდ და თავიდან აცილების მიზნით, ექიმმა შეიძლება კორტიკოსტეროიდები გამოგიწეროთ. თუ, კორტიკოსტეროიდები ეფექტური იქნება, კორაბინის მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია.
მიელოსუპრესია (ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა) შეიძლება მძიმე და გახანგრძლივებული იყოს.
გავრცელებული გვერდით ეფექტები:
· სისხლის თეთრი უჯრედების, სისხლის წითელი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ანემია,მეგალობლასტური ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია), სისხლდენა.
· კორაბინის მაღალი დოზით მკურნალობისას, შეიძლება გამოვლინდეს ცნობიერების დონის დაქვეითება, მეტყველების და ენის ფუნქციის დარღვევა, თვალის უნებლიე მოძრაობები, გულყრები (ინტრათეკალური შეყვანისას), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნერვების ანთება, რომლის მავნე ზემოქმედება აისახება თავის ტვინზე.
· სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, თვალში ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები, ჭარბი ცრემლდენა, თვალის ანთება სიწითლით და ტკივილით (შექცევადი ჰემორაგიული კონიუქიტვიტი, კერატიტი). პროფილაქტიკის მიზნით, შეიძლება გამოყენებული იქნას გლუკოკორტიკოიდების შემცველი თვალის წვეთები.
· პირის ღრუში იარები, კუჭის მხრივ პრობლემები, მადის დაკარგვა, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი, ავად ყოფნის შეგრძნება, გულისრევა, დიარეა და პირის ღრუსა და ანუსში ანთება ან და იარები.
· ფერმენტების მაჩვენებლების მომატება, ღვიძლში შექცევადი ცვლილებები.
· სიწითლე, ქავილი, კანზე წითელი ლაქები, თმის ცვენა (ძირითადად შექცევადი).
· ცხელება, ინექციის ადგილას ანთება. შარდჟავას დონის მომატება (ჰიპერურიკემია). აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება პოდაგრის განვითარება გამოიწვიოს.
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
· მიკრობების სისხლში გადასვლით განვითარებული სისხლის ინტოქსიკაცია (სეფსისი), ინფექციის რისკის მომატება (იმუნოსუპრესია).
· შესივების (შეშუპება) ჩათვლით ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია)
· ინტრათეკალური გამოყენებისას ფეხების დამბლა .
· გულის ანთება, ტკივილი მკერდში.
· ფილტების ანთება (პნევმონია), სუნთქვის გაძნელება, ყელის(ხახის) ანთება, ქრონიკული პნევმონია, პულმონალური შეშუპებით (ფილტვების შეშუპება) გართულებული სუნთქვის უეცარი გაძნელება.
· ინტრთეკალური გამოყენების შემდეგ საყლაპავის ანთება, ნაწლავების კედელზე ჰაერი (პნევმატოზი, კისტოიდური ინტესტინალიზი), კუჭისა და ნაწლავების გახვრეტა, ავად ყოფნის შეგრძნება, ღებინება.
· კანის და თვალების გაყვითლება.
· კანზე ყავისფერი ფერის ლაქები, ინექციის მიდამოში ანთება, კანის ულცერაცია, ურტიკარია, ხელის გულებსა და ფეხის გულებზე მწვავე ტკივილი.
· სახსრების და კუნთების ტკივილი.
· თირკმლების ფუნქციის დარღვევა, შარდის გამოყოფის დარღვევები.
· ინტრათეკალური გამოყენების შემდეგ ცხელება.
ძალიან იშვიათი გვერდით ეფექტები:
· ინტრათეკალური გამოყენების შემდეგ ნერვული ბოჭკოების დაზიანება (ნეკროზული ლეიკოენცეფალოპათია), ფეხების დამბლა ან და ხელ-ფეხის დამბლა.
· ინტრათეკალური გამოყენების შემდეგ სიბრმავე.
· გულისცემის რითმის დარღევვა.
· ხელისა და ფეხის გულებზე ბუშტუკები და სითხის დაგროვება (ნეიტროფილური ეკრინული ჰიდრადენიტი)
· კორაბინით მკურნალობის შემდეგ რაბდომიოლიზი (კუნთების დაზიანება).
თუ, კორაბინი ინტრათეკალურად (პირდაპირ ზურგის ტვინში) და რადიოთერაპიისას, მაღალი დოზით მკურნალობისას ან და ინტრათეკალურად მეტოტრექსატთან ერთად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ სხვა წამლებთან ერთად გაკეთდება, აღნიშნულმა შეიძლება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მავნე ზემოქმედების ალბათობა გაზარდოს. გარდა ამისა, თუ კორაბინი ხანმოკლე ინტერვალებით ან და 30მგ/მ2 მაღალი დოზით გაკეთდება, მავნე ეფექტების გამოვლინების ალბათობა კიდევ უფრო მატულობს.
კორაბინით მკურნალობის შემდეგ დაფიქსირებულია გულის ფუნქციების დარღვევა (კარდიომიოპათია).
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან და ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან და ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ან და დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. კორაბინის შენახვა
კორაბინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ < 250C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ კორაბინი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ან და გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი
მაჰმუთბეის დასახლ. 2477-ე ქუჩა N:23
ბაღჯილარ/სტამბოლი
წარმოების ადგილი: ს.ს. ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი
ჩერქეზქოის ორგანული მრეწველობის რეგიონი
ქარააღაჩის დასახლ. მე- 11 ქუჩა, N:5
ქაფაქლი/თექირდაღი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 29.08.2016-ში დამოწმებულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ სამედიცინო პერსონალისთვის,
რომელიც წამლის ინექციას/ინფუზიას განახორციელებს
ციტარაბინი, ინფუზიისთვის 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან და გლუკოზის 5% ხსნარში უნდა განზავდეს.
ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი და გლუკოზის 5% ხსნარი PVS საინფუზიო პარკში, PE საინფუზიო ბოთლში და პერფუზიის შპრიცებში ხსნარების 0,2-3,2 მგ/მლ კონცენტრაციიების გამოყენებით შეთავსება უნდა იქნას გამოკვლეული. ინტრთეკალური გამოყენებისას, გამხსნელის სახით მხოლოდ კონსერვანტის არ შემცველი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი გამოიყენება.
ციტარაბინის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, კონტაქტის მიდამო დიდი რაოდენობით წყლით უნდა ჩამოიბანოს და წყლით და საპნით უნდა ჩამოირეცხოს. ხსნარის თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, თვალები მაშინვე ჩამობანილი უნდა იქნას, ასევე საჭიროა თვალის ექიმის კონსულტაცია.
ორსული სამედიცინო პერსონალი, ამ წამლთან არ უნდა მუშაობდეს.
გამოუყენებელი პროდუქტები ან და ნარჩენი მასალა ,,სამედიცინო ნარჩენების კონტროლირებადი მართვის’’ და ,,შეფუთვების და შეფუთვების ნარჩენების კონტროლირებადი მართვის’’ რეგულაციების შესაბამისად უნდა განადგურდეს.
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის შესახებ მოკლე ინფორმაცია მოცემულია ნაწილი 6.6. ამ ნაწილში აღნიშნულის გარდა, კორაბინი სხვა სამედიცინო პროდუქტებთან შერეული არ უნდა იქნას.
კორაბინის ფიზიკური შეუთავსებლობა დაფიქსირებულია შემდეგ სამედიცინო პროდუქტებთან: ჰეპარინთან, ინსულინთან, მეტოტრექსატთან, 5-ფლუოროურაცილთან, ნაფსილინთან, ოქსაცილინთან, ბენზილპენიცილინთან და მეთილ პრედნიზოლონთან, ნატრიუმის სუქცინატთან.
კორაბინის გამოყენება:
კორაბინი, მხოლოდ ქიმიოთერაპიის საკითხში ფართო გამოცდილების მქონე ექიმების მიერ უნდა იქნას დანიშნული. გარდა ამისა, კორაბინის ინექცია/ინფუზია, მხარდამჭერი მკურნალობისთვის შესაბამისი პირობების და აღჭურვილობის მქონე, ქიმიოთერაპიის შესაბამის კლინიკაში უნდა განხორციელდეს.
კორაბინის ინექცია/ინფუზია შეიძლება მონოთერაპიის სახით (მხოლოდ კორაბინი) განხორციელდეს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში სხვა წამლებთან ერთად კომბინაციაში გამოიყენება.
უნდა აღინიშნოს, რომ ავადმყოფები პრეპარატის ნელი სისწრაფით ინფუზიასთან შედარებით, სწრაფი ინტრავენური ინფუზიით მაღალი დოზების ტოლერანოტობას უფრო ადვილად ახდენენ, აღნიშნული ფენომენი დაკავშირებულია სწრაფი ინექციის შემდეგ წამლის სწრაფ ინაქტივაციასთან და ხანმოკლე დროში მგრძნობელობის მქონე ნორმალური და ნეოპლაზიური უჯრედების მაღალი ხარისხით წამლის ზემოქმედების ქვეშ მოქცევასთან.
ნორმალური და ნეოპლზიური უჯრედები, გამოყენების ასეთი განსხვავებული ფორმების დროს, ერთი შეხედვით პარალელური სახის პასუხს იძლევიან და წამლის გაკეთების ორივე ფორმის დროს რაიმე სახის აშკარა კლინიკური უპირატესობა არ დაფიქსირებულა.
კორაბინი, ორალურად აქტიური არ არის. გამოყენების ფორმა და სქემა, გამოყენებული მკურნალობის გეგმის შესაბამისად იცვლება. კორაბინი, ინტრავენური ინფუზიის ან და ინექციის, კანქვეშ ან და ინტრათეკალური სახით კეთდება.
შენახვის ვადა:
24 თვე
განზავების შემდეგ სტაბილურობა:
პრეპარატი, ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარსა ან და გლუკოზის 5% ხსნარში განზავების შემდეგ, ფიზიკურ და ქიმიურ სტაბიურობას 2-80C ტემპერატურას შორის 4 დღის განმავლობაში ინარჩუნებს, <250C ოთახის ტემპერატურაზე კი 24 საათის განმავლობაში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატი განზავების შემდეგ მაშინვე გამოყენებული უნდა იქნას. თუ, მაშინვე გამოყენებული არ იქნება, პრეპარატის გამოყენებამდე შენახვის პირობები და შენახვის ხანგრძლივობა მომხმარებლის პასუხისმგებლობაშია. გარდა ამისა, თუ პრეპარატის აღდგენა/განზავების პროცესი კონტორლირებად ვალიდურ ასეპტკურ პირობებში არ იქნება განხორციელებული, ნორმალურად 2-80C ტემპერატურას შორის 24 საათის განმავლობაში ან და <250C ოთახის ტემპერატურაზე 12 საათზე მეტი დროით არ უდნა იქნას შენახული.
გაუხსნელი პროდუქტი <250C ოთახის ტემპერატურაზე და შეფუთვაში უნდა იქნას შენახული.