ცინაკალი 90მგ

ცინაკალი 90მგ

ცინაკალი 90მგ

ფასი: ₾280.00
← დაბრუნება

გამოყენების ინსტრუქცია

CYNACAL  60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად (პირით).

აქტიური ნივთიერება: თითოეული გარსიანი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 60 მგ ცინაკალცეტის ექვივალენტ 66,13 მგ ცინაკალცეტის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის ანჰიდრიდი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry II Green (ლაქტოზას მონოჰიდრატი (მსხვილფეხა საქონლისგან მიღებული)), ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი, ინდიგოს ლურჯი, ყვითელი რკინის ოქსიდი.

 

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

-          შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;

-          დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;

-          თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;

-          მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

-          ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემულიწესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

 

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

1.     რა არის CYNACAL  და რისთვის გამოიყენება?

2.     CYNACAL -ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

3.     როგორ უნდა მიიღოთ CYNACAL?

4.     რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

5.     როგორ შეინახოთ CYNACAL?

 

1.     რა არის CYNACAL  და რისთვის გამოიყენება?

CYNACAL-ი არის მწვანე ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. ტაბლეტები ოვალური და ორმხრივ ამოზნექილი ფორმისაა.

CYNACAL-ი 60 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების შემცველი ბლისტერული შეფუთვის სახით არის წარმოდგენილი. პლისტერული შეფუთვები 1 კოლოფში 28 ტაბლეტს შეიცავს.

CYNACAL-ი თქვენს ორგანიზმში პარათირეოიდული ჰორმონის (PTH), კალციუმის და ფოსფორის დონის კონტროლით ახდენს ეფექტს. პარათირეოიდული ჯირკვლების სახელით ცნობილი ორგანოების პრობლემებთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. პარათირეოიდები არის ყელზე, ფარისებრი ჯირკვლის გვერდით მდებარე 4 პატარა ზომის ჯირკვალი, რომლებიც პარათირეოიდულ ჰორმონს (PTH) გამოიმუშავებენ.

CYNACAL-ი ქვევით მოცემულ შემთხვევებში გამოიყენება:

·         მეორადი ჰიპერპარათირეოზის სამკურნალოდ თირკმელების მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზური მკურნალობა სისხლის ნარჩენების მოსაშორებლად.

·         სისხლში კალციუმის მაღალი დონის შესამცირებლად (ჰიპერკალციემია) პარათირეოიდული კიბოს მქონე პაციენტებში.

·         სისხლში კალციუმის დონის შესამცირებლად (ჰიპერკალციემია) პირველადი ჰიპერპარათირეოზის მქონე პაციენტებში, როდესაც პარათირეოიდული ჯირკვლის მოცილება შეუძლებელია ან ჯირკვლის მოცილების შემდეგ კალციუმის მაღალი დონე აქვთ.

პირველადი და მეორადი ჰიპერპარათირეოზის დროს, პარათირეოიდული ჯირკვლები დიდი რაოდენობით PTH-ს გამოიმუშავებენ. „პირველადი“ ნიშნავს, რომ ჰიპერპარათირეოზი რაიმე სხვა მიზეზით არ არის გამოწვეული, ხოლო „მეორადი“ ნიშნავს, რომ ჰიპერპარათირეოზი გამოწვეულია სხვა მდგომარეობით, მაგ. თირკმელების დაავადებით. პირველადმა და მეორადმა ჰიპერპარათირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის გამოდევნა ძვლებიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლების ტკივილი და მოტეხილობები, სისხლძარღვებთან და გულის სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები, კენჭები თირკმელებში, ფსიქიკური დაავადებები და კომა.

2.     CYNACAL-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

CYNACAL-ი არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

თუ ალერგიული ხართ CYNACAL-ის აქტიური ნივთიერების, ცინაკალცეტის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების (გამოყენების ინსტრუქციის დასაწყისში მოცემულ „დამხმარე ნივთიერებების“ განყოფილებაში არის მითითებული) მიმართ.

18 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ CYNACAL-ი.

CYNACAL-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სამედიცინო პრობლემა, მათ შორის კრუნჩხვები (ზოგჯერკრიზს ან კონვულსიას უწოდებენ). კრუნჩხვების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებსაც ადრე ჰქონდათ კრუნჩხვები. ასევე კალციუმის დონის ძალიან შემცირებამაც შეიძლება კრუნჩხვების განვითარების რისკი გაზარდოს. კრუნჩხვები თუ გექნებათ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იცით, რომ თქვენი ღვიძლი ნორმალურად არ ფუბქციონირებს, ან თუ გაქვთ ან გქონდათ გულის დაავადება, ან თუ დაიწყეთ ან შეწყვიტეთ მოწევა CYNACAL-ის მიღებისას, რადგან ეს  CYNACAL-ის ეფექტზე მოახდენს გავლენას.

სიცოცხლისთვის საშიში მოვლენები და ფატალური შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია კალციუმის დაბალ დონესთან (ჰიპოკალციემია) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ცინაკალცეტით მკურნალობდნენ.

კალციუმის დაბალმა დონემ შეიძლება თქვენი გულის რიტმზე მოახდინოს გავლენა. CYNACAL-ის მიღებისას თუ თქვენ გექნებათ გულის რითმის დარღვევა ან თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც გულის რითმის პრობლემებს იწვევენ, ასევე თუ გექნებათ უჩვეულოდ სწრაფი გულისცემა ან ტაქიკარდია, აცნობეთ ექიმს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 4-ე ნაწილი.

CYNACAL-ის  მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

CYNACAL-ი უნდა იქნას მიღებული ჭამის დროს ან საკვების მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ.

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

CYNACAL-ი ორსულ ქალებში არ არის ტესტირებული. ორსულობის შემთხვევაში, შესაძლებელია ექიმმა თქვენი მკურნალობის შეცვლა გადაწყვიტოს, რადგან CYNACAL-მა შეიძლება არ დაბადებულ ბავშვს ზიანი მიაყენოს. შესაბამისად, აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას. მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გამოიყოფა თუ არა CYNACAL-ი დედის რძეში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა შეწყვიტოთ თუ არა ძუძუთი კვება ან CYNACAL-ით მკურნალობა.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით რაიმე სახის კვლევები არ არის ჩატარებული. თავბრუსხვევა და კრუნჩხვები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ცინაკალცეტს იღებდნენ. ამ სიმპტომებს თქვენც თუ იგრძნობთ, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე იქონიოს ეფექტი.

CYNACAL-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

CYNACAL-ი დამხმარე ნივთიერების სახით ლაქტოზას შეიცავს. თუ ადრე თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთ შაქარზე მგრძნობიარე ხართ (აუტანლობა), ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

გთხოვთ მიმართოთ ექიმს CYNACAL-ის მიღებისას ამ პრეპარატებს თუ იღებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი წამლები CYNACAL-ის ეფექტზე მოახდენენ გავლენას:

·         კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ვორიკონაზოლი (ეს პრეპარატები გამოიყენება კანისა და სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ),

·         ტელითრომიცინი, რიფამპიცინი და ციპროფლოქსაცინი (ეს პრეპარატები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება),

·         რიტონავირი (ეს პრეპარატი აივ ინფექციისა და შიდსის სამკურნალოდ გამოიყენება),

·         ფლუვოქსამინი (ეს პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება).

გთხოვთ მიმართოთ ექიმს CYNACAL-ის მიღებისას ამ პრეპარატებს თუ იღებთ, იქიდან გამომდინარე, რომ CYNACAL-ი ქვემოთ ჩამოთვლილი წამლების ეფექტზე მოახდენს გავლენას:

·         ამტრიპტილინი, დეზიპრამინი, ნორტრიპტილინი და კლომიპრამინი (ეს პრეპარატები დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება),

·         ფლეკაინიდი და პროპაფენონი (ეს პრეპარატები გულისცემის სიჩქარის ცვლილების სამკურნალოდ გამოიყენება),

·         მეტოპროლოლი (ეს პრეპარატი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოიყენება).

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3.     როგორ  უნდა მიიღოთ CYNACAL?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმი გეტყვით თუ რა რაოდენობის CYNACAL-ი უნდა მიიღოთ.

მიღების გზა და მეთოდი:

ცინაკალი უნდა იქნას მიღებული პერორალურად ჭამის დროს ან საკვების მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ. ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული მთლიანად და არ უნდა დაანაწევროთ.

მეორადი ჰიპერპარათირეოზის გამო თუ მკურნალობთ:

CYNACAL-ის ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 30 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ. თქვენი ექიმი რეგულარულად აიღებს სისხლის ნიმუშებს, რათა განსაზღვროს, თუ როგორ რეაგირებთ CYNACAL-ზე და თქვენი პარათირეოიდული ჰორმონის, კალციუმის და ფოსფატის დონის შესაბამისად დაარეგულირებს დოზას.

მას შემდეგ, რაც თქვენი მდგომარეობა კონტროლს დაექვემდებარება, ექიმი გააგრძელებს თქვენი სისხლის რეგულარულ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თქვენი პარათირეოიდული ჰორმონის, კალციუმის და ფოსფატის დონის გრძელვადიანი პერიოდით კონტროლზე დაქვემდებარების უზრუნველსაყოფად დოზის დარეგულირება განახორციელოს.

თუ თქვენ მკურნალობთ პარათირეოიდული კიბოს ან პირველადი ჰიპერპარათირეოზის გამო

CYNACAL-ის ჩვეულებრივი დოზა არის 30 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ორჯერ. თქვენი ექიმი რეგულარულად აიღებს სისხლის ნიმუშებს, რათა განსაზღვროს, თუ როგორ რეაგირებთ CYNACAL-ზე და თქვენი კალციუმის დონის შესაბამისად დაარეგულირებს დოზას.

მას შემდეგ, რაც თქვენი მდგომარეობა კონტროლს დაექვემდებარება, ექიმი გააგრძელებს თქვენი სისხლის რეგულარულ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თქვენი კალციუმის დონის გრძელვადიანი პერიოდით კონტროლზე დაქვემდებარების უზრუნველსაყოფად დოზის დარეგულირება განახორციელოს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

18 წლამდე ასაკის პაციენტებში CYNACAL-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

მიღება ხანდაზმულებში:

CYNACAL-ის მიღება ხანდაზმულებში ნებადართულია.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმლის  უკმარისობა:

მიუხედავად იმისა, რომ CYNACAL-ი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, CYNACAL-ის გამოყენება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია.

ექიმი წამლის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით განსაზღვრავს და დაგინიშნავთ.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ CYNACAL-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი CYNACAL მიიღეთ:

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი CYNACAL ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომებია პირის გარშემო დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების ტკივილი ან კრუნჩხვები.

თუ დაგავიწყდათ  CYNACAL-ის მიღება:

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

CYNACAL-ის ერთ დოზას თუ გამოტოვებთ, მომდევნო დოზა ჩვეულებრივ უნდა მიიღოთ.

აღნიშნული მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები თუ გექნებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

CYNACAL-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ცინაკალცეტის მიღების შეწყვეტის ან აღდგენის ეფექტების სახით რაიმე ეფექტის ალბათობა არ არის მოსალოდნელი.

4.     რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს  CYNACAL-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

პირის გარშემო დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნების, კუნთების ტკივილის ან კრუნჩხვების მსგავს სიმპტომებს თუ იგრძნობთ, დაუყოვნებლივ ცნობეთ ექიმს. ეს შეიძლება იყოს ნიშნები იმისა, რომ თქვენი კალციუმის დონე ძალიან დაბალია (ჰიპოკალციემია).

გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად კლასიფიცირდება:

ძალიან ხშირი:           ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი:                        ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი:                  ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი:                    ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი:       ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია:                    ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი:

·         გულისრევა

·         ღებინება

ხშირი:

·         თავბრუსხვევა

·         დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)

·         მადის დაკარგვა (ანორექსია) ან მადის შემცირება

·         კუნთების ტკივილი (მიალგია)

·         სისუსტე (ასთენია)

·         გამონაყარი

·         ტესტოსტერონის დაბალი დონე

·         სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ჰიპერკალიემია)

·         ალერიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)

·         თავის ტკივილი

·         კრუნჩვები (კონვულსიები და კრიზები)

·         დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)

·         ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

·         სუნთქვის გაძნელება (დისპნეა)

·         ხველა

·         საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია)

·         დიარეა

·         მუცლის ტკივილი, ტკივილი ზედა მუცლის ღრუში

·         ყაბზობა

·         კუნთების შეკუმშვა

·         ზურგის ტკივილი

·         სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალციემია)

უცნობია:

·         ჭინჭრის ციება (ურტიკარია)

·         სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას (ანგიოედემა)

·         უჩვეულოდ სწრაფი ან ტაქიკარდიული გულისცემა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლში კალციუმის დაბალ დონესთან (QT გახანგრძლივება და პარკუჭოვანი არითმია კალციუმის დაბალი დონის გამო)

CYNACAL-ი კალციუმის დონეს ამცირებს. თუ კალციუმის დონე ძალიან შემცირდება, შეიძლება ჰიპოკალციემია განვითარდეს. ჰიპოკალციემიის სიმპტომებს შორის არის პირის გარშემო დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების ტკივილი ან კრუნჩხვები. დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გექნებათ.

ცინაკალცეტის მიღების შემდეგ გულის დაავადების მქონე პაციენტთა ძალიან მცირე რაოდენობაში მდგომარეობა გაუარესდა და/ან აღენიშნებოდათ დაბალი რტერიული წნევა (ჰიპოტენზია).

ბავშვები და მოზარდები:

CYNACAL-ის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის. მოზარდთა კლინიკური კვლევის დროს პაციენტში, სისხლში კალციუმის ძალიან დაბალი დონით (ჰიპოკალციემია) ფატალური შედეგი დაფიქსირდა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთმედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების  გვერდზე,  ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

5.     როგორ შეინახოთ  CYNACAL?

შეინახეთ  CYNACAL ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ  CYNACAL შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ CYNACAL, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:                                                   

VEM Ilaç. San. ve Tic. A.Ş. (სს. „VEM ილაჩ. სან. ვე თიჯ.“)

მასლაქის უბანი AOS 55-ე ქუჩა

N: 42, მასლაქი A ბლოკის მ/რ N: 2/134

სარიერი/სტამბული

წარმოების ადგილი:

VEM Ilaç. San. ve Tic. A.Ş. (სს. „VEM ილაჩ. სან. ვე თიჯ.“)

ჩერქეზქოის ორგანიზე სანაის რეგიონი

ქარააღაჩის უბანი, ფათიჰის ბულვარი N: 38

ქაფაქლი/თექირდაღ

 

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 09/09/2021 წელს იქნა დადასტურებული.

 

15014HM01151-00