პროგესტან დექს 25მგ/1მლ ი.მ. საინექციო და კანქვეშ შესაყვანი ხსნარი ამპულა #7

პროგესტან დექს 25მგ/1მლ ი.მ. საინექციო და კანქვეშ შესაყვანი ხსნარი ამპულა #7

პროგესტან დექს 25მგ/1მლ ი.მ. საინექციო და კანქვეშ შესაყვანი ხსნარი ამპულა #7

ფასი: ₾83.30
← დაბრუნება

PROGESTAN DEX 25 mg / 1 ml i.m. / s.c

გამოიყენება კანქვეშ (s.c.) და კუნთში (i.m.) საინექციოდ.

სტერილური

 ·   აქტიური ნივთიერება: ყოველ ამპულა (1მლ) 25მგ  პროგესტერონს შეიცავს.  

·   დამხმარე ნივთიერება: ჰიდროქსიპროპილ - გამა - ციკლოდექსტრინი და საინექციო წყალი.

 

ვიდრე ამ წამლის გამოყენებას დაიწყებთ, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ანოტაციას, ვინაიდან შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-          შეინახეთ წინამდებარე ანოტაცია. შესაძლოა, სხვა დროს ისევ გამოგადგეთ.

-          თუ დამატებითი კითხვა გაგიჩნდათ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან აფთიაქს.

-          ამ პრეპარატის რეცეპტი პერსონალურად თქვენთვის იქნა გამოწერილი და სხვას ნუ გადასცემთ.

-          ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, შეატყობინეთ ექიმს, რომ თქვენ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს.

-          გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე, რაც ამ ანოტაციშია  გაწერილი. პრეპარატი მიიღეთ იმ დოზით, რაც ექიმმა დაგინიშნათ.

 ანოტაცია შეიცავს შემდეგ საკითხებს:

1.          რა არის PROGESTAN DEX და რისთვის გამოიყენება?

2.          რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე დავიწყებთ PROGESTAN DEX გამოყენებას?

3.          როგორ გამოვიყენოთ PROGESTAN DEX?

4.          შესაძლო გვერდითი მოვლენები რა არის?

5.          PROGESTAN DEX შენახვისა და მოხმარების წესები

 სარჩევი

 1.     რა არის PROGESTAN DEX და რისთვის გამოიყენება?

PROGESTAN DEX მოქმედ ნივთიერებად შეიცავს პროგესტერონს. პროგესტერონის არის ბუნებრივი გზებით მიღებული ქალური ჰორმონი. მოცემული პრეპარატი გავლენას ახდენს საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე და დამხმარეა, რათა დადგეს ორსულობა და მოხდეს მისი შენარჩუნება.

PROGESTAN DEX გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების პროგრამაში ართული ქალებისათვის, რომელთაც მეტად ესაჭიროებათ პროგესტერონის ჰორმონი.

2.     რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე დავიწყებთ PROGESTAN DEX გამოყენებას?

არ გაიკეთოთ PROGESTAN DEX, თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე გესადაგებათ

·         გაქვთ ალერგია პროგესტერონის ან PROGESTAN DEX შემავალი სხვა ნივთიერების მიმართ (ზედმეტად მგრძნობიარე თუ ხართ),

·         ჩვეული მენსტრუალური ციკლის გარდა თუ გაქვთ სისხლდენა, რომელიც ექიმის მიერ არ არის გამოკვლეული,

·         თუ მოხდა მუცლის მოშლა და ექიმს ეჭვი აქვს, რომ საშვილოსნოში არის დარჩენილი ქსოვილის ნაწილაკები,

·         საშვილოსნოსგარე ორსულობა,

·         მიმდინარე პერიოდში ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ან იყო ღვიძლის მწვავე უკმარისობა,

·         დადასტურებულია ძუძუს სიმსივნე ანდა არსებობს ეჭვი,

·         ფეხებზე, ფილტვებში, თვალში ან სხეულის სხვა უბნებზე თუ ფიქსირდება სისხლჩაქცევები, ან მსგავსი მოვლენები გქონდათ წარსულში,

·         თუ გაქვთ პორფირია (გარკვეული ფერმენტებისდ მემკვიდრეობითი ან შეძენილი დარღვევა),

·         ორსულობის პერიოდში სიყვითლე (თვალების მიდამოებში და კანზე ღვიძლის პრობლემებიდან გამომდინარე სიყვითლე), ძლიერი ქავილი ან/ანდა კანზე გამონაყარი,

·         18 წელზე ნაკლები ასკის ბრძანდებით,

PROGESTAN DEX არ გამოყენოთ.

ყურადღებით მოიხმარეთ PROGESTAN შემდეგ შემთხვევებში

თუ მკურნალობის მსვლელობის პერიოდში რომელიმე მათგანი შეამჩნიეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, ვინდაიდან შესაძლოა დადგეს მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა. გარდა ამისა, თუკი მკურნალობის დამთავრების შემდგომ რამედნიმე დღის განმავლობაში შეამჩნიეთ ეს სიმპრომები, მიმართეთ ექიმს:

·         გულის შეტევა (მკერდში ტკივილი ან წელის ტკივილი ან / ანდა ერთ ან ორივე მკლავში მძიმე ტკივილი და თრთოლვა, მოულოდნელი ჰაერის უკმარისობა, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, შფოთვა, გახშირებული პულსი,

·         ინსულტი (ძლიერი თავის ტკივილი, გულღებინება, თავბრუსხვევა, გულისწავლა ან ცვლილებები მეტყველებასა და მხედველობაში, ხელებსა და ფეხებში სისუსტე ანდა დაბრუჟება),

·         თვალში ადნ სხეულის რომელიმე ნაწილზე სისხლჩაქცევა (თავლის ტკივილი, ხელებსა და ფეხებში ტკივილი და დასიება),

·         ყურადღებით უნდა იყვნენ 35 წლის ზემოთ, თამბაქოს მომხმარებლები და ათეროსკლეროზის რისკის შემცველი პაციენტები,

·         დეპრესიის გაძლიერება,

·         ძლიერი თავის ტკივილი, ცვლილებები მხედველობაში;

PROGESTAN DEX მკურნალობის დაწყებამდე;

·         ღვიძლის პრობლემები (მსუბუქი ან საშუალო სიმძლავრის),

·         ეპილეფსია,

·         შაკიკი,

·         ასთმა,

·         გულისა და თირკმელების პრობლემები,

·         დიაბეტი,

·         დეპრესიული განწყობა (წარსულში თუ გქონდათ დეპრესია).

თუ აქ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთვის სადაგია, ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ მკურნალობის დროს.

თუ აქ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გქონდათ, მიმართეთ ექიმს.

PROGESTAN DEX მოხმარება საკვებთან და სასმელთან ერთად

PROGESTAN DEX საკვებთან და სასმელთან მიმართებაში გამოყენების წესის გამო რაიმე გავლენა არ აქვს.

 ორსულობა

ვიდრე მიიღებთ წამალს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცეფტთან.

PROGESTAN DEX შესაძლოა მიიღოთ მხოლოდ ორსულობის პირველ სამ კვირაში.

თუ მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, მაშინვე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

ლაქტაცია

ვიდრე მიიღებთ წამალს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცეფტთან.

PROGESTAN DEX ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენოთ.

ავტომობილის და დანადგარების მართვა

თუ PROGESTAN DEX მკურნალობისას იგრძენით თავბრუსხვევა ან/ანდა დაბრუჟება, არ იმუშაოთ დანადგარებთან და არ მართოთ ავტომობილი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია PROGESTAN DEX შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების შესახებ

თუ PROGESTAN DEX შემავალ ნინიერებების მიმართ არ გაქვთ მგრძნობელობა, PROGESTAN DEX მკურნალობისას უარყოფითი შედეგი მოსალოდნელი არ არის.

 მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

თუ მიგიღიათ ან ახლა იყენებთ ურეცეპტო პრეპარატებს, მცენარეული პრეპარატების ჩათვლით,  აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს და გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

·         კარბამაზეპინი (კრუნჩხვებისა და კრიზების სამკურნალოდ),

·         რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი).

·         გრიზეოფულვინი (ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) პრეპარატი),

·         ფენიტოინი ან ფენობარბიტალი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი),

·         St. John’s Wort (სტ.ჯონს ვორტი, зверобой) შემცველი მცენარეული პროდუქტები,

·         ციკლოსპორინი (ზოგიერთი ანთებისასწინააღმდეგო და განსაკუთრებით, ორგანოთა გადანერგვის შემდეგ გამოყენებული პრეპარატი),

·         შაქრიანი პრეპარატები,

·         კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი).

არ გამოიყენოთ PROGESTAN DEX სხვა საინექციო პრეპარატების გაკეთებისთანავე.

თუ იყენებდით ან იყენებთ რეცეტით ან ურეცეპტოდ გაცემულ წამლებს, გთხოვთ აუცილებლად შეატყობინოთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

 3.  PROGESTAN DEX როგორ გამოიყენება?

PROGESTAN DEX ყოველთვის მიირეთ ექიმის მიერ მოცემული წესით. მხოლოდ შეგახსენებთ, რომ თუკი ამ პრეპარატს იყენებთ განაყოფიერების პრობლემების მოსაგვარებელი მკურნალობის პერიოდში, უნდა დაგაკვირდეთ გამოცდილი ექიმი.

მითითებები შესაბამისი დოზისა და მიღების წესის შესახებ:

ჩვეულებრივ, ორსულობის პირველ 12 კვირამდე მიიღება 25 მგ-ანი ინექციის სახით.

გამოყენების გზა და მეთოდი:

PROGESTAN DEX კანქვეშ (s.c.) ან კუნთში (i.m.) კეთდება.

ექიმი ან სამედიცინო პერსონალი შეგასწავლით, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ 25 მგ PROGESTAN DEX კანქვეშ.

მოგეცემათ რჩევები PROGESTAN DEX ინექციის გაკეთებამდე:

·         კანქვეშ ინექციის სწორად გასაკეთბლად,

·         სად უნდა იქნეა პრეპარატი შეყვანილი,

·         როგორ გამზადდეს საინექციო მასალა,

·         პრეპარატის გამოყენება.

 გთხოვთ წაიკითხოთ PROGESTAN DEX მომზადებისა და მისი გამოყენებისათვის საჭირო რჩევები.

კანქვეშ ინექციისათვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯები:

ა) პრეპარატის მომზადება,

ბ) შეფუთვის შემოწმება,

გ) ამპულისა და შპრიცის მომზადება,

დ) შპრიცის შევსება,

ე) შპრიცის ნემსის შეცვლა,

ვ) ჰაერის ბურთულების გამოშვება,

ზ) კანქვეშ ინქციის გაკეთება,

თ) დარჩენილი მასალის განადგურება.

ყოველი ამპულა ერთჯერადი მოხმარებისაა. ამპულაში შემევალი სითხე მაშინვე უნდა იქნეს გამოყენებული. პრეპარატი არ უნდა გააჩეროთ შპრიცში.

 ა) პრეპარატის მომზადება

ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი დეტალი სტერილურად გამოიყენოთ. ამ მიზნით, ხელი დაიბანეთ კარგად ვე შეიმშრალეთ სუფთა პირსახოცით. შეარჩიეთ სუფთა ადგილი პრეპარატის მოსამზადებლად:

·         PROGESTAN DEX 25 მგ / 1 მლ i.m. / s.c. საინექციო სითხე.

მოიმარაგეთ შემდეგი ნივთები ინექციისათვის. ექიმი ან ფარმაცეფტი მოგაწვდით.

·         ერთი შპრიცი,

·         ერთი დიდი ნემსი (ძირითადად 21 G მწვანე ნემსი, კუნთში გასაკეთებლად),

·         ერთი პატარა ნემსი (ძირითადად 27 G ნაცრისფერი ნემსი, კანქვეშ გასაკეთებლად),

·         ორი სპირტიანი გასაწმენდი ბინტი,

·         მჭრელი და ბასრი ნივთების გადასაყრელი ყუთი (ნემსის, ამპულის დ ა.შ. გადასაგდებად).

 ბ) შეფუთვის შემოწმება

·         შპრიცს და ორივე ნემს აქვს დამცავი შეფუთვები.

·         კარგად დააკვირდით, რომ ყველა შეფუთვა მჭიდრო იყოს და არ გამოიყენოთ, თუ შეამჩნიეთ დაზიანება.

·         დააკვირდით, რომ ამპულაზე დატანილი თარიღი ვადიანი იყოს. არ გამოიყენოთ, თუ ვადა გასული აქვს.

  გ) შპრიცის მომზადება

·         ამოიღეთ შპრიცი შეფუთვიდან და დაიჭირეთ ხელში.

·         დიდი 21 G მწვანე ნემსი ამოიღეთ შეფუთვიდან და არ მოხსნათ თავი.

·         დაამაგრეთ შპრიცზე და შემდეგ მოხსაენით ნემსს თავი.

 დ) შპრიცის შევსება

·         ფრთხილად მოატეხეთ PROGESTAN DEX თავი და ჩაყავით დიდი 21 G მწვანე ნემსი მასში.

·         ნაზად ამოსწიეთ დგუში ამპულიდან სითხის სრულად ამოსაღებად.

·         ამოსწიეთ სემსი ამპულიდან.

ე) შპრიცის ნემსის შეცვლა,

ეს ნაბიჯი გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ილკეთებსთ კანქვეშა ინექციას. თუ ექიმი კანქვეშა (ინტრამუსკულარული) ინექციას დაბინიშნაბთ, განსაზღვრავს დოზას და  გაგიკეთებთ ინექციას.

·         დაახურეთ თავსახური დიდ 21 G მწვანე ნემსს და ფრთხილად მოხსენით შპრიცს.

·         უფრო მცირე 27 G ნაცრისფერი ნემსი ამოიღეთ შეფუთვიდან თავმოუხსნელი.

·         დაამაგრეთ პატარა  27 G ნაცრისფერი ნემსი შპრიცზე და მოხსენით თავი.

 ვ) ჰაერის ბურთულების გამოშვება

 

 

·         პატარა 27 G ნაცრისფერი ნემსი დაიჭირეთ ნემსის წვერით ზემოთ, ფრთხილად ჩამოსწიეთ დგუში და იმისათვის რომ ჰაერის ნაწილაკები ზემოთ ავიდნენ, ფრთხილად მიარტყით თითი შპრიცს.

·         ფრთხილად დააწექით დგუშს, რათა სრულად გამოვიდეს ჰაერის ბუშტუკები და ამოვიდეს ერთი წვეთი სითხე ნემსის წვერიდან.

 ზ) კანქვეშ ინქციის გაკეთება

·         ექიმი ან სამედიცინო პერსონალი წინასწარ გაჩვენებთ ადგილს, თუ სად უნდა იქნას გაკეთებული PROGESTAN DEX ინექცია (მაგ.: მუცელი ან ბარძაყის წინა მხარე).

·         გახსენით სპირტიანი ბინტი და ყურადღებით გაიწმინდეთ საინექციო ადგილი და აცადეთ გაშრობა.

·         დაიჭირეთ შპრიცი ერთი ხელით. მეორე ხელის საჩვენებელი და ცერა თითით მოუჭირეთ ნაზად კანს, ისე რომ ორ თითს შორისდ ამოიწიოს.

 

 

·         ისრის მსგავსი მოძრაობით ჩაარჭვეთ პატარა  27 G ნაცრისფერი ნემსი კანში, ამგვარად ნემსი და კანი სწორი კუთხით იქნება ერთმანეთის მიმართ.

·         ბოლომდე ჩაარჭვეთ პატარა  27 G ნაცრისფერი ნემსი კანში. ნუ გაიკეთებთ ინექციას პირდაპირ ვენაში.

·         ნაზად დააჭირეთ ხელი დგუშს და პრეპარატი შეიყვანეთ ნელა კანქვეშ. გაიკეთეთ რეცეპტში მითითებული სრული დოზა.

·         გაუშვით ხელი კანს და ამოიღეთ ნემსი.

·         ნანემსარი წრიული მოძრაობებით გაიწმინდეთ სპირტიანი ბიტით.

 თ) დარჩენილი მასალის განადგურება.

·         ინექციის დასრულებისთანავე შპრიცი, ცარიელი ამპულა და ყველა ნემსი მჭრელი და ბასრი ნივთების გადასაყრელ ყუთში მოათავსეთ.

·         თუ დარჩა გამოუყენებელი სითხე, ისიც გადააგდეთ.

 ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ ინტრამუსკულარული (კუნთქვეშ) ინექციის გაკეთება:

ყოველ კუნთქვეშა ინექციას გააკეთებს ექიმი ან სამედიცინო პერსონალი.

PROGESTAN DEX ინექცია კეთება ბარძაყის წინა მხარეს ან საჯდომზე. ექიმი ან სამედიცინო პერსონალი საინექციო ადგილს დაამშავებს სპირტიანი ბინტით და დაელოდება გაშრობას. დიდი ნემსს ერთი მოძრაობით ჩაარჭობს კუნთში, დააჭერს ფრთხილად ხელს დგუშს და მთელს საინექციო პრეპარატს გაუშვებს.  ამოსწევს ნემსს და ნანემსარს დაამუშავებს სპირტიანი ბინტით.

 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

PROGESTAN DEX ბავშვებში არ გამოიყენება. 

 გამოყენება ასაკიან პაციენტებში:

PROGESTAN DEX არ გამოიყენება 65 წლის ასაკს ზემოთ პაციენტებში.

 გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

განსაკუთრებული გამოყენება არ აქვს.

 ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მწვავე უკმარისობისას PROGESTAN DEX არ უნდა იქნეს გამოყენებული. პაციენტებს, ვისაც მცირე დ ან საშუალოდ აქვთ გამოხატული ღვიძლის უკმარისობა, დიდი ყურადღებით უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება.  

 თუ PROGESTAN DEX მკურნალობისას შეამჩნიეთ პრეპარატის გადაჭარბებული მოქმედება ან არ არის რაიმე რეაქცია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

 თუ გაიკეთეთ PROGESTAN DEX საჭიროზე მეტი დოზით:

თუ გაიკეთეთ მითიტებულ დოზაზე მეტი, მიამრთეთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

ზედოზირების შემთხვევაში მოხდება მკურნალობაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში პაციენტს დაენიშნება სიმპტომატური და დამხმარე მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ PROGESTAN DEX გაკეთება

თუ დაგავიწყდათ PROGESTAN DEX გაკეთება, შემდეგი დოზა გაიკეთეთ საჭირო დროს.  თუ რამდენიმე გამოტოვება დაგიგროოვდათ, გააფრთხილეთ ექიმი. ამ შემთხვევაში საჭირო გახდება მკურნალობის თავიდან დაწყება.

გამოტოვებული დოზის აღსადგენად ორმაგ დოზას ნუ გაიკეთებთ.

 PROGESTAN DEX მკურნალობის დასრულების დროს შესაძლო მოვლენები:

თუ ექიმი არ მოგცემთ მითითებას, თვითნებურად ნუ შეამცირებთ PROGESTAN DEX განსაზღვრულ დოზას და ნუ შეწყვეტთ მკურნალობას. PROGESTAN DEX ერთბაშად შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, ხასიათის ცვალებადობა და კრიზიც კი.

 4.     შესაძლო გვერდითი მოვლენები რა არის?

როგორც ყველა პრეპარატს, ისევე PROGESTAN DEX, მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების პერსონალური გადაუტანლობა ახასიათებს.

თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან ერთი მაინც შეამჩნიეთ, შეწყვიტეთ  PROGESTAN DEX მკურნალობა და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან მიაკითხეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო მიმღებს:

·         საკვერცხეების გადაჭარბებული სტიმულაცია (ნიშნებს შორისაა ქვედა მუცლის ტკივილი, გაუწყლოებისა და გულისრევის შეგრძნება და ხანდახან პირღებინება, შემცირებული შარდვა და წონის მატება),

·         დეპრესია,

·         კანსა და თვალის თეთრში სიყვითლე

·         სუნთქვის გაძნელება, სახისა და ყელის შეშუპება ან ძლიერი გამონაყარი (ანაფიალქსიური შოკი) და მსგავსი ალერგიული ნიშნები,

ეს ყოველივე სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ ამათგან რომელიმეს გრძნობთ, დაგჭირდებათ პირველად სასწრაფო დახმარება ან სასწრაფოდ გადადით საავადმყოფოს მიმღებში.

ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათად გამოიხატება.

 თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს შენიშნავთ, მიმართეთ ექიმს:

ძალიან გავრცელებული: 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში შეიძლება იყოს.

·         ნანემსარის ადგილის ტკივილი, სიწითლე, ქავილი, შესიება ან აქერცვლა,

·         საილოსნოს სპაზმი,

·         ვაგინალური გამონადენი.

გავრცელებული: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში შეიძლება იყოს.

·         თავის ტკივილი,

·         მუცლის შესიება,

·         კუჭის ტკივილი,

·         ყაბზობა,

·         გულისრევა ან გულისრევის შეგრძნება,

·         ძუძუს მგრძნობელობა ან ტკივილი,

·         ვაგინალური გამონადენი,

·         ვაგინის კედლებზე ან მიმდებარე მიდამოებში უსიამოვნო შეგრძნებები ან ქავილი,

·         ნანემსრის ირგვლივ შემაგრება,

·         ნანემსრის ირგვლივ სილურჯე,

·         დაღლილობა (ძლიერი დაღლილობა, დაღლილობა, ძილიანობა).

ნაკლებად გავრცელებული: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში შეიძლება იყოს.

·         განწყობის ცვალებადობა,

·         თავბრუსხვევა,

·         უძილობა (ინსომნია),

·         კუჭისა და ნაწლავების დისკომფორტი (კუჭის დისკომფორტი ან/ანდა მგრძნობელობა, გაზები, სპაზმები ტკივილით  და ხაურით მუცელში,

·         გამონაყარი კანზე (გაწითლებული და ცხელი კანი, ან ამობურცული, ქავილიანი ნაბურცები ან წყლიანი გამონაყარი ან მშრალი, დახეთქილი ან ამობურცული და შესიებული კანი),

·         მკერდის დასიება ან / ანდა გადიდება,

·         წამოხურება,

·         ზოგადი დისკომფორტი ვე უხასიათობა,

·         ტკივილი.

რამდენადაც არ უნდა იქნეს კლინიკურად შესწავლილი PROGESTAN DEX გვერდითი მოვლენები იმ პაციერნტებში, რომლებიც ამ პრეპარატს იყენებენ, სხვა პროგესტინებში შემჩნეულია შემდეგი მოვლენები: უძილობა (ინსომნია), მენტსრუალური ციკლის წინ და განმავლობაში დისკომფორტი, ურტიკარია, აკნე, თმის ძლიერი ზრდა, თმისცვენა (ალოპეცია), წონის მატება.

 თუ მკურნალობის პერიოდში ისეთი გვერდითი მოვლენა დაგიდგათ, რაც აქ არ არის ჩამოთვლილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

 შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ დადგა ისეთი გვერდითი მოვლენები, რაც აღწერილია ან არ არის აღწერილი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

გარდა ამისა, გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია შეიძლება ატვითოთ გვერდიდან www.titck.gov.tr, განყოფილებაში „პრეპარატის გვერდითი მოვლენის შეტყობინება“ „İlaç Yan etki Bildirim ანდა დაუკავშირდეთ თურქეთის ფარმაკორეგულაციის ცენტრს Türkiye farmakovijilans Merkezi (TÜFAM) ნომერზე 0 800 314 00 08. წარმოქმნილი გვერდითი ეფექტებს შეტყობნებით, თქვენ წვლილს შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც მოიხმართ.

 5.     PROGESTAN DEX შენახვის წესი

შეინახეთ PROGESTAN ბავშვებისათვს მიუწვდომელ ადგილას თავისივე შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25C . არ გააცივოთ ან გაყინოთ.

სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

ეს სამედიცინო პრეპარატი გახსნისთანავე უნდა მოიხმაროთ.

თუ სითხეში შეამჩნიეთ ნაწილაკები ან ფერის ცვალებადობა, არ მოიხმაროთ იგი.

 

გარემოს დაცვის მიზნით გამოყენებული PROGESTAN DEX არ ჩააგდოთ ქალაქის წყალმომარაგების სისტემაში ან ნაგავში. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცეფტს.

 

გამოიყენეთ მხოლოდ ვადიანი PROGESTAN DEX

არ გამოიყენოთ PROGESTAN DEX ვადის გასვლის შემდეგ.

არ მოიხმაროთ PROGESTAN თუ შეამჩნიეთ რაიმე დაზიანება მასზე ან მის შეფუთვაზე.

 ვადაგასული ან უხმარი პრეპარატები არ გადაყაროთ ნაგავში! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტოს მიერ მითითებულ შემგროვებელ სისტემას.

  ნებართვის მფლობელი: ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი ა.შ.

                                                   მაჰმუთბეი მაჰ. 2477.  სოკ. #23

ბაღჯილარ / სტამბული

ტელ: 0 212 410 39 50

ფაქსი: 0 212 447 61 65

 

წარმოების ადგილი:           ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი ა.შ.

                                                ჩერკეზქოი ორგანიზე სანაი ბოლგესი

ქარააღაჩ მაჰ. 11. სოკ. #5

ქაფაქლი / თექირდაღი

 ეს ანოტაცია 24.04.2019 რიცხვში დამტკიცდა.