მენოპური 600 ს.ე
გამოყენების ინსტრუქცია
MENOPUR 600 IU მრავალი დოზისთვის სუმკუტანური საინექციო ხსნარის მხვნილის შემცველი ფლაკონი და მოხმარებისთვის მზა შპრიცში გამხსნელი
გამოიყენება კანქვეშ ინექცირებით.
სტერილური
- აქტიური ნივთიერება: საინექციო ხსნარის თითოეული ფხვნილის ფლაკონი შეიცავს 600 IU ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს (FSH) და 600 IU უაღრესად გაწმენდილ მენოტროპინს (ადამიანის მენოპაუზის გონადოტროპინი, HMG) მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) აქტივობით. გახსნის შემდეგ 1 მლ ხსნარი 600 IU მაღალგანწმენდილ მენოტროპინს შეიცავს.
- დამხმარე ნივთიერებები: ფხვნილი: ლაქტოზას მონოჰიდრატი (მსხვილფეხა საქონლის რძით წარმოშობილი), პოლისორბატი 20, შეიცავს ნატრიუმის ფოსფატის დიბაზის ჰეპტაჰიდრატს pH-ის რეგულირებისთვის და ბუფერული აგენტის სახით, ფოსფორის მჟავას pH-ის რეგულირებისთვის. გამხსნელი: მეტაკრეზოლსა და საინექციო წყალს შეიცავს.
|
გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
|
აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
- რა არის MENOPUR და რისთვის გამოიყენება?
- MENOPUR-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
- როგორ უნდა მიიღოთ MENOPUR?
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
- როგორ შეინახოთ MENOPUR?
1. რა არის MENOPUR და რისთვის გამოიყენება?
მენოპური ფხვნილის სახით იწარმოება, რომელიც გამოყენებამდე სითხეს (გამხსნელს)უნდა შეურიოთ. გამოიყენება კანქვეშ ინექცირებით.
MENOPUR ბაზარზე წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 1 ფხვნილის ფლაკონს და გახსნისთვის გამხსნელის შემცველ 2 მოხმარებისთვის მზა შპრიცს, გახსნისთვის 1 ნემსს და 18 ერთჯერად შპრიცს, რომელიც მონიშნულია როგორც FSH/LH ერთეული.
MENOPUR-ს ორი განსხვავებული ჰორმონალური მოქმედება გააჩნია: ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) და მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH). FSH და LH არის ბუნებრივი ჰორმონები, რომლებიც იწარმოება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ისინი რეპროდუქციული ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობენ ხელს.
MENOPUR-ში არსებული FSH და LH მიიღება ქალების შარდიდან, რომლებიც მენოპაუზის პერიოდში შევიდნენ. ძლიერი გაწმენდის შემდეგ წარმოქმნილ ნაერთს მენოტროპინი ეწოდება.
MENOPUR-ი მსხვილფეხა საქონლის რძით წარმოშობილ ლაქტოზას მონოჰიდრატს შეიცავს.
MENOPUR-ი ქვევით მოცემულ ორ შემთხვევაში ქალის უნაყოფობის სამკურნალოდ გამოიყენება:
- ქალები, რომლებსაც არ შეუძლიათ დაორსულება, რადგან მათი საკვერცხეები ვერ წარმოქმნიან კვერცხუჯრედებს (მათ შორის საკვერცხის მრავლობითი ცისტების სურათი, რომელსაც საკვერცხეების პოლიკისტოზური დაავადება ეწოდება). ამ შემთხვევაში MENOPUR-ი გამოიყენება ქალებში, რომლებიც უნაყოფობის სამკურნალოდ იყენებდნენ წამალს, სახელად კლომიფენის ციტრატს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს.
- ქალებში, რომლებიც გადიან დამხმარე რეპროდუქციულ ტექნიკას: მაგალითად, ინ ვიტრო განაყოფიერება/ემბრიონის ტრანსფერი (IVF), გამეტის ინტრაფალოპური ტრანსფერი (GIFT) და სპერმის ინექცია ციტოპლაზმაში (ICSI).
- MENOPUR-ი ეხმარება ქალებს საკვერცხეებში მრავალი კვერცხუჯრედის განვითარებაში, რომელშიც კვერცხუჯრედი შეიძლება გაიზარდოს.
2. MENOPUR-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
MENOPUR-ით მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა კარგად უნდა გაგსინჯოთ თქვენ და თქვენი პარტნიორი, რათა გაარკვიოს უნაყოფობის პრობლემის მიზეზები და დადგინდეს, არის თუ არა რაიმე უკუჩვენება ორსულობასთან მიმართებით. კერძოდ, ქვევით ჩამოთვლილი სიტუაციების თვალსაზრისით უნდა გამოიკვლიოთ. ამრიგად, საჭიროების შემთხვევაში, მათი მკურნალობაც შესაძლებელი იქნება.
- ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლების არასაკმარისი ფუნქციონირება;
- პროლაქტინის ჰორმონის მაღალი დონე (ჰიპერპროლაქტინემია);
- ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნეები (ეს არის ჯირკვალი, რომელიც თავის ტვინის ფუძეზე მდებარეობს);
- ჰიპოთალამუსის სიმსივნეები (თავის ტვინის უბანი თალამუსის ქვემოთ).
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, MENOPUR-ით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს.
არ გამოიყენოთ MENOPUR-ი ქვევით მოცემულ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მენოტროპინის ან MENOPUR-ის შემცველობაში შემავალ რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერებაზე;
- თუ გაქვთ საკვერცხის, საშვილოსნოს, ძუძუს კიბო;
- თუ გაქვთ ტვინის ერთ-ერთი ნაწილის, ჰიპოფიზის ჯირკვალის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეები;
- თუ გაქვთ სითხის ტომრების სახელით ცნობილი კისტები საკვერცხეებში (საკვერცხის კისტა) ან თქვენი საკვერცხეები თუ არის გადიდებული (პოლიკისტოზური საკვერცხის დაავადების გარდა სხვა მიზეზით);
- თუ გაქვთ ორსულობასთან შეუთავსებელი ფორმალური დარღვევები სასქესო ორგანოებში;
- თუ გაქვთ უცნობი წარმოშობის ვაგინალური სისხლდენა;
- თუ გაქვთ ორსულობასთან შეუთავსებელი საშვილოსნოს მიომების სახელით ცნობილი სიმსივნეები;
- თუ ხართ ორსულად;
- თუ ხართ ძუძუთი კვებაზე;
- თუ გაქვთ ადრეული მენოპაუზა.
MENOPUR-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:
თუ
- დაგეწყებათ მუცლის ტკივილი;
- გექნებათ მუცლის შებერილობა;
- გექნებათ გულისრევა, ღებინება ან დიარეა;
- მოიმატებთ წონაში;
- გამოგივლინდებათ სუნთქვის გაძნელება;
- შეგიმცირდებათ გამოყოფილი შარდის რაოდენობა.
ეს სიმპტომები ბოლო ინექციიდან რამდენიმე დღეშიც თუ გამოჩნდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ეს შეიძლება საკვერცხეების გადაჭარბებული აქტივობის ნიშნები იყოს და შესაძლებელია მდგომარეობა უფრო გაუარესდეს.
თუ ეს სიმპტომები გაუარესდება, უნაყოფობის მკურნალობა უნდა შეწყდეს და თქვენ უნდა გაიაროთ მკურნალობა საავადმყოფოში.
შესაძლებელია OHSS (საკვერცხეების გადაჭარბებული სტიმულაცია) სწრაფად პროგრესირდეს (24 საათიდან რამდენიმე დღის განმავლობაში) და სერიოზული სამედიცინო მოვლენა გახდეს. ამიტომ, ექიმმა შეიძლება hCG-ის (ჰორმონის) მიღებიდან სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში თქვენი მონიტორინგი განიხილოს.
რეკომენდებული დოზების დაცვა და თქვენი მკურნალობის ფრთხილი მონიტორინგი ამ სურათის გაჩენის ალბათობას შეამცირებს.
ეს სიმპტომები შესაძლებელია MENOPUR-ის გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც გამოვლინდეს; ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში თქვენი ექიმი ჩაგიტარებს ულტრაბგერით გამოკვლევას და ზოგჯერ სისხლის ანალიზებს, რათა მკურნალობაზე თქვენი სხეულის რეაქციას დააკვირდეს.
MENOPUR-ის მსგავსი ჰორმონებით მკურნალობა ქვევით მოცემული შემთხვევების გამოვლენის რისკს ზრდის:
- გარე ორსულობა (ნაყოფის საშვილოსნოს გარეთ განვითარება)
- სპონტანური აბორტი (მუცლის მოშლა)
- მრავლობითი ორსულობა (ტყუპები, სამი ტყუპი და სხვ.)
- ბავშვის თანდაყოლილი ფიზიკური დეფექტები (თანდაყოლილი მანკები)
საკვერცხეების ან სხვა რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნე დაფიქსირდა ზოგიერთ ქალში, რომლებიც უნაყოფობის გამო მრავალი წამლით მკურნალობდნენ. უცნობია, ზრდის თუ არა ასეთი სიმსივნის რისკს MENOPUR-ის მსგავსი ჰორმონებით მკურნალობა.
ორსული ქალები შესაძლებელია უფრო მიდრეკილნი იყვნენ ვენებში სისხლის შედედების წარმოქმნისკენ. უნაყოფობის მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ინტრავასკულარული კოაგულაციის რისკი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხართ ჭარბწონიანი ან გაქვთ ცნობილი სისხლის შედედების დარღვევა (თრომბოფოლია), ასევე თუ გაქვთ კოაგულაციის ტენდენციის პირადი ან ოჯახური ანამნეზი. ასეთი მდგომარეობა თუ გეხებათ, აცნობეთ ექიმს.
უნაყოფობის მკურნალობა არის ისეთი მკურნალობა, რომელიც მკურნალობაზე თქვენი სხეულის პასუხის რეგულარულ მონიტორინგს მოითხოვს. ამას კი ხშირი პერიოდულობით ექიმთან ვიზიტები დასჭირდება.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.
MENOPUR-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის მოქმედი.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
MENOPUR არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაციის პერიოდში MENOPUR არავიტარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ.
სატრანსპორტი საშუალებებისა და დანადგარების მართვა
სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. MENOPUR-ის სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვის უნარზე ზემოწმდების მოხდენა არ არის მოსალპდნელი.
MENOPUR-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
MENOPUR თითოეულ ფლაკონში 1 მმოლ (23 მგ)-ზე მცირე რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს. ანუ სინამდვილეში „ნატრიუმს არ შეიცავს“.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
ადამიანებში MENOPUR-ისა და სხვა მედიკამენტების ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული.
კლომიფენის ციტრატი არის კიდევ ერთი პრეპარატი, რომელიც უნაყოფობის სამკურნალოდ გამოიყენება. MENOPUR-ის კლომიფენის ციტრატთან ერთად გამოიყენება თუ მოხდება, შესაძლებელია საკვერცხეებზე ეფექტი გაიზარდოს.
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ უნდა მიიღოთ MENOPUR?
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
ყოველთვის გამოიყენეთ MENOPUR-ი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
ეგზოგენური გონადოტროპინის ტიპის ჰორმონებზე საკვერცხეების რეაქციასთან დაკავშირებით დიდი ინდივიდუალურ ცვალებადობა არსებობს. ამ შემთხვევაში დოზირების სტანდარტული გრაფიკის დადგენა შეუძლებელია. ამიტომ MENOPUR-ის დოზა საკვერცხეების პასუხის საფუძველზე ინდივიდუალურად უნდა იქნეს განსაზღვრული.
1- ქალები, რომლებსაც არ შეუძლიათ კვერცხუჯრედების წარმოება:
მკურნალობა უნდა დაიწყოს მენსტრუაციის დაწყებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში (სისხლდენის პირველი დღე მენსტრუაციის პირველ დღედ ითვლება). მკურნალობა უნდა ჩატარდეს ყოველდღიურად მინიმუმ 7 დღის განმავლობაში.
MENOPUR-ის საწყისი რეკომენდებული დოზა არის 75 - 150 სე დღეში და ეს დოზა მინიმუმ 7 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს (მაქსიმუმ 225 სე დღეში). რომელიმე გარკვეული დოზის დონე მის შეცვლამდე მინიმუმ 7 დღის განმავლობაში უნდა იქნეს გამოყენებული. დოზის რეკომენდებული გაზრდა არის 37,5 სე ყოველი გამოყენებისას და 75 სე-ს არ უნდა აღემატებოდეს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 225 სე-ზე მეტი არ უნდა იყოს. თუ მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ არ იქნება დამაკმაყოფილებელი პასუხი მიღებული, მკურნალობის ეს ციკლი წყდება და შემდეგ იწყება ახალი მკურნალობა უფრო მაღალი საწყისი დოზით, ვიდრე შეწყვეტილი ციკლის დროს.
კარგი პასუხის მიღებისას MENOPUR-ის ბოლო ინექციიდან 1 დღის შემდეგ ერთჯერადად 5000 სე-დან 10000 სე-მდე დოზით ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) სახელით ცნობილი სხვა ჰორმონის შეყვანა ხორციელდება. hCG ინექციის დღეს და მეორე დღეს პარტნიორთან სქესობრივი კავშირი არის რეკომენდირებული. ამის ალტერნატივად შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელოვნური განაყოფიერება (საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება (IUI), მამაკაცის ჩანასახის უჯრედების (სპერმის) ინექცირება პირდაპირ საშვილოსნოში (ან ინოკულაცია, როგორც ამას ჩვეულებრივ უწოდებენ).
hCG მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ.
თქვენი ექიმი ყურადღებით დააკვირდება MENOPUR-ით მკურნალობის ეფექტებს. თქვენი პროგრესის მიხედვით, თუ თქვენი საკვერცხეები ზედმეტად იქნება სტიმულირებული, შესაძლებელია ექიმმა MENOPUR-ით მკურნალობა შეწყვიტოს და hCG ინექცია აღარ გაგიკეთოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი ექიმი მოგთხოვთ გამოიყენოთ ბარიერული კონტრაცეფცია (მაგ. პრეზერვატივი) ან თავი შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან მომდევნო მენსტრუალური სისხლდენის დაწყებამდე.
2- ქალები, რომლებიც გადიან დამხმარე რეპროდუქციულ ტექნიკას:
თუ თქვენ ასევე მკურნალობთ GnRH აგონისტების ჯგუფში შემავალი სხვა ჰორმონით, MENOPUR-ით მკურნალობა დაიწყება GnRH აგონისტების თერაპიის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ.
თუ GnRH აგონისტის ნაცვლად ანტაგონისტი გამოიყენება, MENOPUR-ით მკურნალობა იწყება მენსტრუალური ციკლის მე-2 ან მე-3 დღეს (სისხლდენის პირველი დღე არის თქვენი მენსტრუალური ციკლის პირველი დღე).
მკურნალობა მინიმუმ 5 დღე გრძელდება. მენოპურის საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 150 - 225 სე-ს დღეში. მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 450 სე-მდე დღეში. დოზის გაზრდა ყოველ გამოყენებაზე 150 სე-ზე მეტი არ უნდა იყოს. მკურნალობა ჩვეულებრივ არ უნდა გაგრძელდეს 20 დღეზე მეტი ხნით.
როდესაც კვერცხუჯრედების საკმარისი რაოდენობა შესაბამის ზომას მიაღწევს, გაგიკეთდებათ hCG-ს ერთჯერად ინექცია მაქსიმალური დოზით 10000 სე (გასკდომის უზრუნველმყოფი ნემსი), რათა კვერცხუჯრედ(ებ)ის გათავისუფლება მოხდეს.
hCG მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ.
თქვენი ექიმი ყურადღებით დააკვირდება MENOPUR-ით მკურნალობის ეფექტებს. თქვენი პროგრესის მიხედვით, თუ თქვენი საკვერცხეები ზედმეტად იქნება სტიმულირებული, შესაძლებელია ექიმმა MENOPUR-ით მკურნალობა შეწყვიტოს და hCG ინექცია აღარ გაგიკეთოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი ექიმი მოგთხოვთ გამოიყენოთ ბარიერული კონტრაცეფცია (მაგ. პრეზერვატივი) ან თავი შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან მომდევნო მენსტრუალური სისხლდენის დაწყებამდე.
მიღების გზა და მეთოდები:
MENOPUR-ის წარმოდგენილი გამხსნელით გახსნის შემდეგ კანქვეშ (სუბკუტანურად) ინექციით შეყვანა ხორციელდება.
სხვადასხვა ასაკობრი ვიჯგუფი:
მიღება ბავშვებში: MENOPUR-ი ბავშვებში არ გამოიყენება.
მიღება ხანდაზმულებში:
არ გამოიყენოთ ხანდაზმულებში.
სპეციალური მიღების შემთხვევები:
თირკმელის/ღვიძლის უკმარისობა: MENOPUR-ის სხეულში განაწილების ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის გამოკვლეული.
თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ GONAPEPTYL-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი MENOPUR-ი მიიღეთ:
თუ საჭიროზე მეტი MENOPUR-ი მიიღეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ MENOPUR-ის მიღება:
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის ინექცირება, მიმართეთ ექიმს.
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხევბი თუ გექნებათ, მიმართეთ ექიმს.
MENOPUR-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო ეფექტები:
MENOPUR-ი უნაყოფობის სამკურნალოდ გამოიყენება. მკურნალობის დასრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ ექიმი გაცნობებთ.
4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს MENOPUR-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
უნაყოფობის მკურნალობისას გამოსაყენებელი MENOPUR-ის მსგავსი ჰორმონები განსაკუთრებით პოლიკისტოზური საკვერცხეების მქონე ქალებში იწვევენ საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (OHHS) სახელით ცნობილ დარღვევებს, ანუ საკვერცხეების გადაჭარბებული აქტივობას. სიმპტომებია: მუცლის ტკივილი და შეშუპება, გულისრევა, ღებინება, დიარეა და წონაში მატება. OHSS-ს სერიოზული შემთხვევების დროს: მუცლის ღრუში, მენჯის ღრუში და/ან გულმკერდის ღრუში სითხის დაგროვება, სუნთქვის გაძნელება, შარდის რაოდენობის შემცირება, ინტრავასკულარული კოაგულაცია (თრომბოემბოლია) და საკვერცხეების შემობრუნება (ტორსიონი) იშვიათ გართულებებად არის მოცემული.
MENOPUR-ის გამოყენებით შესაძლებელია ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები განვიტარდეს. ამ რეაქციების სიმპტომებია: ჭინჭრის ციება, ქავილი, ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. თუ რომელიმე ეს სიმპტომი გამოვლინდება, მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
ხშირი:
- თავის ტკივილი
- მუცლის ტკივილი
- მუცლის შეშუპება
- გულისრევა
- საკვერცხეების გადაჭარბებული სტიმულაცია (საკვერცხეების აქტივობის გაზრდა)
- მუცლის ქვედა ნაწილში, მენჯის მიდამოში ტკივილი
- რეაქციები ინექციის ადგილზე (როგორიცაა ტკივილი, სიწითლე, სისხლჩაქცევები, შეშუპება და/ან ქავილი)
არახშირი:
- თავბრუსხვევა
- ცხელება
- ღებინება
- დისკომფორტი მუცლის არეში
- დიარეა
- საკვერცხეების კისტა
- სარძევე ჯირკვლის ჩივილები (მათ შორის ძუძუს ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა ძუძუზე, დისკომფორტი ძუძუს არეში, ძუძუს ტკივილი და ძუძუს შეშუპება)
- სისუსტე
იშვიათი:
- აკნე
- გამონაყარი
უცნობია:
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
- მხედველობითი დარღვევები
- ინტრავასკულარული კოაგულაცია, რომელიც დაკავშირებულია საკვერცხეების აქტივობის გაზრდასთან საკვერცხის ჭარბი სტიმულაციის დროს
- ქავილი
- ჭინჭრის ციება
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი (მათ შორის ზურგისა და კისრის ტკივილი, ხელებისა და ფეხების ტკივილი)
- საკვერცხეების შემობრუნება (ტორსიონი), რომელიც დაკავშირებულია საკვერცხეების აქტივობის გაზრდასთან საკვერცხის ჭარბი სტიმულაციის დროს
- ცხელება
- ძვლებში მტვრევის შეგრძნება
- წონის მატება.
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
როგორ შეინახოთ MENOPUR-ი?
შეინახეთ MENOPUR-ი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
გახსნამდე 2°C-8°C ტემპერატურაზე მაცივარში შეინახეთ. გახსნის შემდეგ ხსნარი 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე მაქსიმუმ 28 დღის განმავლობაში შეინახეთ. პრეპარატი მოარიდეთ სინათეს და შეინახეთ ოფიციალურ შეფუთვაში. არ გაყინოთ.
არ გამოიყენოთ, თუ გახსნილი ხსნარი შეიცავს ნაწილაკებს და არ არის გამჭვირვალე.
პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.
არ მიიღოთ MENOPUR-ი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ MENOPUR-ი პროდუქციაზე ან შეფუთვაზე დარღვევებს თუ შეამჩნევთ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოსდაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
შპს. „ფერრინგ ილაჩ სან. ვე თიჯ.“ (Ferring ilaç San. ve Tic. Ltd. Şti.)
ბუიუქდერეს გამზირი, ნუროლის პლაზა N255 სართ. 13
მასლაქი 34398 სარიერ, სტამბული
ტელ: 02123356200
ფაქსი: 021228542 74
ელ-ფოსტა: TRO-info©ferring.com
წარმოების ადგილი:
Ferring GmbH
Wittland/Kiel/გერმანია
მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 06 / 07 / 2015 წელს.
გამოყენების ინსტრუქცია
გამოიყენება კანქვეშ ინექცირებით.
თუ კლინიკაში, სადაც მიდიხართ, რეკომენდირებულ იქნება, რომ MENOPUR-ის ინექციები თქვენ თვითონ გაიკეთოთ, საჭიროა კლინიკაში მოცემულ ინსტრუქციებს სრულად მიჰყვეთ.
MENOPUR-ის პირველი ინექცია ექიმის ან მედდის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გაკეთდეს.
MENOPUR-ი ფლაკონში ფხვნილის სახით არის ხელმისაწვდომი და ინექციამდე გამხსნელის შემცველი ორი შპრიცით უნდა გაიხსნას.
გამხსნელი, რომელსაც გამოიყენებთ MENOPUR-ის გახსნისთვის, მოცემულია შეფუთვაში წინასწარ შევსებულ შპრიცში.
გამოყენებამდე MENOPUR-ი უნდა გაიხსნას ორი წინასწარ შევსებული შპრიცით, რომლებიც 600 IU გამხსნელს შეიცავს.
რადგანაც მოცემული გამხსნელით ფხვნილის გახსნის შემდეგ ეს ფლაკონი რამდენიმე დღის მკურნალობისთვის საჭირო წამალს შეიცავს, აუცილებლად ამოიღეთ მედიკამენტის მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული რაოდენობა.
ექიმი MENOPUR-ის დოზას სე-ს სახით გამოგიწერთ. სწორი დოზის მისაღებად, FSH/LH ერთეულებში მონიშნული 9 გამოსაყენებელი შპრიციდან ერთ-ერთი უნდა გამოიყენოთ.

მიჰყევით ქვევით მოცემულ ნაბიჯებს:

1. მოხსენით დამცავი თავსახური ფხვნილის შემცველ ფლაკონს და რეზინის თავსახური გამხსნელის შემცველ წინასწარ შევსებულ შპრიცს (სურათი 1).
2. სქელი ნემსი (განზავების ნემსი) მყარად დაამაგრეთ წინასწარ შევსებულ შპრიცში, რომელიც გამხსნელს შეიცავს და მოხსენით ნემსის დამცავი თავსახური (სურათი 2).
3. ფხვნილის შემცველი ფლაკონის რეზინის საცობის ცენტრში ნემსი ვერტიკალურად მოათავსეთ და ბუშტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ნელა შეიყვანეთ მთელი გამხსნელი (სურათი 4).
4. გამხსნელის დამატებისას ფლაკონში სუსტი წნევა წარმოიქმნება. ამის გამო, ინჟექტორის დგუშს ნება მიეცით დაახლოებით 10 წამის განმავლობაში თავისთავად აიწიოს. ეს ფლაკონში არსებულ ზედმეტ წნევას აღმოფხვრის (სურათი 4).
გახსნის პროცედურისთვის შპრიცი და ნემსი ამოიღეთ.

5. ფხვნილი სწრაფად უნდა გაიხსნას (2 წუთში) და გამჭვირვალე ხსნარი უნდა წარმოქმნას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წვეთი გამხსნელის დამატების დროსაც იხსნება, გამხსნელი მაინც მთლიანად უნდა დაუმატოთ. იმისთვის რომ ფხვნილის გახსნას ხელი შეუწყოთ, ფლაკონი სუსტი მოძრაობებით შემოაბრუნეთ (სურათი 7). არ შეანჯღრიოთ, რადგანაც ეს ჰაერის ბუშტუკების წარმოთქმას შეუწყობს ხელს. თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე ან ნაწილაკებს შეიცავს, არ უნდა გამოიყენოთ.
ფხვნილის ფლაკონი ორი გამხსნელის შემცველი შპრიცით გახსნილი და მოხმარებისთვის მზა მდგომარეობაშია.
6. აიღეთ ფიქსირებული ნემსის მქონე გამოსაყენებელი შპრიცი და ნემსი ფლაკონის ცენტრში ვერტიკალურად მოათავსეთ. გამოსაყენებელი შპრიცი მცირე რაოდენობით ჰაერის ბუშტებს შეიცავს და ფლაკონის სითხის ზემოთ უნდა შეიყვანოთ. შემოაბრუნეთ ფლაკონი თავდაყირა და ამოავსეთ MENOPUR-ის დადგენილი დოზა საინექციო შპრიცში. (სურათი 8).
შეხსენება: რადგანაც ეს ფლაკონი რამდენიმე დღით გამოსაყენებელ მედიკამენტს შეიცავს, დარწმუნდით, რომ მედიკამენტის მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული რაოდენობა ამოავსეთ.
თუ თქვენ გამოგიწერეს ფერინგის უროფოლიტროპინის შემცველი პროდუქტი MENOPUR-თან ერთად, MENOPUR-ის გახსნის შემდეგ MENOPUR-ის გახსნილ დოზას შეგიძლიათ ფერინგის უროფოლიტროპინის განზავებული ხსნარი დაუმატოთ და ეს ორი პრეპარატი ერთმანეთს შეურიოთ. ამოიღეთ შერეული ხსნარი შპრიცში, ამრიგად, ცალ-ცალკე შეყვანის ნაცვლად, შეგიძლიათ ისინი ერთად შეიყვანოთ.
9. ამოიღეთ შპრიცი ფლაკონიდან და შეუძვით მცირე რაოდენობით ჰაერი შპრიცში (სურათი 9).
10. გამოსაყენებელ შპრიცს ნაზად დაარტყით ისე, რომ ჰაერის ყველა ბუშტი შეგროვდეს ზევით. (სურათი 10). ფრთხილად მიაწექით და გამოდევნეთ მთელი ჰაერი, სანამ ნემსიდან სითხის პირველი წვეთი არ წამოვა.
თქვენი ექიმი ან ექთანი გეტყვით, სად უნდა გააკეთოთ ინექცია (ბარძაყის წინა მხარე, მუცელი და ა.შ.). ინექცირების დაწყებამდე გააკეთეთ იმ ადგილის დეზინფექცია, სადაც ინექცია უნდა გაიკეთოთ.

11. ინექცირების ჩასატარებლად, მოაქციეთ კანი თქვენს თითებს შორის და ნაკეცის შესაქმნელად მოუჭირეთ, შემდეგ ჩაარჭეთ ნემსი 90 გრადუსიანი კუთხით (პერპენდიკულარულად) ერთი მოქნილი მოძრაობით. ნელა დაჭერით დგუშზე და შეიყვანეთ ხსნარი (სურათი 11), შემდეგ კი გამოსაყენებელი შპრიცი ამოიღეთ.
გამოსაყენებელი შპრიცის ამოღების შემდეგ, შესაძლო სისხლდენის თავიდან ასაცილებლად ნემსი ადგილზე დააჭირეთ. ინექციის ადგილის ნაზად მასაჟის განხორციელება ხსნარის კანქვეშ გავრცელებას შეუწყობს ხელს.
არ მოათავსოთ გამოყენებული საინექციო მასალები ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნაგავში; ისინი სათანადოდ უნდა განადგურდეს.
12. შემდეგი ინექციისთვის გაიმეორეთ ნაბიჯები 6-9 ადრე გახსნილი MENOPUR-ის ხსნარით.