სიგმასპორინ 100მგ

სიგმასპორინ 100მგ

price: ₾60.00

გამოყენების ინსტრუქცია

სიგმასპორინ მიკრორალი 100 მგ  რბილი კაფსულა

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად

  • მოქმედი ნივთიერება: თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა 100 მგ ციკლოსპორინს  შეიცავს.
  • დამხმარე ნივთიერებები: დიეთილენ გლიკოლ-მონოეთილის ეთერი, ეთანოლი (აბსოლუტი), უჯერი პოლიგლიკოზირებული გლიცერიტები, პოლიოქსილ 40  ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი, ტოკოფეროლი, ჟელატინი (მსხვილფეხა რქოსანი წარმოშობის), გლიცერინი, პროპილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი (შავი).

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად  თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • წამლის  გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ.  თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა  მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

  1. რა არის და რისთვის გამოიყენება სიგმასპორინ მიკრორალი?
  2. სიგმასპორინ მიკრორალის გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
  3. როგორ გამოიყენება სიგმასპორინ მიკრორალი?
  4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
  5. სიგმასპორინ მიკრორალის  შენახვა

1. რა არის და რისთვის გამოიყენება სიგმასპორინ მიკრორალი?

სიგმასპორინ მიკრორალი,  რუხი ფერის, ოვალური ფორმის, რბილი ჟელატინის კაფსულებია. თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა 100 მგ ციკლოსპორინს შეიცავს. აღნიშნული ნივთიერება იმუნოსუპრესიული (იმუნური სისტემის დამთრგუნავი) აგენტების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის.  ეს წამლები სხეულის იმუნური (იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული) რეაქციების შემცირების მიზნით გამოიყენება.

სიგმასპორინ მიკრორალი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 30 და 50 ცალიანი რბილი ჟელატინის კაფსულის შემცველი ბლისტერის შეფუთვებში.

თუ, თქვენთან ტრანსპლანტაცია (ორგანოს გადანერგვა) განხორციელდა, სიგმასპორინ მიკრორალის ფუნქცია (მოქმედების ეფექტი) სხეულის იმუნური სისტემის კონტროლია. სიგმასპორინ მიკრორალი,  გადანერგილი ქსოვილების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური უჯრედების გააქტიურების ბლოკირებით გადანერგილი ორგანოს მოცილებას ხელს უშლის.

თუ, საკუთარი სხეულის იმუნური პასუხის უზრუნველმყოფელი სისტემა საკუთარი სხეულის უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს, თავს ესხმის (ავტოიმუნური დაავადება), სიგმასკპორინ მიკრორალი ამ დააავადებების დროს იმუნური სისტემის აქტიურობას (იმუნური რეაქციები) თრგუნავს. აღნიშნული ტიპის  ავტოიუმუნური დაავადებებია; მხედველობის დაკარგვის მხრივ საშიში თვალის ანთება (საშუალო და ან პროგრესირებადი ენდოგენური უვეიტი და ან ბეჰჩეთის უვეიტი),  კანის ზოგიერთი დაავადებების მძიმე შემთხვევები (ატოპიური დერმატიტი/ეგზემა და ფსორიაზი),  მძიმე რევმატოიდული ართრიტი (სახსრების ტკივილი და ფორმის ცვლილების გამომწვევი ქრონიკული დაავადება) და ნეფროზული სინდრომის სახელით წოდებული თირკმლის დაავადებება.

2. სიგმასპორინ მიკრორალის გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

თუ, ტრანსპანტაციის (ორგანოს გადანერგვის) მიზნით სიგმასპორინ მიკრორალს ღებულობთ, ამ წამლის გამოწერა მხოლოდ ტრანსპლანტაციის დარგში გამოცდილმა ექიმმა უნდა განახორციელოს.

აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციები, პრეპარატის გამოყენების მიზნის შესაბამისად შეიძლება სხვადასხვა იყოს, ანუ პრეპარატი ტრანსაპლანტაციასთან დაკავშირებით  გესაჭიროებათ თუ  ავტოიმუნური დაავადების გამო, რეცეპტის ფორმა და რეკომენდაციები შეიზლება შეიცვალოს.

ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები და მითითებები აუცილებლად შეასრულეთ, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაცისგან შეიძლება განსხვავებული იყოს. თუ, რაიმე სახის შეკითხვა გაგიჩნდებათ, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

სიგმასპორინ მიკრორალი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

·         ციკლოსპორინის და ან სიგმასპორინ მიკრორალის ინსტურქციის დასაწყიში მოცემული  დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ,

·         ჰიპერიკუმ პერფორატუმის (ყვითელი კრაზანა/წმინდა ჯონის ვორტი) შემცველ მცენარეებს ღებულობთ,

·         დაბიგატრანის ეტექსილატს (ოპერაციის შემდეგ სისხლის შედედების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება) და ან  ბოსენტანის და ალისკირენის (სისხლის არტერიული წნევის დაქვეითების მიზნით გამოიყენება) შემცველ პრეპარატებს ღებულობთ.

თუ, ფიქრობთ რომ შეიძლება ალერგია გქონდეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

სიგმასპორინ მიკრორალი,   ქვემოთ  მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ;

·         ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ და ან გქონდათ, რადგანაც სიგმასპორინ მიკრორალი ალკოჰოლს შეიცავს (იხილეთ ნაწილი- დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია),

·         ეპილეფსია გაქვთ,

·         ღვიძლის პრობლემები გაქვთ,

·         ორსულად ხართ,

·         ბავშვს ძუძუთი კვებავთ,

·         წამალი ბავშვს უკვე მიღებული აქვს

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა თქვენთან აღინიშნება, სიგმასპორინ მიკრორალის გამოყენებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ.

·         სიგმასპორინ მიკრორალი, იმუნური სისტემის დათრგუნვით, განსაკუთრებით  კანის და ლიმფური სისტემის მხრივ (თეთრი სისხლი), სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის. ამიტომ, შესაბამისი დამცავი ტანისამოსის ტარებით და მზის და ულტრაიისფერი სხივების მიმართ მაღალი დამცველობის კრემების ხშირი გამოყენებით საჭიროა  მზის ზემოქმედების შეზღუდვა.

·         სიგმასპორინ მიკრორალი, იმუნური სისტემის დათრგუნვის პარალელურად   შეიძლება ზემოქმედებდეს სხეულის მიერ ინფექციების წინააღმდეგ  (გადამდები ინფექციები) ბრძოლის უნარზე. თუ, ინფექციის რომელიმე სიმპტომი (მაგ. ყელის ტკივილი) თქვენთან გამოვლინდება, აღნიშნული მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

·         ღვიძლის პრობლემები გაქვთ,

·         თირკმლების პრობლემები გაქვთ, ექიმი რეგულარულად სისხლის ანალიზების გადამოწმებით, საჭიროების შესაბამისად დოზის კორექციას მოახდენს.

·         არტერიული წნევა მოიმატებს (ჰიპერტენზია), ექიმი წნევის რეგულარული კონტროლით, საჭიროებისამებრ შეიძლება წნევის დამაქვეითებელ წამლებსაც გამოგიწერთ,

·         სხეულში მაგნიუმის (სხეულში არსებული ელექტროლიტი, მარილი) დონე დაბალი გაქვთ, განსაკუთთრებით მაშინ თუ ტრანსპლანტაცია გაქვთ გაკეთებული, ექიმი ოპერაციის შემდეგ მალევე მაგნიუმის დანამატს მოგაწვდით.

·         სისხლში კალიუმის (სხეულში არსებული ელექტროლიტი, მარილი) დონე  მაღალია,

·         პოდაგრა გაქვთ,

·         აცრის გაეკთება გესაჭიროებათ

თუ, ჩამოთვლითგან რომელიმე თქვენ გეხებათ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, ავტოიმუნური დაავადების გამო სიგმასპორინ მიკრორალი უნდა მიიღოთ:

(შუა უვეიტი და ან უკანა უვეიტი და ბეჰჩეთის  უვეიტი, ატროფიული დერმატიტი, მძიმე რევმატოიდული ართრიტი (სახსრების რევმატოიდული ანთება) და ნეფროზული სინდრომი).

ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს  სიგმასპორინ მიკრორალი არ უნდა გამოიყენოთ:

·         თირკმლების პრობლემები (ნეფროზული სინდრომის გარდა)

·         უკონტროლო ინფექციები

·         სიმსივნის რომელიმე ტიპი

·         უკონტროლო ჰიპერტენზია. თუ, მკურნალობის დროს ჰიპერტენზია განვითარდება და ვერ დარეგულირდება, სიგმასპორინ მიკრორალით მკურნალობა უნდა შეჩერდეს.

სიგმასპორინ მიკრორალი, ნეფროზული სინდრომის და ტრანსპლანტაციის (ორგანოს გადანერგვა) გარდა სხვა დაავადების დროს ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

ხანდაზმულ ავადმყოფებში სიგმასპორინ მიკრორალის გამოყენებასთან დაკავშირებით კვლევები შეზღუდულია. ამიტომ, ექიმმა თირკმლის ფუნქციები რეგულარულად უნდა გადაამოწმოს. თუ, 65 წლის და მეტი ასაკის ხართ და  ფსორიაზი და ან ატოპიური დერმატიტი გაქვთ, ამავდროულად მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამ დროს საჭიროა სიგმასპორინ მიკრორალით მკურნალობა.

ბეჰჩეთის უვეიტის მკურნალობის დროს,  სიგმასპორინ მიკრორალი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დაავადების ნევროლოგიური (ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული) ნიშნების არსებობისას; (მაგ. გულმავიწყობის მომატება, დროთა განმავლობაში გამოვლენილი პიროვნული ცვლილებები, ფსიქიატრიული დარღვევები და ან  ფსიქოლოგიური დარღვევები, კიდურებში წვის შეგრძნება, კიდურებში მგრძნობელობის შემცირება, კიდურების დაბუჟება, სისუსტე, სიარულის გაძნელება, გულისრევის და ღებინების თანხლებით და ან მის გარეშე თავის ტკივლი, თვალის კაკლის შეზღუდული მოძრაობების შემცველი მხედველობის დარღვევები).

თუ, ფსორიაზის და ან ატოპიური დერმატიტის  (მომატებული მგრძნობელობის გამო განვითარებული კანის ანთება) მკურნლობას გადიხართ და  და ხანდაზმულიც ხართ, ექიმი, თქვენთან სიგმასპორინ მიკრორალით მკურნალობის მსვლელობას ახლოდან გააკონტროლებს. თუ, ფსორიაზის და ან ატოპიური დერმატიტის გამო სიგმასპორინ მიკრორალით მკურნალობას გადიხართ, პარალელურად ულტრაიისფერის სხივებით მკურნალობა- B სხივით და ან ფოტოთერაპია  (სინათლის თერაპია) არ უნდა ჩაგიტარდეთ.

ექიმი, ამ დროს ქვემოთ მოცემულ მონაცემებს გადაამოწმებს:

·         სისხლში ციკლოსპორინის დონე (განსაკუთრებით ტრანსპლანტაციის ავადმყოფებში),

·         მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის მსვლელობისას  სისხლის არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი

·         ღვიძლის და თირკმლების ფუნქციები

·         სისხლში ლიპიდური (ცხიმები) სპექტრი მაჩვენებელი

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

სიგმასპორინ მიკრორალის  მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

სიგმასპორინ მიკრორალი გრეიფრუტთან და ან გრეიგრუტის წვენთან ერთად  არ უნდა იქნას მიღებული, რადგანაც აღნიშნულმა სიგმასპორინ მიკრორალის მოქმედების ეფექტი შეიძლება შეცვალოს.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ. თუ, ორსულად ხართ და ან ორსულობას გეგმავთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ორსულობის დროს სიგმასპორინ მიკრორალის გამოყენებასთან  დაკავშირებით კვლევები შეზღუდულია. ზოგადად კი,  სიგმასპორინ მიკრორალი ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული. თუ, ამ წამლის გამოყენება გესაჭიროებათ, ექიმი  ორსულობის დროს ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებული სარგებელის და მავნე  ზემოქმედების რისკების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დაფიქსირდება, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს  მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ. თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. სიგმასპორინ მიკრორალის გამოყენების დროს ბავშვისთვის ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული, რადგანაც  სიგმასპორინ მიკრორალის მოქმედი ნივთიერება ციკლოსპორინი დედის რძეში გადადის, აღნიშნულმა კი შეიძლება ბავშვზე ზემოქმედება მოახდინოს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

სიგმასპორინ მიკრორალის მიღებისას, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების მაჩვენებელი სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა.

სიგმასპორინ მიკრორალის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

მოცემული სამედიცინო პროდუქტის ტრანპლანტაციის დროს გამოყენების ჩვენებისას, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ პროცენტულად  მოცულობა 11.8, ანუ  ყოველი დოზა 600 მგ-მდე  ეთანოლს (სპირტს) შეიცავს, აღნიშნული  მაჩვენებელი ყოველი დოზისთვის 15.2 მლ ლუდის და 6.4 მლ ღვინის ექვივალენტია.  ეს კი ალკოჰოლ დამოკიდებულების დროს  შეიძლება საზიანო იყოს, ეს მომენტი ასევე  გათვალისიწინებული უნდა იქნას ორსულ და ან მეძუძური ქალებში,  ბავშვებსა და ღვიძლის დაავადების, ასევე ეპილეფსიის მსგავსი მაღალი რისკის ჯგუფის ავადმყოფებში.

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის ყოველი დოზა 100 მგ ეთანოლს (ალკოჰოლს) შეიცავს.

სიგმასპორინ მიკრორალი, პოლიოქსილის ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს შეიცავს. აღნიშნულმა კი შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და დიარეა.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

სიგმასპორინ მიკრორალმა ზოგიერთი წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება დაარღვიოს/შეცვალოს.

 თუ, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ერთად პარალელურ რეჟიმში მკურნალობა გესაჭიროებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ:

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმესთან პარალელურ რეჟიმში მკურნალობთ, თქვენი ექიმისგან რეკომენდაციები მოითხოვეთ:

·         კალიუმის შემცველი წამლები და ან კალიუმის დანამატები, დიურეტიკები (შარდმდენები) და ან ,,კალიუმის შემნახველი დიურეტიკების’’ სახელით ცნობილი შარდმდენები, ზოგიერთი სისხლის არტერიული წნევის დამაქვეითებელი წამლების მსგავსი კალიუმის დონეზე მოქმედი წამლები

·         სიმსივნეების, პროგრესირებადი ფსორიაზის და მძიმე რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოყენებული მეტოტრექსატის სახელით ცნობილი წამალი

·         სისხლში სიგმასპორინ მიკრორალის კონცენტრაციის დამაქვეითებელი და მომატების  ეფექტის მქონე წამლები. თქვენი ექიმი, სხვა მკურნალობის დაწყებამდე და ან  ამ ტიპის (მიმდიანრე) მკურნალობის შეჩერების დროს, სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციას რეგულარულად გადაამოწმებს.

·         სიგმასპორინ მიკრორალის კონცენტრაციის დამაქვეითებელი წამლები: ბარბიტურატები (ძილის დამხმარე წამლები), ეპილეფსიის  დროს გამოყენებული ზოგიერთი წამალი (მაგ. კარბამაზეპინი, ფენიტოინი), აკრომეგალიის (ზრდის ჰორმონის მომატებასთან დაკავშირებული დაავადება) და ზოგიერთი კუჭ-ნაწლავის, პანკრეასის ჰორმონალური სიმსივნეების სამკურნალოდ გამოყენებული ოქტრეოტიდი (ასევე ცნობილია როგორც სანდოსტატინი), ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბაქტერიული წამლები, ორლისტატი (წონის დაკლების საჭიროებისას  გამოიყენება), მსუბუქი-საშუალო სიმძიმის დეპრესიის (ფსიქიკური დათრგუნვა) სამკურნალოდ გამოყენებული ყვითელი კრაზანას შემცველი მცენარეული წამლები, ტიკლოპიდინი (ინსულტის შემდგომ გამოიყენება), ზოგიერთი სისხლის არტერიული წნევის დამქვეითებელი წამლები (ბოსენტანი) და  ხელის და ფეხის ფრჩხილების ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) წამლები (ტერბინაფინი).

·         სიგმასპორინ მიკრორალის კონცენტრაციის (დონის, გავრცელების) მომატების გამომწვევი წამლები: ანტიბიოტიკები (მაგ. ერითრომიცინი, აზითრომიცინი), ანტიფუნგალური (ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი), გულის პრობლემების და ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (დილთიაზემი, ნიკარდიპინი, ვერაპამილი, ამიოდრონი), მეტოკლოპრამიდი (გულისრევის საწინააღმდეგო წამალი), ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, დანაზოლი (ციკლის დარღვევის სამკურნალოდ გამოიყენება), პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ალოპურინოლი), ქოლინის მჟავა და მისი წარმოებულები (ნაღვლის კენჭების სამკურნალოდ გამოიყენება), აივ ინფექციის (შიდსის- გამომწვევი) სამკურნალოდ გამოყენებული პროტეაზას ინჰიბიტორები, იმატინიბი (ლეიკემიის და ან სიმსივნეების სამკურნალოდ გამოიყენება), პოდაგრის, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის დაავადების და ბეჰჩეთის დაავადების სამკურნალოდ  გამოყენებული კოლხიცინი, ტელაპრევირი (C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება).

·         ანტიბაქტერიული აგენტები (გენტამიცინი, ტობრამიცინი, ციპროფლოქსაცინი), ამფოტერიცინ B შემცველი ანტიფუნგალური აგენტები, საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ  გამოყენებული ტრიმეტოპრიმის შემცველი აგენტების მსგავსი თირკმლებზე მოქმედი წამლები, მელფალანის შემცველი სიმსივნის სამკურნალო წამლები, კუჭის მჟავიანობის შემცირების მიზნით გამოყენებული წამლები (H2 რეცეპტორების ანტაგონისტები, მჟავას სეკრეციის ინჰიბიტორები), ტაკროლიმუსი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (დიკლოფენაკის მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები), ფიბრის მჟავას წარმოებულები (სისხლში ცხიმების დამაქვეითებელი საშუალებები).

·         თუ, ციკლოსპორინით მკურნალობის დროს ნიფედიპინს ( მაღალი არტერიული წნევის და მკერდში ტკივილის დროს გამოიყენება) ღებულობთ, შეიძლება გამოვლინდეს ღრძილების შეშუპება,  რომელიც შეიძლება გავრცელდეს  და კბილები გადაფაროს.

·         დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენება), ქოლესტერინის დამაქვეითებელი საშუალებები (HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები, ცნობილია ასევე სტატინების სახელითაც), პრედნიზოლონი, ეტოპოზიდი (სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება), იმუნოსუპრესორები (ევეროლიმუსი, სიროლიმუსი), ამბრისენტანის და ანტრაციკლინების სახელით წოდებული სპეციფიკური სიმსივნის საწინააღმდეგო წამლები (მაგ. დოქსორუბიცინი).

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან  ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორ გამოიყენება სიგმასპორინ მიკრორალი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

·         ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები ყურადღებით შეასრულეთ. რეკომენდირებულ დოზას არ გადააჭარბოთ.

·         ექიმი, სხეულის წონის და სიგმასპორინ მიკრორალის გამოყენების ჩვენების მიხედვით,  ანუ  ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდის და ან მძიმე ფსორიაზის, ეგზემის, მძიმე რევმატოიდული ართრიტის, ნეფროზული სინდრომის და ან უვეიტის  მკურნალობის საჭიროების შესაბამისად  თქვენთვის შესაბამის სიგმასპორინ მიკრორალის დოზას განსაზღვრავს. გარდა ამისა, განსაზღვრავს წამლის გამოყენების სიხშირეს და ინფორმაციას მოგაწვდით.

·         თუ, ორგანოს გადანერგვა და ან ძვლის ტვინის გადანერგვა გაიკეთეთ, ჯამური დოზა  წარმოდგენილია 2 დოზად გაყოფილი,  სხეულის წონის შესაბამისად           2 მგ/კგ -დან 15 მგ/კგ-მდე დღეში. ზოგადად, მაღალი დოზები გამოიყენება ტრანსპლანტაციამდე და ტრანსპლანტაციის შემდეგ პერიოდში, დაბალი დოზები კი  გადანერგილი ორგანოს და ან ძვლის ტვინის სტაბილიზაციის შემდეგ ეძლევა. თქვენი ექიმი, თქვენთვის იდეალურ და შესაბამის დოზას განსაზღვრავს, ამისთვის კი შეიძლება საჭირო გახდეს ზოგიერთი სისხლის ანალიზის გაკეთება.

·         ფსორიაზის და ეგზემის მძიმე ფორმების სამკურნალოდ ჯამური დოზა წარმოდგენილია 2 დოზად დაყოფილი, სხეულის წონის შესაბამისად  2.5 მგ/კგ -დან 5 მგ/კგ-მდე დღეში.

·         რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმების სამკურნალოდ ჯამური დოზა წარმოდგენილია 2 დოზად დაყოფილი, სხეულის წონის შესაბამისად  3 მგ/კგ -დან 5 მგ/კგ-მდე დღეში.

·         ნეფროზული სინდრომის სამკურნალოდ ჯამური დოზა ზრდასრულებში წარმოდგენილია 2 დოზად დაყოფილი, სხეულის წონის შესაბამისად  5 მგ/კგ დღეში, ბავშვებში კი სხეულის წონის შესაბამისად  6 მგ/კგ დღეში. თირკმლების პრობლემის მქონე ზრდასრულ და ბავშვთა ასაკის ავადმყოფებში, ყოველდღიური პირველი დოზა სხეულის წონის შესაბამისად 2.5 მგ არ უნდა აღემატებოდეს.

·         ენდოგენური უვეიტის სამკურნალოდ ჯამური დოზა წარმოდგენილია 2 დოზად დაყოფილი, სხეულის წონის შესაბამისად  5 მგ/კგ -დან 7 მგ/კგ-მდე დღეში.

·         ექიმის მითითებები მკაცრად შეასრულეთ და იმის მიუხედავად რომ თავს კარგად გრძნობთ, დოზა თვითნებურად  არ შეცვალოთ.

·         თქვენი ექიმი, სიგმასპორინ მიკრორალით მკურნალობის ხანგრძლივობას  დაავადების  ტიპის შესაბამისად  განსაზღვრავს,  ანუ იმის მიხედვით თუ რომელი დაავადების მკურნალობა იგეგმება, მაგ. ტრანსპლანტაციის შემდგომი და ან კანის მძიმე დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის, უვეიტის და ან ნეფროზული სინდრომის, შესაბამისად განისაზღვრება მიღების ხანგრძლივობა.  ეგზემის მძიმე ფორმის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა ძირითდად  8 კვირა გრძელდება.

·         თქვენი ექიმი, სიგმასპორინ მიკრორალით მკურნალობის ხანგრძლივობას  დაავადების  ტიპის შესაბამისად  განსაზღვრავს,  ანუ იმის მიხედვით თუ რომელი დაავადების მკურნალობა იგეგმება, მაგ. ტრანსპლანტაციის შემდგომი და ან კანის მძიმე დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის, უვეიტის და ან ნეფროზული სინდრომის, შესაბამისად განისაზღვრება პრეპარატის დოზაც. გარდა ამისა, ექიმი განსაზღვრული დოზის მიღების სიხშირის შესახებაც ინფორმაციას მოგაწვდით.

გამოყენების  გზა და მეთოდი:

·         სიგმასპორინ მიკრორალი, ყოველდღე, ერთსადაიმავე დროს უნდა იქნას მიღებული, განსაკუთრებით ტრანსპლანტაციის მქონე ავადმყოფებში.

·         დღიური დოზა, ყოველთვის 2 დოზად დაყოფილი სახით უნდა იქნას მიღებული.

·         კაფსულა ბლისტერიდან ამოიღეთ. კაფსულა, მთლიანის სახით, 1 ჭიქა წყლით  უნდა გადაიყლაპოს.

თუ, მანამდე ციკლოსპორინის განსხვავებული  ორალური ფორმულები  გაქვთ მიღებული:

ამ შემთხვევაში, თქვენი ექიმი ერთი ორალური ფორმულიდან სხვა ორალურ ფორმულაზე გადასვლის პროცესს უფრო ახლოდან დაკვირდება. ერთი ორალური ფორმულიდან სხვა ორალურ ფორმულაზე გადასვლის დროს შეიძლება ზოგიერთი გვერდითი ეფექტი გამოვლინდეს. ასეთი მდგომარეობის გამოვლინების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ, რადგანაც აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება თქვენთან გამოყენებული (მოცემული)დოზის რეგულაციის საჭიროების მაჩვენებელი იყოს. ექიმის მითითების გარეშე, არავითარ შემთხვევაში დოზა თვითნებურად არ დაარეგულიროთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

მიკრორალი, ბავშვებში ტრანსპლანტაციის გარდა მხოლოდ ნეფროზული სინდრომის სამკურნალოდ გამოიყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულ ავადმყოფებში სიგმასპორინ მიკრორალის გამოყენებასთან დაკავშირებით კვლევები შეზღუდულია. ამ დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციების ახლო კონტროლი. თუ 65 წლის და მეტი ასაკის ხართ და ფსორიაზი და ან ატოპიური დერმატიტი გაქვთ, მკურნალობა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  დაავადების პროგრესირების გამო დღიური საქმიანობის შესრულება გიჭირთ.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების /ღვიძლის უკმარისობა:

სიგმასპორინ მიკრორალით მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხშირად ვლინდება და დაავადებასთან ერთად სერიოზულ პრობლემას ქმნის სისხლის შრატში შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება. აღნიშნული ცვლილება ძირითადად  დოზის შემცირების გამო საპასუხო რეაქციაა, დოზასთან დაკავშირებულია და შექცევადია.  ხანგრძლივი მკურნალობის დროს ზოგიერთი ავადმყოფის თირკმლებში შეიძლება სტრუქტურული ცვლილებები გამოვლინდეს, თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე ავადმყოფებში აღნიშნული ცვლილება დიფერენცირებული უნდა იქნას მოცილების რეაქციისგან  (ქრონიკული უარყოფისგან).  სიგმასპორინ მიკრორალის მიღების დროს ასევე შეიძლება გამოვლინდეს სისხლის შრატში ბილირუბინის და ზოგჯერ ღვიძლის ფერმენტების შექცევადი და დოზასთან დაკავშირებული მომატება. თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების შეფასების მიზნით საჭიროა შესაბამისი პარამეტრების ახლო კონტროლი.  ანორმალური მაჩვენებლების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

თუ, ექიმი სხვა მითითებას არ მოგცემთ, მოცემული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

სიგმასპორინ მიკრორალით მკურნალობის ხანგრძივობას ექიმი განსაზღვრავს და გაცნობებთ. მკურნალობა ადრეულად არ შეწყვიტოთ, რადგანაც  სიგმასპორინ მიკრორალით მკურნალობის შეჩერება დაავადების გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს.

თუ, ფიქრობთ, რომ სიგმასპორინ მიკრორალის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

 თუ,  სიგმასპორინ მიკრორალის  საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ,  სიგმასპორინ მიკრორალის  საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ. თუ, შემთხვევით წამლის ზედმეტ რაოდენობას გამოიყენებთ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის სერვის მიმართეთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.

თუ,  სიგმასპორინ მიკრორალის  მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, წამლის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ გამოტოვებული დოზა მიიღეთ და შემდეგი დოზა ჩვეულ დროზე (საათზე) მიიღეთ.

თუ, წამლის მიღების დავიწყება ძალიან გვიან გაგახსენდებათ და  მომდევნო დოზის  მიღების დრო ახლოსაა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც სიგმასპორინ მიკრორალით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

სიგმასპორინ მიკრორალის მიღების შეწყვეტა, გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციის რისკს ზრდის. იმის მიუხედავად, თუ როგორ გრძნობთ თავს, ექიმის მითითების გარეშე თვითნებურად სიგმასპორინ მიკრორალის მიღება არ შეაჩეროთ. თუ, აღნიშნული წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით სხვა კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

4.  რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, სიგმასპორინ მიკრორალის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

ამ წამლის დოზა ექიმის მიერ სიფრთხილით უნდა იქნას განსაზღვრული. ჭარბმა დოზამ შეიძლება თირკმლებზე ზემოქმედება მოახდინოს. ამიტომ, განსაკუთრებით ტრანსპლანტაციის შემდეგ პერიოდში საჭიროა რეგულარული სისხლის ანალიზის კონტროლი და საავადმყოფოში საკონტროლო ვიზიტები. აღნიშნული გზით, ექიმთან რეგულარული კონტაქტით შესაძლებელია ყველა პრობლემის შესახებ აზრთა გაცვლა და ინფორმირება.

სიგმასპორინ მიკრორალის გამოყენებისას ქვემოთ  მოცემული გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს:

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან  სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ  100 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან  შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ:

·         იმუნურ სისტემაზე ზემოქმედების მქონე სხვა წამლების მსგავსად,  ციკლოსპორინმა შეიძლება სხეულის მიერ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის უნარზე იმოქმედოს და სიმსივნეების და ან სხვა, განსაკუთრებით კანის სიმსივნეების განვითარება განაპირობოს.  ინფექციის ნიშნებს შორის შეიძლება გამოვლინდეს: ყელის ტკივილი და  ცხელება.

·         მხედველობის ველის ცვლილებები, კოორდინაციის დარღვევა, მოუხერხებლობა, მეხსიერების დაკარგვა, მეტყველების და სხვისი ნაამბობის გააზრების გაძნელება, კუნთების სისუსტე. ყველა აღნიშნული, პროგრესირებადი მულტოფოკალური (მრავალ კეროვანი) ლეიკოენცეფალოპათიის სახელით წოდებული თავის ტვინის ინფექციის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.

·         გულყრები, გონების არევა, პიროვნების გარემოში გარკვევის გაძნელების შეგრძნება, რეაქციების შემცირება, პიროვნული ცვლილებები, ადვილად გაღიზიანების შეგრძნება, უძილობა, მხედველობის ველის ცვლილებები, სიბრმავე, კომა, სხეულის ერთი ნაწილის  და ან სრული დამბლა, კისრის გაშეშება, მეტყველების დარღვევა და ან თვალის მოძრაობების თანხლებით  და ან მის გარეშე კოორდინაციის დარღვევის მსგავსი ნიშნები, რომელიც თავის ტვინის პრობლემებზე მიანიშნებს.

·         თვალის უკანა ნაწილში შეშუპება. აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს  მხედველობის შემღვრევა. გარდა ამისა, ქალას შიგა წნევის მომატება, რომელმაც ასევე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს მხედველობის სიმახვილეზე (ქალას შიგა ჰიპერტენზია).

·         კანის და თვალების გაყვითლება, გულისრევა, მადის დაკარგვა   მუქი ფერის  შარდის თანხლებით და ან მის გარეშე, რომელიც შეიძლება ღვიძლის პრობლემების და დაზიანების მანიშნებელი იყოს.

·         წარმოებული (გამოყოფილი) შარდის რაოდენობის შემცირება, რომელიც ასევე შეიძლება თირკმლების დაზიანების შედეგი  იყოს.

·         სისხლის წითელი უჯრედების და ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს: კანის სიფერმკრთალე, დაღლილობის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა, მუქი ფერის შარდი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლის  მანიშნებელი), განსაზღვრული მიზეზის არ მქონე სისხლჩქცევები და ან სისხლდენა, გონების არევა, გარემოში გარკვევის გაძნელების შეგრძნება, ყურადღების დეფიციტი და თირკმლების პრობლემების არსებობა.

ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

სხვა გვერდითი ეფექტები:

ძალიან გავრცელებული:  

·         სხეულის უნებლიე კანკალი

·         თავის ტკივილი

·         თირკმლის პრობლემები

·         მაღალი არტერიული წნევა

·         სხეულის და სახის თმიანობის ჭარბი მომატება

·         სისხლში ლიპიდების (სისხლის ცხიმების, მაგ. ქოლესტერინი) დონის მომატება

გავრცელებული:

·         გულყრები (კრუნჩხვები)

·         სისხლის თეთრი უჯრედების დონის დაქვეითება

·         დაბუჟების  და ან ჩხვლეტის შეგრძნება

·         გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა

·         ჭარბი თმიანობა

·         კუჭის წყლული

·         ღვიძლის პრობლემები

·         სისხლში შაქრის მაღალი დონე

·         აკნე, შეხურება

·         ცხელება

·         სისხლში მაღალი შარდმჟავა და ან კალიუმი, მაგნიუმის დაბალი დონე

·         კუნთების ტკივილი და ან შეკუმშვა

·         დაღლილობა

·         მადის დაკარგვა

·         ღრძილების ქსოვილების ძლიერი გადიდება, შეშუპება და კბილების გადაფარვა

ნაკლებად გავრცელებული:

·         უეცარი გულყრები, გონების არევა, უძილობა, ორიენტაციის დარღვევა, მხედველობის დარღვევა, გონების დაკარგვა, კიდურებში სისუსტის შეგრძნება, მოძრაობების დარღვევის მსგავსი თავის ტვინის დაზიანების სიმპტომები,

·         გამონაყარი

·         ზოგადი შეშუპება,

·         წონის მომატება,

·         სისხლში  წითელი უჯედების რაოდენობის დაქვეითება, თრომბოციტების დაქვეითება, რაც სისხლდენის რისკის მომატების  მიზეზი შეიძლება იყოს

იშვიათი:

·         ხელის და ფეხის თითების დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, რაც ნერვული სისტემის დარღვევებს მიანიშნებს

·         კუნთების სისუსტე, კუნთოვანი ძალის შემცირება, ფეხის და ან ხელის კუნთების და ან სხეულის ნებისმიერ მიდამოში კუნთების ტკივილი

·         მუცლის ღრუს ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება პანკრესის ანთების მაჩვენებელი იყოს

·         სისხლის წითელი უჯრედების დაშლა, რაც თირკმლის პრობლემებთანაა დაკავშირებული და სახეზე, მუცელზე, ხელებსა და/ და ან  ფეხებზე შეშუპების, შარდის რაოდენობის შემცირების, სუნთქვის გაძნელების, მკერდის არეში ტკივილის, გულყრების და გონების დაკარგვის მსგავსი ნიშნებით გამოვლინდეს .

·         მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება

ძალიან იშვიათი:

·         ქალას შიგა წნევის მომატება (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია), რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს თვალის უკანა ნაწილში შეშუპებასა და მხედველობის დარღვევასთან

უცნობის სიხშირის და სხვა გვერდითი ეფექტები:

·         თვალის და კანის სიყვითლე, გულისრევა (ღებინების შეგრძნება), მადის დაკარგვა, მუქი ფერის შარდი, სახის, ფეხების, ხელების და/და ან მთელი სხეულის შეშუპების ნიშნების თანხლებით და ან მის გარეშე ღვიძლის სერიოზული პრობლემები.

·         კანქვეშა სისხლჩაქცევები და ან განსაზღვრული მიზეზის არ მქონე კანზე ჩალურჯებული ლაქებით გამოვლენილი უეცარი სისლდენა.

·         თითქოს ღებინების მსგავსი შეგრძნება (გულისრევა, ღებინება) და სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატების ნიშნებით გამოვლენილი მიგრენი და ან  თავის ძლიერი ტკივილი

·         ფეხების და ხელების ტკივილი

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე მკვეთრი სახით გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს  და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს  და ან ფარმაცევტს.  ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ  აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr   ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში  დაკლიკებით და ან დარეკეთ  ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს  ცენტრს(TUFAM).  გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის  მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

5. სიგმასპორინ მიკრორალის  შენახვა

სიგმასპორინ მიკრორალი,  ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C  ოთახის ტემპერატურაზე.

სიგმასპორინ მიკრორალის  კაფსულების  გამოყენებამდე ბლისტერის შეფუთვაში უნდა იქნას შენახული. კაფსულები, მხოლოდ გამოყენების წინ უნდა ამოიღოთ შეფუთვიდან. კაფსულები, თბილ ადგილას არ შეინახოთ (მაქსიმალური ტემპერატურა 250 C  უნდა იყოს).

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

ეტიკეტზე და ან შეფუთვაზე  მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ სიგმასპორინ მიკრორალი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, სიგმასპორინ მიკრორალი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული  და ან  გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ქოჩაქ ფარმას წამლის და ქიმიური წარმოება

მაჰმუთბეის  დასახლ.  ქუჩა-2477, N:23

ბაღჯილარი /სტამბული

წარმოების ადგილი: 

ს.ს. ქოჩაქ ფარმას წამლის და ქიმიური წარმოება

ორგანული წამოების რეგიონი

ჩერქეზქოი/თექირდაღი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია   27.06.2022-ში    დამოწმებულია.      KT 4208-02

თარჯიმანი ნაილა იდნოევი