ოქსოტიდი 250მკგ
გამოყენების ინსტრუქცია
ოქსოტიდი 250 მკგ საინექციო ხსნარის მომზადებისთვის ფხვნილი და გამხსნელი
განკუთვნილია კანქვეშა გამოყენებისთვის
სტერილური
- მოქმედი ნივთიერება:თითოეული ფლაკონი მოქმედი ნივთიერების სახით 250 მკგ ცეტრორელიქსს (აცეტატის სახით) შეიცავს. კოლოფში ფლაკონთან ერთად არსებული გამხსნელით განზავების შემდეგ ხსნარის თითოეული მლ 250 მკგ ცეტრორელიქსს შეიცავს.
- დამხმარე ნივთიერებ(ებ)ია: ლიოფილიზებული მასის შემცველი ფლაკონი; მანიტოლს (E421), აცეტილის მჟავას, საინექციო წყალს შეიცავს. გამხსნელის შემცველი გამოყენებისთვის მზა შპრიცი; საინექციო წყალს შეიცავს.
|
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
- რა არის და რისთვის გამოიყენება ოქსოტიდი?
- ოქსოტიდის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- როგორ გამოიყენება ოქსოტიდი?
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
- ოქსოტიდის შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ოქსოტიდი ?
ოქსოტიდი, 250 მკგ საინექციო ხსნარის მომზადებისთვის ფხვნილია, რომელიც წარმოდგენილია 1 ფლაკონის შემცველ შეფუთვაში. ფლაკონში არსებული ფხვნილოვანი შიგთავსი თეთრი ფერისაა, შპრიცში არსებული გამხსნელი (საინექციო წყალი) გამჭვირვალე და უფეროა. შეფუთვაში დამატებით მოთავსებულია:
- ფლაკონში არსებული ფხვნილის განზავებისთვის (გახსნისთვის) და პარენტერალური გამოყენებისთვის გამხსნელის შემცველი (საინექციო წყალი) გამოყენებისთვის მზა შპრიცი.
- ფლაკონში საინექციო წყალის ინჟექტირებისთვის და ფლაკონიდან ხსნარის ამოქაჩვისთვის ყვითელი ფერით მონიშნული საინექციო ნემსი.
- ხსნარის ინჟექტირებისთვის რუხი ფერით მონიშნული საინექციო ნემსი.
- დეზინფექციის მიზნით ორი ცალი სპირტიანი ბამბა.
ოქსოტიდი, ცეტრორელიქსის აცეტატის სახელით წოდებულ წამალს შეიცავს. აღნიშნული წამალი მენსტრუალური ციკლის პერიოდში საკვერცხეებიდან ერთი კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას (ოვულაციას) აჩერებს. ოქსოტიდი, ,,ანტი-გონადოტროპინის გამომყოფი ჰორმონების’’ სახელით წოდებულ წამლის ჯგუფში შედის.
ოქსოტიდი, მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის (LHRH) სახელით წოდებული ჰორმონის მოქმედებას ხელს უშლის. მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონი- მენსტრუალური ციკლის პერიოდში ოვულაციის ხელშემწყობი მალუთეინიზებელი ჰორმონის (LT) სახელით წოდებული ჰორმონის გამოყოფას აწესრიგებს. განაყოფიერებისთვის მხოლოდ მომწიფებული კვერცხუჯრედებია საჭირო, ამიტომ საკვერცხეების სტიმულაციური მკურნალობის დროს შესაძლო ნაადრევი ოვულაციის ხელის შეშლის მიზნით ოქსოტიდი გამოიყენება.
ოქსოტიდი, ავადმყოფებში საკვერცხეების კონტროლირებადი სტიმულაციის შემდეგ ოვოციტების შეგროვების და ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების განხორციელებისას სრულად მოუმწიფებელი ოვულაციის შეფერხებისთვის გამოიყენება.
კლინიკური კვლევების დროს ცეტრორელიქსი ადამიანის მენოპაუზურ გონადოტროპინთან (HMG) ერთად იქნა გამოყენებული. გარდა ამისა, კიდევ ერთი მეორე ჰორმონის, რეკომბინანტული ფოლიკულურ მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) შეზღუდული რაოდენობით გამოყენების შედეგად მიღებულია მსგავსი ეფექტები.
2. ოქსოტიდის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ოქსოტიდი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ
- თუ, ცეტრორელიქსის აცეტატის და ან ეგზოგენური პეპტიდური ჰორმონის (ოქსოტიდის მსგავსი წამლები) და ან დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ
- თუ, ორსულად ხართ და ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ
- თუ, თირკმლების მძიმე უკმარისობა გაქვთ
თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენ გეხებათ, ოქსოტიდი არ გამოიყენოთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, ამ წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
ოქსიტიდი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ
ალერგიული მდგომარეობები:
ქალები, რომელთა ანამნეზში ცნობილია ალერგიული რეაქციები და ან აქტიური ალერგიული მდგომარეობის ნიშნები ვლინდება, განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო. თუ, აღნიშნულ მდგომარეობაში ხართ, თქვენს ექიმს აცნობეთ, ეს მნიშვნელოვანია.
საკვერცხეების მომატებული სტიმულაციის სინდრომი (OHSS)
ოქსოტიდი, გამოთავისუფლებისთვის მზა, უფრო მეტი კვერცხუჯრედის მომწიფებისთვის საკვერცხეების მასტიმულირებელ სხვა წამლებთან ერთად გამოიყენება. ამ წამლების მიღების დროს და ან მიღების შემდეგ თქვენთან შეიძლება განვითარდეს ,,საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი’’, ამ დროს ფოლიკულების ძლიერი განვითარების და გაზრდის შედეგად ხდება კისტების განვითარება.
ამ დროს მნიშვნელოვანია ის დეტალები და შესაძლო ნიშნები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. აღნიშნულის მიზნით იხილეთ -ნაწილი 4-,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’.
მკურნალობის ციკლის გარდა ოქსოტიდის ჭარბი გამოყენება:
მკურნალობის ციკლის გარდა ცეტრორელიქსის ჭარბი გამოყენების შესახებ კვლევები ნაკლებია.
თუ, ოქსოტიდით მკურნალობის ციკლის გარდა მისი ჭარბი რაოდენობით გამოყენება საჭირო გახდება, თქვენი ექიმი სარგებელის და რისკების შეფასებით დეტალურ ინფორმაცის მოგაწვდით.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ და ან ორსულობაზე ეჭვი გაქვთ, ოქსოტიდი არ უნდა გამოიყენოთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დაფიქსირდება, მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ლაქტაციის დროს ოქსოტიდი არ უნდა გამოიყენოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ოქსოტიდის მიერ ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ რის.
ოქსოტიდის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
სიფრთხილის განმაპირობებელ დამხმარე ნითიერებას არ შეიცავს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ცეტრორელიქსსა და ოფიციალურად რეგისტირებუილ წამლებს შორის, წამლის-წამალთან ურთიერთქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
ექსპერიმენტული კვლევებით ვლინდება, რომ ცეტრორელიქსსა და ღვიძლის მიერ დაშლილ წამლებს შორის შესაძლო ურთიერთქმედება არ აღინიშნება. თუმცა, სამედიცინო პრეპარატები, რომელიც ხშირად გამოიყენება, გონდოტროპინებთან და ან ჰისტამინების გამოთავისუფლების მასტიმულირებელ ჰორმონებთან ერთდ, ურთიერთქმედების ნიშნების არ არსებობის მიუხედავად, ურთიერთქმედების შესაძლო ალბათობა უგულებელყოფილი არ უნდა იქნას.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება ოქსოტიდი ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ოქსოტიდი, ყოველთვის ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზით და ფორმით მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, დეტალები თქვენს ექიმთან გადაამოწმეთ. თუ, ექიმი სხვა დანიშნებულებას არ მოგცემთ, ოქსოტიდის გამოყენების ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს მიჰყევით. გთხოვთ, გამოყენების ინსტრუქციას მიჰყევით, წინააღმდეგ შემთხვევაში ოქსოტიდით მკურნალობისას სარგებელს ვერ მიიღებთ.
ერთი ფლაკონის შიგთავსი (250 მკგ ცეტრორელიქსი) დილით და ან საღამოს, 24 საათიანი ინტერვალით, დღეში ერთხელ უნდა გაკეთდეს. პრეპარატის პირველი გამოყენების შემდეგ ინექციასთან დაკავშირებული მომატებული მგრძნობელობის (ალერგიული/ფსევდო-ალერგიული რეაქცია) რეაქციის არ არსებობაში რომ დარწმუნდეთ, რეკომენდირებულია 30 წუთის განმავლობაში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.
ინექციის დილით განხორციელება: ოქსოტიდით მკურნალობა საკვერცხეების სტიმულაციის მე-5 და ან მე-6 დღეს (საკვერცხეების სტიმულაციის დაწყებიდან 96 -დან 120 საათის შემდეგ) ურინარულ და ან რეკომბინანტულ გონადოტროპინთან ერთად უნდა იქნას დაწყებული და საკვერცხეების სტიმულაციის დღის ჩათვლით, გონადოტროპინით მკურნალობის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. საკვერცხების პასუხის შესაბამისად თქვენი ექიმი შეიძლება მკურნალობის დაწყებას სხვა დღეს გადაწყვეტს.
ინექციის საღამოს განხორციელება: ოქსოტიდით მკურნალობა საკვერცხეების სტიმულაციის მე-5 დღეს (საკვერცხეების სტიმულაციის დაწყებიდან 96 -დან 108 საათის შემდეგ) ურინარულ და ან რეკომბინანტულ გონადოტროპინთან ერთად უნდა იქნას დაწყებული და საკვერცხეების სტიმულაციამდე წინა ღამემდე გონადოტროპინით მკურნალობის განმავლობაში გრძელდება. საკვერცხების პასუხის შესაბამისად თქვენი ექიმი შეიძლება მკურნალობის დაწყებას სხვა დღეს გადაწყვეტს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ოქსოტიდი, ინექციის გზით კანქვეშ კეთდება. მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.
პრეპარატის სწრაფი შეწოვის გაადვილებისთვის, წამლის ინჟექტირება ნელი სისწრაფით უნდა მოხდეს, რაც ასევე ინექციის ადგილის რეაქციებსაც შეამცირებს.
ოქსოტიდის პირველი ინექცია ექიმის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოხდეს, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ინექცია ისეთ პირობეებში უნდა გაკეთდეს, რომ შესაძლო მომატებული მგრძნობელობის მდგომარეობების (ალერგიული/ფსევდო ალერგიული რეაქციები (სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული შოკის (ანაფილაქსიის) ჩათვლით) მკურნალობა და მართვა შესაძლებელი იყოს. მომატებული მგრძნობელობის რეაქციის შედეგად განვითარებული სიმპტომების და ნიშნების შესახებ ავადმყოფი ინფორმირებული უნდა იყოს, ასევე გააზრებული უნდა ჰქონდეს ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევის განხორციელება. მომდევნო ინექციები ავადმყოფს შეუძლია თვითონვე განახორციელოს საკუთარ თავზე.
ოქსოტიდი, მუცლის ქვემო ნაწილში, კანქვეშ კეთდება, სასურველია მუცლის ირგვლივ ინჟექტირება. რეგიონალური გაღიზიანების შემცირების მიზნით, ინექციის ადგილი ყოველდღიურად უნდა შეიცვალოს.
ოქსოტიდი, მხოლოდ მასთან ერთად არსებული, გამოყენებისთვის მზა შპრიცში არსებული გამხსნელით უნდა განზავდეს. თუ, ოქსოტიდის ხსნარი გამჭვირვალე არ არის და ან ნაწილაკებს შეიცავს, არ უნდა იქნას გამოყენებული.
ოქსოტიდის საკუთარ თავზე ინექცირებამდე, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ წამლის გამოყენების ინსტრუქციის ბოლოში მოცემული მითითებები: ,, ოქსოტიდის შერევა და ინჟექტირება’’.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებში არ გამოიყენება.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში არ გამოიყენება.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
თუ, თირკმლების დაავადება გაქვთ, ოქსოტიდის გამოყენებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ მდგომარეობა.
ოქსოტიდის გამოყენება თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში გამოკვლეული არ არის.
ღვიძლის უკმარისობა:
თუ, ღვიძლის დაავადება გაქვთ, ოქსოტიდის გამოყენებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ მდგომარეობა.
ოქსოტიდის გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში გამოკვლეული არ არის.
თუ, ფიქრობთ, რომ ოქსოტიდის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს დაუკავშირდით.
თუ, ოქსოტიდის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
შემთხვევით ინექციის ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში, ცუდი ეფექტები მოსალოდნელი არ არის,
ამ შემთხვევაში წამლის ეფექტი უფრო დიდ ხანს გაგრძელდება. ჩვეულებრივ, განსაკუთრებული ზომების მიღებას არ საჭიროებს.
მღრღნელებში მწვავე (სწრაფად პროგრესირებადი) ტოქსიკურობის მხრივ გაკეთებული კვლევებით, ფარმაკოლოგიურად ეფექტურ კანქვეშა დოზაზე 200-ჯერ უფრო მაღალი დოზით ცეტრორელიქსის პერიტონეუმში (მუცლის ფარი) ინექცირების შემდეგ ტოქსიკურობის არა-სპეციფიკურ ნიშნები გამოვლინდა.
თუ, ოქსოტიდის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ოქოტიდის მიღება დაგავიწყდებათ:
ოქსოტიდის გამოყენების იდეალური ვარიანტია 24 საათიანი ინტერვალებით ინექცირება.
თუ, ოქსოტიდის დროული ინექცირება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ და იმავე დღეს, დღის განსახვავებულ დროს (საათზე) ინექცია გაიკეთეთ.
თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ოქსოტიდით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
მონაცემები არ არბსებობს.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ოქსოტიდის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ოქსოტიდის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ალერგიული რეაქციები:
- კანის შეხურება, სიწითლე, ქავილი (უფრო ხშირად საზარდულის და იღლიის ქვეშა არეში), წითელი, ქავილის თანხლებით ბუშტუკების გაჩენა (ურტიკარია), ცხვირიდან გამონადენი, ხშირი და ან არარეგულარული პულსი, ენის და ხახის შეშუპება, ცემინება, სუნთქვა ხიხინის თანხლებით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელება და ან თავბრუსხვევა. აღნიშნული, შეიძლება წამლის მიმართ სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები იყოს. აღნიშნული მდგომარეობა გავრცელებული არ არის.
თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ოქსოტიდის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, რომელიმე მდგომარეობა თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ოქსოტიდის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში და დაწოლა.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
საკვერცხების მომატებული სტიმულაციის სინდრომი (OHSS)
ეს სინდრომი საკვერცხეების სტიმუალციისთვის გამოყენებულ სხვა წამლებთან დაკავშირებით შეიძლება გამოვლინდეს.
- მუცლის ქვემო ნაწილში ტკივილი და თანმხლები გულისრევა და ან ღებინება შეიძლება საკვერცხების მომატებული სტიმულაციის სინდრომის (OHSS) ნიშნები იყოს. ეს კი საკვერცხების მკურნალობაზე ჰიპერრეაქციის არსებობას და საკვერცხეების დიდი კისტების განვითარებას აჩვენებს. აღნიშნული მდგომარეობა ხშირად ვლინდება.
- OHSS მდგომარეობა შეიძლება გაამწვავოს გადიდებული საკვერცხებით, შარდის წარმოების შემცირებით, წონის მომატებით, სუნთქვის გაძნელებით და ამ გულმკერდსა და ან მუცელში სითხის დაგროვებითმიმდინარე პროცესებმა. აღნიშნული მდგომარეობა გავრცელებული არ არის.
თუ, ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
სხვა გვერდითი ეფექტები:
გავრცელებული:
- ინექციის ადგილას სიწითლე, ქავილი და შესივების მსგავსი მსუბუქი და ხანმოკლე დროით გაგრძელებული კანის გაღიზიანება
ნაკლებად გავრცელებული:
- ავად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)
- თავის ტკივილი
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM).
გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. ოქსოტიდის შენახვა
ოქსოტიდი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
გაუხსნელი ოქსოტიდი 20 C - 80 C ტემპერატურას შორის მაცივარში შეინახეთ. ასეთ პირობებში შენახვისას პრეპარატის შენახვის ვადა 24 თვეა. არ გაყინოთ და ან მაცივრის საყინულის ნაწილში და ან ყინულის მასებთან ახლოს არ შეინახოთ.
გარდა ამისა, ოქსოტიდის გაუხსენლი პრეპარატი, რომელიც ორიგინალურ შეფუთვაშია მოთავსებული, ოთახის ტემპერატურაზე 3 თვემდე შეიძლება შენახული იქნას.
ხსნარი, მომზადების შემდეგ მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული.
სინათლისგან დაცვის მიზნით ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.
თუ, მინის ფლაკონში არსებული თეთრი ფხვნილის ფერი შეცვლილია, ეს წამალი არ გამოიყენოთ. თუ, მომზადებული ხსნარი გამჭვირვალე არ არის და ან ფერიც შეცვლილია და ან ნაწილაკებს შეიცავს, ხსნარი არ გამოიყენოთ.
გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად გამოიყენეთ.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ოქსოტიდი არ გამოიყენოთ.
თუ, პროდუქტზე და/ და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ოქსოტიდი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. ვემ-ის წამლის წარმოება და ვაჭრობა
მასლაქის დასახლება, AOS 55, ქუჩა-42. მასლაქი, ა ბლოკი, N:2/134
სარიერი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
ს.ს. ვემ-ის წამლის წარმოება და ვაჭრობა
ჩერქეზქოის ორგანული წარმოების რეგიონი
ქარააღააჩის დასახლ. ფათიჰის ბულვარი, N:38
ქაფაქლი/თექირდაღი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 25.12.2021-ში დამოწმებულია.
ოქსოტიდის შერევა და ინექცია
- აღნიშნულ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ფხვნილის და სტერილური სითხის (გამხსნელის) შერევის და ინჟექტირების შესახებ.
- ამ წამლის გამოყენების დაწყებამდე გთხოვთ, წამლის ინსტრუქციაში მოცემული მითითებები სრულად და თანმიმდევრობით წაიკითხეთ.
- ეს წამალი მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი, სხვას გამოყენების ნებართვა არ მისცეთ.
- თითოეული ნემსი, ფლაკონი და შპრიცი მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ.
დაწყებამდე
1. ინექციის გაკეთებამდე წამალი ოთახის ტემპერატურამდე უნდა იყოს დაყვანილი.
- წამლის გამოყენებამდე 30 წუთით ადრე მაცივრიდან გამოიტანეთ.
2. ხელები დაიბანეთ.
- მნიშვნელოვანია, ხელების და გამოყენებული მასალის მაქსიმალური სისუფთავე.
3. ყველა საჭირო მასალა სუფთა ადგილას მოათავსეთ.
- ერთი ცალი ფხვნილის შემცველი ფლაკონი
- ერთი ცალი სტერილური წყლის (გამხსნელი) შემცველი, გამოყენებისთვის მზა შპრიცი.
- ერთი ცალი ყვითელი ფერით მონიშნული ნემსი- სტერილურ წყლის ფლაკონში ინჟექტირებისა და ფლაკონში მომზადებული წამლის ამოქაჩვისთვის
- ერთი ცალი რუხი ფერით მონიშნული ნემსი- წამლის მუცლის მიდამოში ინჟექტირებისთვის
- ორი ცალი სპირტით გაჟღენთილი ბამბა
წამლის მომზადებისთვის ფხვნილის და წყლის შერევა
1. ფლაკონს სახურავი მოხსენით
- ქვემო ნაწილში კაუჩუკის საცობი აქვს- ეს ნაწილი ფლაკონში დატოვეთ.
- კაუჩუკის საცობი და მეტალის რგოლი სპირტით გაჟღენთილი ბამბით გაწმინდეთ.
2. გამოყენებისთვის მზა შპრიცში არსებული წყლის ფხვნილის შემცველ ფლაკონში დამატება
- ყვითელით ფერით მონიშნული ნემსი გახსენით.
- გამოყენებისთვის მზა შპრიცს სახურავი მოხსენით და ყვითელი ფერით მონიშნული ნემსი მოარგეთ. ნემსს სახურავი მოხსენით.
- ყვითელი ნემსი ფლაკონის კაუჩუკის საცობის ცენტრიდან შიგნითა მხარეს გაატარეთ.
- შპრიცის პისტონის (სახელური) ნელი ზეწოლით ფლაკონში წყლის ინჟექტირება მოახდინეთ. სხვა სახის წყალი არ გამოიყენოთ.
- შპრიცი კაუჩუკის საცობში ჩატოვეთ. (ფოტო-1)
3. ფლაკონში არსებული ფხვნილის და წყლის შერევა
- შპრიცი და ფლაკონი ერთად ფრთხილად დაიჭირეთ, ფხვნილის და წყლის შერევის მიზნით ნაზად წიული მოძრაობა განახორციელეთ. სრული შერევისას ხსნარი გამჭვირვალე უნდა იყოს და ნაწილაკებს არ უნდა შეიცავდეს.
- წამალი არ შეანჯღრიოთ და ბუშტუკების წარმოქმნა არ მოახდინოთ.
4. შპრიცის განმეორებით შევსება ფლაკონში არსებული წამლით
- ფლაკონი დავდაყირა ამოატრიალეთ, შემდეგ კი ფლაკონში არსებული წამლის შპრიცში ამოქაჩვის მიზნით შპრიცის სახელური მსუბუქად უკან მოქაჩეთ. შპრიცის სახელურის (პისტონის) მოქაჩვისას ფრთხილად იყავით, რათა სრულად არ ამოვარდეს შპრიციდან. თუ, შემთხვევით შპრიცის სახელური შპრიციდან ამოვარდება, სტერილობა დაირღვევა, ამიტომ ეს დოზა გადააგდეთ და ახალი დოზა მოამზადეთ. ( 1-ელი ეტაპიდან ხელახლა დაწყებით).
- ფლაკონში წამლის დარჩენის შემთხვევაში, ყვითელი ფერის ნემსი, ნემსის წვერო კაუჩუკის საცობის შესავალ ნაწილამდე უკან მოქაჩეთ. თუ, საცობის ნაპრალიდან ფლაკონს შევხედავთ, ნემსის და სითხის მოძრაობის კონტროლი შესაძლებელია.
- დარწმუნდით, რომ ფლაკონში არსებული წამალი სრულად ამოქაჩეთ.(ფოტო-2)
- სახურავი ყვითელი ფერის ნემსს კვლავ მოარგეთ. შპრიცს ყვითელი ფერის ნემსი მოხსენით და შპრიცი გვერდზე გადადეთ.
საინექციო ადგილის მომზადება და წამლის ინჟექტირება
1. ბუშტუკების გამოდევნა
- გამოიტანეთ რუხი ფერით მონიშნული ნემსი. რუხი ფერის ნემსი შპრიცს მოარგეთ და რუხი ფერის ნემსს სახურავი მოხსენით.
- შპრიცი რუხის ფერის ნემსით ისე დაიჭირეთ, რომ ნემსი ზემოთ იყოს მიმართული და ჰაერის ბუშტუკები გააკონტროლეთ.
- ჰაერის ბუშტუკების გამოდევნის მიზნით შპრიცს მსუბუქად დაარტყით, ისე რომ ჰაერის ბუშტუკები ზემოთ გადაადგილდეს. შემდეგ ჰაერის ბუშტუკების გამოდევნამდე შპრიცის პისტონი (სახელური) ნელი მოძრაობით შიგნითა მიმართულებით გადააადგილეთ.
- რუხის ფერის ნემსს არ შეეხოთ, ასევე არ დაუშვათ ნემსის ნებისმიერ ზედაპირთან კონტაქტი, შეხება. (ფოტო-3)
2. საინექციო არის დამუშავება
- მუცლის ზედაპირზე შეარჩიეთ საინექციო ადგილი. საუკეთესო მიდამოს წარმოადგენს მუცლის ცენტრალური ნაწილის (ჭიპის) ირგვლივი არეალი. კანის გაღიზიანების შემცირების მიზნით, ყოველდღიურად ინექციის ადგილი შეცვალეთ.
- მუცლის არეში საინექციო მიდამოს შერჩევის შემდეგ სპირტით გაჟღენთილი ბამბის წრიული მოძრაობით კანი გაწმინდეთ.
3. კანის დაფიქსირება
- შპრიცი ერთი ხელით ისე დაიჭირეთ, თითქოს კალამი გეჭიროთ.
- შერჩეული საინექციო მიდამოს კანი ორ თითს შორის დააფიქსირეთ
- რუხის ფერის ნემსი კანში დაახლოებით 45-90 გრადუსის კუთით მსუბუქად დაასეთ. შემდეგ ორ თითს შორის დაფიქსირებულ კანს ხელი ნელა გაუშვით. (ფოტო-4)
4. წამლის ინექცია
- შპრიცის სახელური (პისტონი) ნელი მოძრაობით უკან მოქაჩეთ. თუ,სისხლი გამოჩნდება, ქვმოთ მოცემული მე-5 ეტაპის შესრულება განახორციელეთ.
- თუ, სისხლი არ გამოჩნდება, პისტონი მსუბუქი წინსვლითი მოძრაობით წამლის ნელ-ნელა ინჟექტირება მოახდინეთ.
- შპრიცის დაცლისას, რუხი ფერის ნემსი იმავე კუთხით უკანვე ამოიღეთ.
- შემდეგ სპირტიანი ბამბა ინექციის ადგილზე მსუბუქად დააჭირეთ.
5. თუ, სისხლი გამოჩნდება
- რუხის ფერის ნემსი იმავე კუთით უკანვე ამოიღეთ.
- შემდეგ სპირტიანი მამბის გამოყენებით კანის დაფიქსირებულ ნაწილში მსუბუქად დააჭირეთ.
- წამალი ნიჟარაში გადაღვარეთ და ქვემოთ მოცემული მე-6 ეტაპის მითითებები შეასრულეთ.
- ხელები დაიბანეთ და ახალი ფლაკონის და გამოყენებისთვის მზა შპრიცის მომზადება განმეორებით ხელახლა დაიწყეთ.
6. განადგურება
- თითოეული შპრიცი, ნემსი და ფლაკონი მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ.
- უსაფრთო განადგურების მიზნით ნემსს სახურავი უკანვე მოარგეთ.
- გამოყენებული ფლაკონის, ნემსის და შპრიცის უსაფრთხო განადგურების მიზნით კონსულტაციისთვის თქვენს ფარმცევტს მიმართეთ.