მერიოფერტი 75 ს.ე
პროდუქტის ზოგადი დახასიათება
1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება
მერიოფერტი 75 სე
მერიოფერტი 150 სე
2. თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ყოველი ლიოფილიზირებული ფლაკონი შეიცავს 75 სე ადამიანის ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს (FSH) და 75 სე ადამიანის მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH).
ორსულთა შარდში ბუნებრივად წარმოდგენილი ჰორმონი, ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG), ხელს უწყობს ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) საერთო აქტივობის გაზრდას.
ყოველი ლიოფილიზირებული ფლაკონი შეიცავს 150 სე ადამიანის ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს (FSH) და 150 სე ადამიანის მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH).
ორსულთა შარდში ბუნებრივად წარმოდგენილი ჰორმონი, ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG), ხელს უწყობს ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) საერთო აქტივობის გაზრდას.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პუნქტში 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
ფხვნილი: თეთრი ან მოთეთრო ლიოფილიზირებული ფხვნილი
გამხსნელი: გამჭვირვალე და უფერო ხსნარი.
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1. თერაპიული ჩვენებები
ოვულაციის გამოწვევა: ოვულაციის სტიმულირება ამენორეულ ან ანოვულაციურ ქალებში, კლომიფენის ციტრატით არაეფექტიანი მკურნალობის დროს.
საკვერცხეების კონტროლირებული ჰიპერსტიმულაცია (COH) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART) ფარგლებში: მრავლობითი ფოლიკულის განვითარების სტიმულაცია ქალებში, რომლებიც იტარებენ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას, როგორიცაა in vitro ფერტილიზაცია (IVF).
4.2. დოზირება და გამოყენების წესი
დოზირება
მერიოფერტით მკურნალობა უნდა დაიწყოს უნაყოფობის მკურნალობის სფეროში გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ეგზოგენურ გონადოტროპინებზე საკვერცხეების საპასუხო რეაქციის ინტერ და ინტრაინდივიდუალური განსხვავებები აღინიშნება, რის გამოც შეუძლებელია დოზირების ერთგვაროვანი სქემის შერჩევა. შესაბამისად, დოზირების კორექცია ხდება ინდივუდლურად, საკვერცხეების რეაქციის მიხედვით. ეს საჭიროებს ულტრასონოგრაფიას და შეიძლება ასევე მოიცავდეს ესტრადიოლის დონეების მონიტორინგს.
ქალები ანოვულაციით:
მერიოფერტით მკურნალობის მიზანს წარმოადგენს ერთი გრააფის ფოლიკულის მომწიფება, საიდანაც ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) მიღების შემდეგ გამოთავისუფლდება კვერცხუჯრედი.
მერიოფერტის შეყვანა შეიძლება ყოველდღიური ინექციის გზით. მენსტრუაციის პერიოდში მყოფ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს მენსტრუალური ციკლის პირველი 7 დღის განმავლობაში.
ხშირად გამოყენებული რეჟიმი იწყება ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) 75 სე-დან 150 სე-მდე დღეში და, საჭიროების შემთხვევაში, იზრდება 37.5 სე–ით (75 სე–მდე), სასურველია 7 ან 14 დღიანი ინტერვალებით, ადექვატური და არა ჭარბი რეაგირების მისაღწევად.
HMG მერიოფერტის მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 225 სე–ს.
მკურნალობის კორექცია ხდება პაციენტის ინდივიდლუარი რეაქციის მიხედვით, რაც ფასდება ფოლიკულის ზომის გაზომვით ულტრასონოგრაფიით და/ან ესტროგენის დონეებით.
დღიური დოზა შენარჩუნებულია პრეოვულაციური პირობების მიღწევამდე. ჩვეულებრივ, მკურნალობის 7-14 დღე საკმარისია ამ მდგომარეობის მისაღწევად.
ამის შემდეგ, მერიოფერტის გამოყენება უნდა შეწყდეს, ხოლო ოვულაციის სტიმულირება შეიძლება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) გამოყენებით.
იმ შემთხვევაში, თუ რეაგირებადი ფოლიკულების რაოდენობა ძალიან მაღალია ან ესტრადიოლის დონეები ძალიან სწრაფად იზრდება, ანუ უფრო მეტად, ვიდრე ესტრადიოლის ყოველდღიური გაორმაგება 2 ან 3 თანმიმდევრული დღის განმავლობაში, დღიური დოზა უნდა შემცირდეს. ვინაიდან 14 მმ–ზე უფრო დიდი ფოლიკულები იწვევს დაორსულებას, 14 მმ-ზე დიდი მრავლობით პრეოვულაციურ ფოლიკულებს მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი ახლავს თან. ამ შემთხვევაში, ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) მიღება უნდა შეჩერდეს და ორსულობა თავიდან უნდა იქნას აცილებული მრავალნაყოფიანი ორსულობის პრევენციის მიზნით. პაციენტმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი ან თავი შეიკავოს სქესობრივი კავშირისაგან მომდევნო მენსტრუალური სისხლდენის დაწყებამდე (იხ. პუნქტი 4.4). მკურნალობა უნდა განახლდეს მომდევნო ციკლისას უფრო დაბალი დოზით, ვიდრე წინა ციკლის დროს.
იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის 4 კვირის შემდეგ ადექვატური შედეგი არ იქნება მიღწეული, ციკლი უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა დაიწყოს უფრო მაღალი საწყისი დოზის მიღება, ვიდრე წინა ციკლის დროს.
როგორც კი იდეალური პასუხი მიიღწევა, ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) 5000 სე ან 10000 სე ერთჯერადი ინექცია კეთდება მერიოფერტის ბოლო ინექციიდან 24-48 საათის შემდეგ.
პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია ჰქონდეს სქესობრივი კავშირი ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) ინექციის დღეს და მომდევნო დღეს.
ალტერნატიულად, შეიძლება შესრულდეს საშვილოსნოშიდა ინსემინაცია.
ქალები, რომლებიც საკვერცხეების სტიმულაციას იტარებენ ბევრი ფოლიკულის განვითარებისათვის – როგორც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ნაწილი:
ჰიპოფიზის დეაქტივაცია ენდოგენური ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) პიკის დათრგუნვისა და ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) ბაზალური დონეების კონტროლის მიზნით მიიღწევა გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტის (GnRH-აგონისტი) ან გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანტაგონისტის (GnRH-ანტაგონისტი) გამოყენებით.
ხშირად გამოყენებული პროტოკოლის თანახმად, მერიოფერტის გამოყენება იწყება აგონისტებით მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირაში, შემდეგ ორივე მკურნალობა გრძელდება, სანამ არ მიიღწევა ფოლიკულის ადექვატური განვითარება. მაგალითად, აგონისტებით ჰიპოფიზის დეაქტივაციიდან 2 კვირის შემდეგ, გამოიყენება 150-225 სე მერიოფერტი პირველი 5-7 დღის განმავლობაში. დოზის კორექცია ხდება პაციენტის საკვერცხეების რეაქციის მიხედვით.
საკვერცხეების კონტროლირებული ჰიპერსტიმულაციისათვის ალტერნატიული პროტოკოლი გულისხმობს 150-225 სე მერიოფერტის გამოყენებას ყოველდღიურად, დაწყებული ციკლის მე–2 ან მე–3 დღიდან. მკურნალობა გრძელდება ფოლიკულის საკმარისად ჩამოყალიბებამდე (ფასდება შრატში ესტროგენების კონცენტრაციების და/ან ულტრაბგერითი მონიტორინგით), დოზის კორექცია პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით ხდება (ჩვეულებრივი არა უმეტეს 450 სე დღეში). ფოლიკულის ადექვატური განვითარება ჩვეულებრივ მკურნალობის დაახლოებით მე–10 დღისათვის მიიღწევა (5-20 დღე).
ოპტიმალური რეაქციის მიღწევისას, კეთდება 5000 სე - 10000 სე ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) ერთჯერადი ინექცია მერიოფერტის ბოლო ინექციიდან 24-48 საათის შემდეგ, ფოლიკულის საბოლოო მომწიფების სტიმულაციისათვის.
ოოციტის აღდგენა 34-35 საათის შემდეგ ხდება.
პედიატრიული პოპულაცია
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში.
გამოყენების წესი
მერიოფერტის ინექცია ხდება კანქვეშ და კუნთში.
ფხვნილის განზავება ხდება უშუალოდ გამოყენების წინ შეფუთვაში თანდართული გამხსნელით.
მტკივნეული ინექციის პრევენციის და ინექციის ადგილიდან გაჟონვის შემცირების მიზნით, მერიოფერტის შეყვანა ხდება ნელა კანქვეშ. ლიპოატროფიის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს კანქვეშ ინექციის ადგილის მონაცვლეობა. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი ექვემდებარება უტილიზაციას.
კანქვეშ ინექცია შეუძლია თვითონ პაციენტს იმ პირობით, თუ ის მკაცრად დაიცავს ექიმის ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს.
4.3. უკუჩვენებები
· ჰიპერმგრძნობელობა მენოტროპინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
· საკვერცხეების გადიდება ან კისტები, რომლებიც არ არის დაკავშირებული საკვერცხეების პოლიკისტოზურ სინდრომთან;
· უცნობი მიზეზის გინეკოლოგიური სისხლდენა;
· საკვერცხეების, საშვილოსნოს ან ძუძუს კიბო;
· ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის სიმსივნეები.
მერიოფერტი უკუნაჩვენებია, როდესაც ეფექტიანი რეაქცია ვერ მიიღწევა, მაგალითად:
· საკვერცხეების პირველადი უკმარისობა;
· ორსულობასთან შეუთავსებელი სასქესო ორგანოების ანომალიები;
· ორსულობასთან შეუთავსებელი საშვილოსნოს ფიბროიდული სიმსივნეები.
განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოების ზომები
შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქციები, განსაკუთრებით გონადოტროპინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში. მერიოფერტის პირველი ინექცია ყოველთვის ყოველთვის სრულდება ექიმის პირდაპირი მეთვალყურეობის ქვეშ და გულის და ფილტვების სარეანიმაციო საშუალებების არსებობის პირობებში.
მერიოფერტის პირველი ინექცია კეთდება უშუალოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
მერიოფერტის თვით-ინექცია კეთდება მხოლოდ მოტივირებული, მომზადებული და კარგად ინფორმირებული პაციენტების მიერ. თვით-ინექციის წინ, პაციენტს უნდა აჩვენონ, თუ როგორ სრულდება კანქვეშ ინექცია, სად კეთდება ინექცია და როგორ უნდა მომზადდეს საინექციო ხსნარი.
მკურნალობის დაწყებამდე, წყვილის უნაყოფობა უნდა შეფასდეს, როგორც შესაბამისი და გამოკვლეულ იქნეს ორსულობისათვის სავარაუდო უკუჩვენებები. კერძოდ, პაციენტი უნდა გამოიკვლიონ ჰიპოთიროიდიზმზე, ადრენოკორტიკალურ უკმარისობაზე, ჰიპერპროლაქტინემიასა და ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეებზე, რისთვის შესაფერისი სპეციფიკური მკურნალობა ინიშნება.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (OHSS)
ფოლიკულის ჩამოყალიბების ულტრასონოგრაფიული შეფასება, ესტრადიოლის დონეების განსაზღვრა ტარდება მკურნალობის დაწყებამდე, ხოლო მონიტორინგი ხორციელდება რეგულარული ინტერვალებით მკურნალობის განმავლობაში. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიმულაციის დასაწყისში (იხ. ქვემოთ). დიდი რაოდენობით ფოლიკულების განვითარების გარდა, ასევე შეიძლება ძალიან სწრაფად გაიზარდოს ესტრადიოლის დონეები, მაგ. დღეში ორჯერზე მეტი მატება ორი ან სამი თანმიმდევრული დღის განმავლობაში, და შესაძლოა მიაღწიოს მაღალ მაჩვენებლებს. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის დიაგნოზი შეიძლება ულტრაბგერითი გამოკვლევით დადასტურდეს. საკვერცხეების არასასურველი ჰიპერსტიმულაციის (ანუ არა როგორც საკვერცხეების კონტროლირებული ჰიპერსტიმულაციის ნაწილი დამხმარე რეპროდუქციული პროგრამების დროს), მერიოფერტის გამოყენება უნდა შეწყდეს. ასეთ შემთხვევაში ორსულობა არ შეიძლება და ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) გამოყენება უნდა შეჩერდეს, ვინაიდან მრავლობითი ოვულაციის გარდა შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (OHSS). საკვერცხეების მსუბუქი ჰიპერსტიმულაციის სინდრომის კლინიკური სიმპტომები და ნიშნები არის მუცლის ტკივილი, გულისრევა, ფაღარათი და საკვერცხეების მსუბუქი ან ზომიერი გადიდება და კისტები. იშვიათ შემთხვევებში ვითარდება საკვერცხეების მძიმე ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. აღნიშნული ხასიათდება დიდი ზომის საკვერცხეების კისტებით (გასკდომისადმი მიდრეკილებით), ასციტით, ხშირი ჰიდროთორაქსით და წონაში მატებით. იშვიათ შემთხვევებში, საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომთან (OHSS) კავშირის დროს შეიძლება განვითარდეს ვენური ან არტერიული თრომბოემბოლია (იხ. პუნქტი 4.8).
მრავალნაყოფიანი ორსულობები
პაციენტებში, რომლებიც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART) პროცედურას იტარებენ, მრავალნაყოფიანი ორსულობების რისკი ძირითადად ჩანაცვლებული ემბრიონების რიცხვს უკავშირდება. პაციენტებში, რომლებიც ოვულაციის სტიმულაციის მკურნალობას იტარებენ, მრავალნაყოფიანი ორსულობის და მშობიარობის სიხშირე უფრო მაღალია ბუნებრივ ჩასახვასთან შედარებით. მრავალნაყოფიანი ორსულობების უმრავლესობა ტყუპებია. მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკის შესამცირებლად, რეკომენდებულია საკვერცხეების პასუხის სათანადო მონიტორინგი.
ორსულობის შეწყვეტა
სპონტანური აბორტების სიხშირე უფრო ხშირია იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონით (FSH), ვიდრე ზოგად პოპულაციაში, თუმცა მსგავსია იმ სიხშირისა, რომელიც გვხვდება უნაყოფობოს სხვა დარღვევების მქონე ქალებში.
ექტოპიური ორსულობა
ვინაიდან უნაყოფო ქალებს, რომლებიც იტარებენ დამხმარე რეპროდუქციას და განსაკუთრებით in vitro ფერტილიზაციაs (IVF), ხშირად მილების პათოლოგიები აღენიშნებათ, ექტოპიური ორსულობების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე დადასტურდეს საშვილოსნოსშიდა ორსულობა.
რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეები
ქალებში, რომლებიც უნაყოფობის გამო იტარებდნენ მკურნალობის რეჟიმს რამდენიმე პრეპარატით, აღწერილია საკვერცხეების და რეპროდუქციული სისტემის სხვა სიმსივნეების შემთხვევები, როგორც კეთილთვისებიანი ასევე ავთვისებიანიც. ჯერ არ არის დადგენილი, ზრდის თუ არა უნაყოფო ქალებში გონადოტროპინებით მკურნალობა აღნიშნული სიმსივნეების საბაზისო რისკს.
თანდაყოლილი ანომალიები
თანდაყოლილი ანომალიების სიხშირე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART) შემდეგ შეიძლება ოდნავ მაღალი იყოს, ვიდრე სპონტანური ჩასახვის დროს. ამას სავარაუდოდ მშობლების მახასიათებლები (მაგ. დედის ასაკი, სპერმის თვისებები) და მრავალნაყოფიანი ორსულობები განაპირობებს.
თრომბოემბოლიური მოვლენები
ზოგადად აღიარებული თრომბოემბოლიური მოვლენების რისკ-ფაქტორების (მაგ. პირადი ან ოჯახური ანამნეზი, მძიმე სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი BMI > 30 კგ/მ2) მქონე ქალები ვენური ან არტერიული თრომბოემბოლიური მოვლენების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან გონადოტროპინების მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ. აღნიშნულ ქალებში, უნდა შეფასდეს გონადოტროპინების გამოყენების სარგებელი და რისკები (იხ. პუნქტი 4.8).
4.5. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებანი
ადამიანებში მერიოფერტთან დაკავშირებით პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური გამოცდილება არ არის, მოსალოდნელია, რომ 75-150 სე მერიოფერტის და კლომიფენის ციტრატის ერთად გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ფოლიკულური რეაქცია. ჰიპოფიზის დესენსიტიზაციისათვის GnRH-აგონისტების გამოყენებისას, ადექვატური ფოლიკულური რეაქციის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს 75-150 სე მერიოფერტის უფრო მაღალი დოზები.
4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
მერიოფერტი არ გამოიყენება ორსულობის დროს. საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციის შემდეგ კლინიკური გამოყენებისას გონადოტროპინებით შარდში ტერატოგენული რისკის შემთხვევები რეგისტრირებული არ არის. დღეისათვის, სხვა მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ტერატოგენულ ეფექტს არ ავლენს.
ლაქტაცია
მერიოფერტის გამოყენება ლაქტაციის დროს არ შეიძლება.
ლაქტაციის დროს პროლაქტინის სეკრეციამ საკვერცხეების სტიმულაციის მიმართ შეიძლება გამოიწვიოს სუსტი რეაქცია.
4.7. ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებზე მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, მერიოფერტის ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ნაკლებად მოსალოდნელია.
4.8. გვერდითი მოვლენები
ყველაზე მნიშვნელოვან გვერდით მოვლენას მერიოფერტით კლინიკური კვლევების დროს წარმოადგენს (დოზა-დამოკიდებული) საკვერცხეების ჭარბი სტიმულაცია (OHSS), რომელიც ზოგადად მსუბუქ ხასიათს ატარებს საკვერცხეების მცირე გადიდებით, დისკომფორტით ან ტკივილით მუცლის ღრუში. OHSS-ის მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო მძიმე.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები მერიოფერტით მკურნალობისას იყო თავის ტკივილი და მუცლის შებერილობა, ასევე გულისრევა, სისუსტე, თავბრისხვევა და ტკივილი ინექციის ადგილას.
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია კლინიკური კვლევების დროს, მერიოფერტით ნამკურნალებ ქალებში გამოვლენილი ძირითადი გვერდითი მოვლენები (>1%) სხეულის სისტემისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
ორგანოთა სისტემების თითოეულ ჯგუფში, გვერდითი მოვლენები დალაგებულია სიხშირის მიხედვით, დაწყებული ყველაზე ხშირი მოვლენების მითითებით, და შემდეგი წესის გამოყენებით:
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100; ≤1/10); არახშირი (≥1/1,000; ≤1/100); იშვიათი (≥1/10,000; ≤1/1,000); ძალიან იშვიათი (≤1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
|
სხეულის სისტემა* |
სიხშირე |
გვერდითი მოვლენა |
|
ნერვული სისტემის დარღვევები |
ძალიან ხშირი
ხშირი |
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა |
|
კუჭ-ნაწლავის დარღვევები |
ძალიან ხშირი
ხშირი |
მუცლის შებერილობა
მუცლის დისკომფორტი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა |
|
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები |
ხშირი |
წელის ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება |
|
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები |
ხშირი |
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, მენჯის ტკივილი, მკერდის მგძნობელობა |
|
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე |
ხშირი |
ტკივილი ინექციის ადგილზე, რეაქცია ინექციის ადგილზე, სისუსტე, ადვილად დაღლილობა, წყურვილი |
|
სისხლძარღვების დარღვევები |
ხშირი |
ალები |
* კონკრეტული რეაქციის აღწერისათვის გამოიყენება ყველაზე შესაფერისი MedDRA ტერმინი; სინონიმები ან დაკავშირებული მოვლენები არ არის მოცემული, თუმცა მათი გათვალისწინება ასევე აუცილებელია.
გამოქვეყნებულ კვლევებში აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღენიშნებოდა ადამიანის მენოპაუზის გონადოტროპინებით ნამკურნალებ პაციენტებს.
* საკვერცხეების მძიმე ჰიპერსტიმულაცია (OHSS) საკვერცხეების გამოხატული გადიდებით და კისტების წარმოქმნით, მუცლის მწვავე ტკივილი, ასციტი, პლევრაში გამონაჟონი, ჰიპოვოლემია, შოკი და თრომბოემბოლიური დარღვევები (იხ. პუნქტი 4.4).
* საკვერცხეების შემოგრეხა, ჩვეულებრივ OHSS-ის მძიმე შემთხვევებთან კავშირში.
* საკვერცხეების კისტების გასკდომა ინტრაპერიტონეული სისხლჩაქცევით, კისტის გასკდომისას აღწერილია ლეტალური შემთხვევები.
* ალერგიული რეაქციები ასევე გენერალიზებულ სიმპტომებთან ერთად შეიძლება აღინიშნებოდეს გონადოტროპინების შემცველი პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.4).
ლოკალური რეაქციები ინექციის ადგილზე, როგორიცაა ტკივილი, სიწითლე, სისცლჩაქცევები, შეშუპება და/ან გაღიზიანება, წარმოადგენს მოსალოდნელ გვერდით მოვლენებს გონადოტროპინების მიღების შემდეგ.
ასეთი მოვლენების სიხშირე კუნთში ინექციის დროს უფრო მაღალია, ვიდრე კანქვეშ შეყვანისას.
4.9. ჭარბი დოზირება
ადამიანებში მენოტროპინის მწვავე ტოქსიურობის შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა შარდის გონადოტროპინების პრეპარატების მწვავე ტოქსიურობა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ძალიან დაბალია. მენოტროპინის ძალიან მაღალი დოზა იწვევს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციას (იხ. პუნქტი 4.4).
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გონადოტროპინები
ათქ კოდი: G03GA02
მერიოფერტის აქტიური ნივთიერება არის ძალიან გასუფთავებული ადამიანის მენოპაუზის გონადოტროპინი. ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) აქტივობა მერიოფერტში მიიღება პოსტ-მენოპაუზის ქალების შარდიდან; ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) აქტივობა მიიღება პოსტ-მენოპაუზის ქალების და ორსული ქალების შარდისგან. პრეპარატი სტანდარტიზებულია და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH)/ ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) აქტივობის თანაფარდობა დაახლოებით 1-ს შეადგენს.
საკვერცხეებში, ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) კომპონენტი HMG-ში იწვევს მზარდი ფოლიკულების რიცხვის მომატებას და ასტიმულირებს მათ განვითარებას. ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) ზრდის ესტრადიოლის გამომუშავებას მარცვლოვან უჯრედებში არომატული ანდროგენებით, რომლებიც წარმოიქმნებიან თეკა უჯრედებში ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) კომპონენტის ზემოქმედებით.
5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
მენოტროპინის ბიოლოგიურ ეფექტს ძირითადად განაპირობებს მისი ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) შემადგენლობა. კუნთში ან კანქვეშ ინექციის შემდეგ მენოტროპინის ფარმაკოკინეტიკა დიდ ინტერ-ინდივიდუალურ ვარიაბელობას ავლენს. კვლევებიდან მიღებული მონაცემების თანახმად, 300 სე ერთჯერადი ინიექციის შემდეგ, ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) მაქსიმალური დონე შრატში მიიღწევა კუნთში ინექციიდან დაახლოებით 19 საათის შემდეგ და კანქვეშ ინექციიდან 22 საათის შემდეგ. ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) პიკური კონცენტრაციები აღწევს 6.5±2.1 სე/ლ-ს და AUC0-t - 438.0 ± 124.0 სე*სთ/ლ-ს კუნთში შეყვანის შემდეგ. კანქვეშ შეყვანის შემდეგ, Cmax აღწევს 7.5±2.8 სე/ლ და AUC0-t - 485.0 ± 93.5 სე*სთ/ლ-ს.
AUC და Cmax დონეები ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) შემთხვევაში მნიშვნელოვნად უფრო დაბალია კანქვეშ შეყვანისას, ვიდრე კუნთში ინექციის დროს. აღნიშნული შედეგი შეიძლება განპირობებული იყოს ძალიან დაბალი გამოვლენილი დონით (დეტექციის დონე ან უფრო დაბალი) ორივე ჯგუფში და დიდი ინტრა- და ინტერინდივიდუალური ვარიაბელობით. ამის შემდეგ, შრატის დონე მცირება ნახევრად დაშლის პერიოდით დაახლოებით 45 საათში კუნთში შეყვანის შემდეგ და 40 საათში კანქვეშ ინექციის შემდეგ. მენოტროპინის გამოყოფა ძირითადად თირკმლების საშუალებით ხდება.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა.
5.3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
მერიოფერტით არა-კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
6. ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1. დამხმარე ნივთიერებები
ფხვნილი: ლაქტოზას მონოჰიდრატი
გამხსნელი: 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი.
6.2. არათავსებადობა
თავსებადობის კვლევების არარსებოის გამო, აღნიშნული პრეპარატის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ შეიძლება.
6.3. ვარგისობის ვადა
2 წელი.
განზავების შემდეგ რეკომენდებულია მყისიერი გამოყენება.
6.4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
პრეპარტი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში. ფლაკონი და გამხსნელის ამპულა ინახება გარე მუყაოს კოლოფში, სინათლისაგან დაცვის მიზნით.
6.5. კონტეინერის აღწერილობა და შიგთავსი
1 კომპლექტში შედის: ფხვნილი ფლაკონში (I ტიპის შუშა), დაცობილი რეზინის საცობით და მოსახევი თავსახურით (ალუმინის და ფერადი პლასტმასი: 75 სე ღია მწვანე, 150 სე მუქი მწვანე) + 1 მლ გამხსნელი ამპულაში (I ტიპის შუშა). შეფუთვაში წარმოგენილია 1 და 10 კომპლექტი.
ყველა ზომა არ არის წარმოდგენილი გაყიდვაში. პრეპარატი შეფუთულია მეორეული შეფუთვით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
6.6. უტილიზაციის განსაკუთრებული მითითებანი და სხვა დამუშავება
ხსნარი მზადდება უშუალოდ ინექციის წინ.
ფლაკონი გათვალისწინებულია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. სამკურნალო პრეპარატის განზავება ხდება ასეპტიკურ პირობებში.
მერიოფერტის განზავება ხდება შეფუთვაში თანდართული გამხსნელით.
მომზადება ხდება სუფთა გარემოში, განზავების წინ აუცილებელია ხელების დაბანა.
სუფთა ზედაპირზე მოიმარაგეთ შემდეგი ნივთები:
- ორი სპირტიანი ბამბის ტამპონი (არ მოყვება);
- ერთი ფლაკონი მერიოფერტის ფხვნილის შემცველობით;
- გამხსნელის ერთი ამპულა;
- ერთი შპრიცი (არ მოყვება);
- ერთი ნემსი ინექციისათვის (არ მოყვება);
- წვრილი კალიბრის ნემსი კანქვეშ ინექციისათვის (არ მოყვება).
საინექციო ხსნარის განზავება
გახსენით გამჭვირვალე სითხის შემცველი გამხსნელის ამპულა.
გამხსნელის ამპულის წვერზე წარმოდგენილია ფერადი ნიშნული;
ამ ნიშნულზე ამპულის ვიწრო ყელი ისეა შექმნილი, რომ გაადვილდეს გადატეხა. მსუბუქად დაარტყით ამპულის წვერს, მასში დარჩენილი სითხის გამოსადევნად. ძლიერად დააჭირეთ ამპულას ყელის ზემოთ და გადატეხეთ ისე, რომ ფერადი ნიშნული მიმართული იყოს ზემოთ. გახსნილი ამპულა ფრთხილად მოათავსეთ სამუშაო ზედაპირზე.
გამხსნელის ამოღება:
შპრიცს მოარგეთ ნემსი (გრძელი ნემსი) განზავებისათვის. შპრიცი დაიჭირეთ ერთ ხელში, და აიღეთ უკვე გახსნილი გამხსნელის ამპულა, მოათავსეთ მასში ნემსი და ამოიღეთ გამხსნელი მთლიანად.
შპრიცი ფრთხილად დადეთ სამუშაო ზედაპირზე და მოერიდეთ ნემსთან შეხებას.
საინექციო ხსნარის მომზადება
1. მერიოფერტის ფხვნილის შემცველ ფლაკონს მოხსენით ალუმინის კაფსულის თავსახური და ხუფის რეზინის არეალს გაუკეთეთ დეზინფექცია სპირტში გაჟღენთილი ბამბის ტამპპონით;
2. აიღეთ შპრიცი და ნელა შეიყვანეთ გამხსნელი ფხვნილის ფლაკონში რეზინის ხუფიდან;
3. ორივე ხელით ფრთხილად დაატრიალეთ ფლაკონი, ფხვნილის სრულ გახსნამდე, მოერიდეთ ქაფის წარმოქმნას.
4. ფხვნილის გახსნის შემდეგ (რაც, ჩვეულებრივ, მყისიერად ხდება), ნელა გადაიტანეთ ხსნარი შპრიცში.
მერიოფერტის 1-ზე მეტი ფლაკონის განზავების შემთხვევაში, პირველი ფლაკონის განზავებული ხსნარი ამოიღეთ შპრიცით უკან და ნელა შეიყვანეთ მეორე ფლაკონში 1-4 საფეხურების გამეორების შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ ფხვნილის რამდენიმე ფლაკონი გამოიყენება, განზავებული ხსნარის 1 მლ-ში მენოტროპინის რაოდენობა წარმოდგენილი იქნება შემდეგნაირად:
|
მერიოფერტი 75 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად |
|
|
გამოყენებული ფლაკონების რაოდენობა |
მენოტროპინის საერთო რაოდენობა 1 მლ ხსნარში |
|
1 |
75 სე |
|
2 |
150 სე |
|
3 |
225 სე |
|
4 |
300 სე |
|
5 |
375 სე |
|
6 |
450 სე |
|
მერიოფერტი 150 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად |
|
|
გამოყენებული ფლაკონების რაოდენობა |
მენოტროპინის საერთო რაოდენობა 1 მლ ხსნარში |
|
1 |
150 სე |
|
2 |
300 სე |
|
3 |
450 სე |
ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო.
გამოყენებული საშუალებების უტილიზაცია:
ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან ნარჩენი მასალის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად (როგორც კი ინექცია დასრულდება, ყველა ნემსის და ცარიელი შპრიცის გაუვნებელყოფა უნდა მოხდეს შესაბამის კონტეინერში).
მიღების წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
IBSA Institute Biochimique S.A., 6903 ლუგანო (შვეიცარია)
მწარმოებელი
IBSA Institute Biochimique S.A., კანტონალეს ქუჩა - სერტას ზონა - 6814 ლამონე (შვეიცარია)