ოკლადრა
გამოყენების ინსტრუქცია
ოკლადრა 2 მგ / მლ საინექციო ხსნარის შემცველი ფლაკონი
სტერილური
განკუთვნილია კანქვეშა გამოყენებისთვის
- მოქმედი ნივთიერება:თითოეული ფლაკონი 10 მგ კლადრიბინს შეიცავს.
- დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა,საინექციო წყალი.
|
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
- რა არის და რისთვის გამოიყენება ოკლადრა?
- ოკლადრას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- როგორ გამოიყენება ოკლადრა?
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
- ოკლდრას შენახვა
1.რა არის და რისთვის გამოიყენება ოკლადრა?
- ოკლადრა, მოქმედი ნივთიერების სახით 10 მგ კლადრიბინს შეიცავს, რომელიც 5 მლ ხსნარშია მოთავსებული.
- ოკლადრა, არის გამჭვირვალე, უფერო ფერის ხსნარი, რომელიც 5 მლ საინექციო ხსნარის შემცველი ფლაკონის შეფუთვით არის წარმოდგენილი მოხმარებისთვის.
- ოკლადრა, ციტოსტატიკური (სიმსივნის უჯრედების გამრავლებას უშლის ხელს) აგენტია, ბუსუსოვან-უჯრედოვანი ლეიკემიური დაავადებების დროს სიმსივნური უჯრედების-სისხლის თეთრი უჯრედების ზრდაზე ზემოქმედებას ახდენს. ოკლადრა, ამ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
2. ოკლადრას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ოკლადრა არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ:
- კლადრიბინის ანდა ოკლადრას შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ,
- ორსულად ხართ ანდა ძუძუთი კვებაზე გყავთ ბავშვი,
- 18 წლამდე ასაკი გაქვთ,
- საშუალო და მძიმე ხარისხის თიკრმლების ანდა ღვიძლის უკმარისობა გაქვთ,
- სხვა ისეთ პრეპარატებს ღებულობთ, რომელიც ძვლის ტვინის მიერ სისხლისუჯრედების წარმოებაზე (მიელოსუპრესია) ზემოქმდებას ახდენს.
ოკლადრა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება ანდა წარსულში გქონდთ, ექიმს აცნოებთ:
- ღვიძლის ანდა თირკმლის პრობლემები
- ინფექციები
- თუ, რომელიმე ინფექცია გაქვთ, ოკლადრას გამოყენების დაწყებამდე ჯერ ამ ინფექციურ პროცესს უნდა უმკურნალოთ.
- ოკლადრათი მკურნაობის დროს და მკურნალობის შემდეგ თუ, ინფექციის სიმპტომებს შენიშნავთ (გრიპის მსგავსი ნიშნები ანდა ცხელების მსგავსი), მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ.
- ცხელება
- მხედველობის შემღვრევა, მხედველობის გაორება ანდა მხედველობის დაკარგვა, მეტყველების გაძნელება, ხელებსა და ფეხებში სისუსტე, სიარულის გაძნელება ანდა წონასწორობის დარღვევა, მუდმივი დაბუჟება, მგრძნობელობის შემცირება ანდა დაკარგვა, მეხსიერების დაკარგვა ანდა ცნობიერების არევა. ყველა აღნიშნული ნიშნები პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (PML) სახელით ცნობილი და სასიკვდილოდ საშიში თავის ტვინის დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს.
ოკლადრათი მკურნალობის დაწყებამდე და ან მკურნალობის დროს, მკურნალობის გაგარძელების შემთვევაში უსაფრთხოების საკითხის განსაზღვრისთვის ექიმი რეგულარულად სისხლის ანალიზებს გადაამოწმებს. ექიმი, სისხლის უჯრედების ნორმალური შემადგენლობის შენარჩუნების ანდა აღდგენისთვის შეიძლება სისხლის გადასხმას ჩათვლის საჭიროდ, გარდა ამისა, დამატებით საჭიროა ღვიძლის და თირკმლების ფუნქციების გადამოწმებაც.
თუ, მამაკაცი ხართ და ბავშვის ყოლა გინდათ, ოკლადრათი მკურნალობის დაწყებამდე ექიმს გაესაუბრეთ.ოკლადრათი მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში ბავშვის ყოლა არ უნდა დაგეგემოთ. ექიმი, სპერმის გაყინვის და შენახვის(კრიოპრეზერვაცია) შესაძლებლობის საკითხთან დაკაშირებით ინფორმაციას მოგაწვდით.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის რომელიმე პერიოდში გქონდათ ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
ოკლადრას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ოკლადრას კანქვეშ გამოყენების გამო, საკვების ანდა სასმელის მიღებასთან ზემოქმედებას არ ახდენს.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ, ოკლადრა არ უნდა გამოიყენოთ. მკურნალობის დროს და ოკლადრას ბოლო დოზის მიღებიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში საჭიროა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ოკლადრათი მკურნალობის დროს და კლადრიბინის ბოლო დოზის მიღებიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ოკლადრა, ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე მნიშევნელოვან ზემოქმედებას ახდენს. ოკლადრათი მკურნალობასთან დაკავშირებით სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობა ეცემა, აღნიშნულის გამო კი თავბრუსხევვა და დაბუჟება შეიძლება გამოვლინდეს, ამ დროს ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
ოკლადრას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
ოკლადრას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების ზემოქმედებით რაიმე სახის უარყოფითი ეფექტი არ არის მოსალოდნელი.
ამ სამედიცინო პროდუქტის თითოეული ფლაკონი >1მმოლ ნატრიუმს შეიცავს. ეს მდგოამარეობა გათვალისწინებული უნდა იქნას ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ ავადმყოფებში.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შემცველ წამლებს ღებულობთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:
- კორტიკოსტეროიდები, რომელიც ანთებითი პროცესის (მტკივნეული ჩირქოვანი ანთება) სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება
- ვირუსული ინფექიცების დროს გამოყენებული ანტივირუსული პრეპარატები
ოკლადრა, არ გამოიყენება იმჯგუფის წამლებთან, რომელიც ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოებაზე (მიელოსუპრესია)ზემოქმედებას ახდენს.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება ოკლადრა?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ოკლადრა, ყოველთვის ექიმის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად მიიღეთ, თუ დარწმუნებული არა ხართ რომელიმე საკითხში, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ექიმი, სხეულის წონის მიხედვით წამლის დოზას განსაზღვრავს და მკურნალობის გეგმას აგიხსნით. რეკომენდირებული დღიური დოზაა: 5 დღის განმავლობაში 0,14 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით (მხოლოდ ერთი მკურნალობის კურსი).
შარდმჟავას ჭარბი რაოდენობის შემცირების მიზნით, დამატებით შეგიძლიათ მისცეთ ალოპურინოლის მოქმედი ნივთიერების შემცველი წამალი.
მიცემის გზა და მეთოდი:
ოკლადრა, ყოველდღე დაახლოებით ერთსადაიმავე დროს(საათზე) კანქვეშ კეთდება. თუ, ოკლადრას ინექციას თავად იკეთებთ, ექიმმა ანდა ექთანმა უნდა გასწავლოთ ინექციის ტექნიკური დეტალები. ინექციის გაკეთებისთვის მითითებები ამ წამლის ინტრუქციის ბოლო ნაწილშია მოცემული.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ოკლადრა, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ ავადმყოფებში საჭიროა მდგომარეობის და სისხლის ანალიზის ინდივდუალური შეფასება, ასევე მნიშვნელოვანია მკურნალობის დროს თირკმლის და ღვიძლის ფუნქციებზე დაკვირვება.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:
თუ, უკვე ცნობილი ანდა საეჭვო თირკმლების ანდა ღვიძლის უკმაროსობა გაქვთ, მკურნლობის დროს ექიმის მხრივ მკაცრი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოთ. ავადმყოფები, რომლებიც კლადრიბინით მკურნალობის კურსს გადიან, საჭიროა თირკმლების და ღვიძლის ფუნქციების რეგულარული კონტროლი.
თუ ფიქრობთ, რომ ოკლადრას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, ოკლადრას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ოკლადრას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ, ოკლადრას მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, ოკლადრას მიღება დაგავიწყდებათ, მაშინვე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
ოკლადრათი მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ექიმის მითითების გარეშე წამლის მიღება არ შეწყვიტოთ.თუ, წამლის გამოყენების დროს რაიმე სახის პრობლემა გამოვლინდება, ექიმს მიმართეთ.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ოკლადრაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს განყოფილებას მიმართეთ:
- სერიოზული ალერგიული რეაქციები, უეცარი ქავილი(ურტიკარია), ხელების, ფეხების, მაჯების, სახის, ტუჩების,პირის ღრუს და ხახის შეშუპება(რომელიც სუნთქვას და ყლაპვას აძნელებს) , თითქოს გონების დაკარგვის შეგრძნება.
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გევრდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება ოკლადრას მიმართ სერიზოული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:
- ინფექციის რაიმე სახის სიმპტომი(გრიპის მსგავსი ნიშნები)
- ცხელება
სიმსივნური დაავადების განმეორებით განივთარება უგულებელყოფილი არ უნდა იქნას, რადგანაც მომავალში თქვენი მძიმე დაავადებით დასნებოვნების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების შემთხვევაში. მაღალი რისკი შეიძლება დაკავშირებული იყოს ბუსუსოვან -უჯრედოვან ლეიკემიასთან ანდა ამ დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულ ოკლადრას გამოყენებასთან.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული:
- ინფექციები
- ცხელება
- სისხლის ანალიზით სისხლის თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების და ლიმფოციტების) ანდა თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება
- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაცემა, რაც დაღლილობასა და ძილიანობის მსგავსი სიმპტომების განვითარებას იწვევს
- იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
- ანორმალური სუნთქვითი და გულმკერდის ხმიანობები, ხველა
- გულისრევა, ღებინება, ყაბზობა და დიარეა
- გამონაყარი კანზე, შესივება, სიწითლე, ინექციის ადგილას ტკივილი, ოფლიანობა. კანის რეაქციები უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქი და საშუალო ხარისხისაა და ზოგადად რამდენიმე დღეში ალაგდება.
- დაღლილობა, კანკალი, მადის შემცირება
- სისუსტე
გავრცელებული:
- სიმსივნური დაავადების განმეორებით გამოვლინება
- თრომბოციტების დაბალი რაოდენობა სისხლში, რაც უჩვეულო სისხლდენას იწვევს(მაგ. ცხვირიდან ანდა კანის ზედაპირული სისხლდენები)
- უძილობა, შფოთვა
- გულის ცემის რითმის გახშირება, გულის ანორმალური ხმიანობები, სისხლის დაბალი არტერიული წნევა, გულის კუნთში დაბალი სისხლმომარაგება
- ჰაერის უკმარისობა, ფილტვის ქსოვილში ინფექციასთან დაკავშირებული შეშუპება, პირის ღრუს და ენის ჩირქოვანი ანთება
- მუცლის ტკივილი, კუჭსა და ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვება, მკურნალობის შემდეგ ნორმას დაბრუნებული ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების (ბილირუბინის, ტრანსამინაზების) მსუბუქი მომატება
- ქავილი, გამონაყარი კანის ქავილით
- ქსოვილების შეშუპება(ედემა), ცუდად ყოფნის შეგრძნება, ტკივილი(კუნთების, სახსრების და ძვლების ტკივილი)
ნაკლებად გავრცელებული:
- სისხლის თეთრი უჯრედების უკმარისობით გამოწვეული ანემია
- ძილიანობა, კანის დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, სისუსტე, უმოძრაობა, უმოქმედობა, პერიფერიული ნერვების დაზიანებები, გონების არევა, მოძრაობების კოორდინაციის გაძნელება
- თვალის ჩირქოვანი ანთება
- ყელის ტკივილი
- ზედაპირული სისხლძარღვების მტკივნეული ჩირქოვანი ანთება
- წონის ძლიერი დაკლება
იშვიათი:
- ღვიძლის ფუნქციების დაქვეითება
- თირკმლების ფუნქციების დაქვეითება
- სიმსივნის მკურნალობისას სიმსივნური უჯრედების რღვევასთან დაკაშირებული გართულებები
- სისხლის გადასხმის დროს უარყოფითი რეაქცია
- სისხლის განსაზღვრული თეთრი უჯრედების მომატება(ეოზინოფილები)
- დამბლა
- მეტყველების და ყლაპვის გაძნელება
- გულის უკმარისობა
- გულის ცემის ანორმალური რითმი
- გულის მიერ ადექვატური სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფის უუნარობა
- ნაწლავების დახშობა (გაუვალობა)
- კანის სერიოზული ალერგიული რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ანდა ლიელის სინდრომი)
ძალიან იშვიათი:
- დეპრესია, ეპილეფსიის შეტევა
- თვალის ქუთუთოების შესივება
- ფილტვების თრომბოემბოლია
- ნაღვლის ბუშტის მტკივნეული ჩირქოვანი ანთება
- სხეულის მიერ წარმოებული სპეციფიკური ნივთიერების(გლიკოპროტეინის) რაოდენობის მომატებასთნ დაკავშირებით ორგანოთა ფუნქციების შემცირება.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. ოკლადრას შენახვა
ოკლადრა ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ 2-8 C ტემპერატურაზე მაცივარში. არ გაყინოთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, სანამ პროდუქტის გახსნა ხელს არ უშლის მიკრობიოლოგიური კონტრამინაციის (დაბინძურების) რისკს, დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ იქნება გამოიყენებული, შენახვის წესები და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაშია.
თუ აღმოაჩენთ, რომ ფლაკონი დაზიანებულია ან ხსნარი არ არის გამჭვირვალე ან შეიცავს ნაწილაკებს, ოკლადრა არ გამოიყენოთ.
კოლოფზე/ფლაკონზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ოკლადრა არ გამოიყენოთ.
ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს ბიემი ილაჩ ვე თიჯ
ანითთეფეს დასახლ. თურგუთ რეისის ქ. N:21
თანდოღანი/ჩანქაია- ანკარა
წარმოების ადგილი:
ს.ს. ონკო ილაჩ სან ვე თიჯ
გებზე ორგანიზე სანაი ბოლგესი 1700 ქუჩა N 1703
გებზე ქოჯაელი თურქეთი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 28.08.2018-ში დამოწმებულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც განახორციელებს ინექციის გაკეთებას:
ეს ნაწილი ინექციის გაკეთებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოიცავს. ექიმი ანდა ექთანი ამ თემასთან დაკაშირებით დახმარებას გაგიწევთ, გასწავლით, თუ არ იცით, საკუთარ თავზე ინექცია არ უნდა გაიკეთოთ. თუ, საკუთარ თავზე თავად აპირებთ ინექციის გაკეთებას, ექიმი აგიხსნით ოკლადრა რამდენჯერ და რამდენი დოზა უნდა გაიკეთოთ. ოკლადრა, პირდაპირ კანის ქვეშა ქსოვილში, კანქვეშ (სუბკუტანეულად) უნდა გაკთდეს. ინექციის გაკეთებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას, თქვენს ექიმს ანდა ექთანს სთხოვეთ დახმარება.
ოკლადრა, ციტოსტატიკური პრეპარატია, ამიტომ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. როცა ოკლადრას ინექციას სხვა გიკეთებთ, მომზადების და გაკეთების დროს ერთჯერადი გამოყენების ხელთათმანი და დამცავი ტანისამოსი უნდა ეცვას. თუ, ოკლადრასთან კანის ანდა თვალის კონტაქტი დაფიქსირდება, შესაბამისი ზედაპირი მაშინვე დიდი რაოდენობთ წყლით უნდა ჩამოიბანოთ. ორსულმა ქალებმა ოკლადრასთან კონტაქტს უნდა მოერიდოს.
ინექციის გაკეთებისთვის რა არის საჭირო:
ოკლადრას კანქვეშა ინექციის გაკეთებისთვის საჭიროა:
- ერთი ფლაკონი ოკლადრა (ანდა თუ, 5მლ-ზე მეტი ოკლადრას ინექცია გესაჭიროებათ, 2 ფლაკონი), თუ ფლაკონი დაზიანებულია ანდა ხსნარი გამჭვირვალე არ არის ანდა ნაწილაკებს შეიცავს, პროდუქტი არ გამოიყენოთ.
- ერთი ცალი სტერილური შპრიცი(მაგ. 10მ მლ შპრიცი)
- ერთი ცალი სტერილური ინჟეტორის ნემსი(მაგ. 0,5 x 19 მმ, 25 G x ¾”)
- სპირტიანი ტილო
- გამოყენებული შპრიცის განადგურებისთვის 1 ცალი ყუთი, რომელიც არ იხვრიტება
საკუთარ თავზე ოკლადრას კანქვეშა ინექციის გაკეთებამდე როგორ უნდა მოვიქცეთ?
ოკლადრას ინექციამდე უნდა გააკეთოთ შემდეგი:
- ოკლადრას ფლაკონის დამცავი სახურავი მოხსენით. კაუჩუკის საცობი არ მოხსნათ. სპირტიანი ტილოთი ფლაკონის ზემო კაუჩუკის ნაწილი გაწმინდეთ, წვეროზე შეხების გარეშე შპრიცი შეფუთვიდან ამოიღეთ. ინჟექტორის ნემსი შეფუთვიდან ამოიღეთ და შპრიცის წვერს მოარგეთ. ნემსთან შეხების გარეშე ნემსის სახურავი მოხსენით.
- ნემსი ფლაკონის კაუჩუკის საცობის შიგნით შეიყვანეთ. შპრიცი და ფლაკონი ქვემო მიმართულებით, თავდაყირა დაიჭირეთ. დარწმუნდით, რომ ნემსის წვერო ხსნარის შიგნითაა.
- ოკლადრას საჭირო მოცულობა შპრიცის სახელურის დახმარებით ამოქაჩეთ. (ექიმი აგიხსნით, ოკლადრას რამდენი მლ ინექცია უნდა გაიკეთოთ).
- ნემსი ფლაკონიდან ამოიღეთ,
- დარწმუნდით, რომ შპრიცში ჰაერი არ არის. ნემსის ზემო მიმართულებით დაჭერით, ჰაერი გარეთ გატუმბეთ.
- დარწმუნდით, რომ წამლის სწორი მოცულობა აიღეთ.
- მაშინვე გააკეთეთ ინექცია.
ინექცია სად უნდა გავაკეთო?
(ფოტო-1)- ოკლადრას ინექციის გაკეთების ყველაზე შესაბამისი მიდამოები ფოტოზეა ნაჩვენები. ბარძყების ზემო ნაწილი და ჭიპის ირგვლივ მიდამოს გარდა მუცელი. თუ, ინექციას სხვა გიკეთებთ, მხრის ზემო მონაკეთის გარეთა ზედაპირი და ბარძაყის გარეთა ზედაპირიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ინექცია როგორ უნდა გავაკეთო?
- სპირტიანი ღრუბელით კანი გაიწმინდეთ, დეზინფექცია განახორციელეთ, აღნიშნული მიდამოს გაშრობას დაელოდეთ და კანი მოაქციათ ცერა და საჩვენებელ თითს შორის, ისე რომ არ გაჭყლიტოთ.
- ნემსი, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები ისე დაიჭირეთ, დაახლოებით 45 0 C დახრილი კუთხით და კანში შეიყვანეთ. (ფოტო-2)
- შპრიცის სახელურის მსუბუქი მოქაჩვით გადაამოწმეთ, რომ სისხლძარღვი არ გახვრიტეთ. თუ, შპრიცში სისხლს დაინახავთ, ნემსი ამოიღეთ, და სხვა მიდამოში კვლავ განახორციელეთ ჩხვლეტა.
- წამლის ხსნარი 1 წუთის განმავლობაში, კანის დაფიქსირებულ მდგომარეობაში ნელ-ნელა და დაბალნსებულად შეიყვანეთ.
- ხსნარის ინჟექტირების შემდეგ, ნემსი ამოიღეთ.
- გამოყენებული შპრიცი მოათავსეთ ისეთ ყუთში, რომელიც გახვრეტის მიმართ რეზისტენტულია. ყოველი ინექციის დროს ახალი შპრიცი და ახალი ნემსი გამოიყენეთ. ფლაკონები ერთჯერადი გამოყენებისაა. გამოყენების შემდეგ დარჩენილი ნარჩენების რაოდენობა შესაბამისი განადგურების მიზნით ექიმს ანდა ექთანს გადაეცით.
გამოყენებული შპრიცების განადგურება
გამოყენებული შპრიცები მოათავსეთ ისეთ ყუთთში, რომელიც გახვრეტის მიმართ რეზისტენტულია, ასევე ბავშვებისგან შორს და მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.
ჩხვლეტაზე გამძლე ყუთი, ექიმის, ექთნის ანდა ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად გაანადგურეთ. გამოყენებული შპრიცი, სახლის ნორმალურ სანაგვე ყუთში არ ჩააგდოთ. KT-775099-1805ONK