მეტილერ 0.2მგ

მეტილერ 0.2მგ

მეტილერ 0.2მგ

ფასი: ₾15.00
← დაბრუნება

გამოყენების ინსტრუქცია

METİLER® 0,2 მგ/მლ საინექციო ხსნარი

გამოიყენება კუნთში (მხოლოდ ინტრამუსკულურად) ინექცირებით.

სტერილური

  • აქტიური ნივთიერება: 1 მლ-იანი თითოეული ამპულა 0,2 მგ მეთილერგონოვინის მალეატს შეიცავს.
  • დამხმარე ნივთიერებები: თიურეა, ნატრიუმის ქლორიდი, ტარტარის მჟავა და საინექციო წყალი.

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
  • თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;
  • მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
  • ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

  1. რა არის METİLER და რისთვის გამოიყენება?
  2. METİLER-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
  3. როგორ უნდა მიიღოთ METİLER?
  4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
  5. როგორ შეინახოთ METİLER?

1.     რა არის METİLER და რისთვის გამოიყენება?

  • METİLER არის უფერო ხსნარი, რომელიც კეთდება კუნთში და მიეკუთვნება საშვილოსნოს შეკუმშვის გამომწვევი მედიკამენტების ჯგუფს (პროსტაგლანდინები/ოქსიტოცინები).
  • METİLER-ი 1 მლ-იან თაფლისფერი მინის ამპულაში არის შეფუთული. თითოეული კოლოფი 3 ამპულას შეიცავს.
  • METİLER გამოიყენება საშვილოსნოს შეკუმშვის უუნარობისა და ორსულობამდელ მდგომარეობაში დაბრუნების გამო სპონტანური აბორტის, საკეისრო კვეთის ან მშობიარობის შემდგომ საშვილოსნოდან სისხლდენის პრევენციისა და მკურნალობის დროს, პლაცენტის მოსვლის შემდეგ და წინა მხრის გამოსვლის შემდეგ, მშობიარობის მეორე ეტაპზე, არასრული აბორტის, საშვილოსნოს შიგთავსის გამოყოფის დასაჩქარებლად, მომყოლის (მშობიარობის შემდგომი) არ მოსვლის შემთხვევაში.

2.     METİLER-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

იმისათვის, რომ დააკვირდეს არის თუ არა METİLER-ით მკურნალობა ადეკვატური, შესაძლებელია ექიმმა მონიტორთან დაგაკავშიროთ და აკონტროლოს თქვენი არტერიული წნევა, პულსის სიხშირე და თქვენი საშვილოსნოს რეაქცია მკურნალობაზე.

არ გამოიყენოთ METİLER ქვევით მოცემულ შემთხვევებში:

  • თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა,
  • თუ ხართ ორსულად,
  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მეთილერგონოვინის მალეატის ანდა METİLER-ის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერებაზე,
  • თუ იყენებთ პროტეაზას ინჰიბიტორს, აზოტის ჯგუფის ფუნგიციდს ან მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკებს,
  • ორსულობის ტოქსიკაციის (რომელიც აღწერილია როგორც პრეეკლამფსია, ეკლამფსია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის დროს, შარდში ცილის ექსკრეციის, მაღალი წნევის, შეშუპების, კრუნჩხვების შემთხვევაში), მშობიარობის ცხელების მსგავსი ინფექცია თუ გაქვთ, მშობიარობის გამოწვევისთვის ან საშიში სპონტანური აბორტის დროს METİLER არ უნდა იქნას გამოყენებული.

METİLER-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

  • თუ გაქვთ გულსისხლძარღვთა დავადებები
  • თუ გაქვთ სისხლძარღვთა ოკლუზიური დაავადება
  • თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები თუ გაქვთ

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

METİLER-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

METİLER-ის მიღების მეთოდიდან გამომდინარე საკვებთან და სასმელთან რაიმე კავშირი არ გააჩნია

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

METİLER ორსულობის განმავლობაში არ უნდა იქნეს გამოყენებული.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდში METİLER არ უნდა გამოიყენოთ.

ცნობილია, რომ METİLER დედის რძის გამოყოფას ამცირებს და დედის რძეში გადადის. მიღებულია გარკვეული შეტყობინებები, რომ დაფიქსირდა მოწამვლის შემთხვევები ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში, რომელთა დედებიც იყენებდნენ პრეპარატს რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩამოთვლილიდან ერთი ან რამდენიმე სიმპტომი დაფიქსირდა და გაქრა პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ: არტერიული წნევის მომატება, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება) ან ტაქიკარდია (სწრაფი გულისცემა), ღებინება, დიარეა, მოუსვენრობა, კუნთების კრუნჩხვები. METİLER-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს ბავშვზე გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობისა და რძის გამოყოფის დაქვეითების გამო.

სატრანსპორტი საშუალებებისა და დანადგარების მართვა

სატრანსპორტი საშუალებებისა და დანადგარების მართვაზე რაიმე უარყოფითი ზემოქმედება არ არის ცნობილი. თუმცა, METİLER-ის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვა ძილიანობისა და კრუნჩხვების ალბათობის გამო.

METİLER-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

METİLER თითოეულ „დოზა“-ში 1 მმოლ (23 მგ)-ზე მცირე რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს. ანუ სინამდვილეში „ნატრიუმს არ შეიცავს“.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

METİLER-ის მსგავს ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს სხვა სახის მედიკამენტებიც, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების შევიწროებას და წამლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ლოკალურ დაბუჟებას (საანესთეზიო). თუ თქვენ ასეთ პრეპარატებს იყენებთ, METİLER-ის რაოდენობას თქვენი ექიმი დარეგულირებს.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს  ექიმს ან ფარმაცევტს.

3.     როგორ უნდა მიიღოთ METİLER?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ექიმი თქვენი დაავადების მიხედვით წამლის დოზას განსაზღვრავს და დაგინიშნავთ.

მიღების გზა და მეთოდები:

METİLER-ის შეყვანა ხდება თქვენს კუნთში ექიმის ან მედდის მიერ.

ექიმის რეკომენდაციით განსაკუთრებულ შემთხვევებში და სპეციალურ პირობებში ვენაში გაკეთებაც შესაძლებელია. ასეთი გამოყენების შემთხვევაში ახლო კონტროლი არის საჭირო.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

METİLER-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში ადეკვატურად არ არის შესწავლილი.

მიღება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში METİLER-ის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ საკმარისი რაოდენობი65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ჩატარებული კლინიკური კვლევები არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება ღვიძლის, თირკმელების და გულის ფუნქციების დაქვეითება ჰქონდეს, მკურნალობა ყველაზე დაბალი დოზებით უნდა იქნეს დაწყებული.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა

თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის დროს არ უნდა იქნეს გამოყენებული.

თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ METİLER-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი METİLER-ი მიიღეთ:

თუ საჭიროზე მეტი METİLER-ი მიიღეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ METİLER-ის მიღება:

თქვენი ექიმი გადაწყვეტს თუ როდის უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზა.

მნიშვნელოვანია შემდეგი დოზის მიღების დროის თქვენი ექიმის ინსტრუქციები დაიცვათ.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

METİLER-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო ეფექტები:

რაიმე ეფექტი არ არის მოსალოდნელი.

4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს METİLER-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ METİLER-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

  • სუნთქვის გაძნელება
  • გულმკერდის ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • გულის ფრიალი
  • ღებინება
  • ვენის ირგვლივ ტკივილი, სიწითლე, შეშუპება (თრომბოფლებიტი)
  • ცნობიერების დაბინდვა
  • კრუნჩხვები

ყველა მათგანი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თქვენთან რომელიმე მათგანი თუ გამოვლინდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ METİLER-ის მიმართ სერიოზული ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) გაქვთ. შესაძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან თქვენი ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო.

თავის ტკივილი და კრუნჩხვები ასი ადამიანიდან ერთში ვლინდება. თავის ტკივილისა და კრუნჩხვების გარდა ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათად (ათიათასი ადამიანიდან ერთზე ნაკლებში) ვლინდება.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

  • მაღალი არტერიული წნევა
  • დაბალი არტერიული წნევა
  • შარდში სისხლის გამოყოფა (ჰემატურია)
  • წყლით მოწამლვა
  • ფერმკრთალი ხელები და ფეხები
  • უჩვეულო ოფლიანობა
  • დიარეა
  • ცხვირის დახშობა

ყველა მათგანი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. შესაძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა გახდეს საჭირო.

მაღალი არტერიული წნევა ასი ადამიანიდან ერთში ვლინდება. მაღალი არტერიული წნევის გარდა ყველა სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათად (ათიათასი ადამიანიდან ერთზე ნაკლებში) ვლინდება.

ქვევით ჩამოთვლილთაგან რომელიმეს თუ შეამჩნევთ, აცნობეთ ექიმს:

  • თავბრუსხვევა
  • ყურებში შუილი
  • კრუნჩხვა
  • გულისრევა
  • ქავილი კანზე
  • გამონაყარი კანზე
  • ენაზე ჟანგის გემო

ესენი METİLER-ის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია. ეს გვერდითი ეფექტები არახშირი (100 ადანიანიდან ერთში და 1000 ადამიანიდან ერთში შუალედით) გვერდითი ეფექტებია.

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთმედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინებისგვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ METİLER?

შეინახეთ METİLER ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან მოშორებით შეინახეთ.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ METİLER ეტიკეტზე/კოლოფზე/შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ / გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

ვარგისიანობის ვადის პირველი ორი ციფრი თვეს, ბოლო ოთხი ციფრი წელს აღნიშნავს.

არ გამოიყენოთ METİLER პროდუქციაზე ან შეფუთვაზე დარღვევებს თუ შეამჩნევთ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოსდაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

ADEKA İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş. (სს. „ADEKA ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ“)

55020 - ილქადიმ/სამსუნ

წარმოების ადგილი:

ADEKA İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş. (სს. „ADEKA ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ“)

55020 - ილქადიმ/სამსუნ