პროგესტან 200მგ

პროგესტან 200მგ

price: ₾21.90

ანოტაცია

PROGESTAN 200mg რბილი კაფსულა

გამოიყენება როგორც ორალურად, ასევე ვაგინალურად

  • აქტიური ნივთიერება: ყოველი რბილი კაფსულა შეიცავს 200მგ ნატურალურ მიკრონიზირებულ პროგესტერონს
  • დამხმარე ნივთიერება: შუალედური ზეთი, ლეციტინი (სოიო), ცხოველური ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი

 

ვიდრე ამ წამლის გამოყენებას დაიწყებთ, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ანოტაციას, ვინაიდან შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ წინამდებარე ანოტაცია. შესაძლოა, სხვა დროს ისევ გამოგადგეთ.
  • თუ დამატებითი კითხვა გაგიჩნდათ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან აფთიაქს.
  • ამ პრეპარატის რეცეპტი პერსონალურად თქვენთვის იქნა გამოწერილი და სხვას ნუ გადასცემთ.
  • ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, შეატყობინეთ ექიმს, რომ თქვენ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე, რაც ამ ანოტაციშია  გაწერილი. პრეპარატი მიიღეთ იმ დოზით, რაც ექიმმა დაგინიშნათ.

ანოტაცია შეიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. რა არის PROGESTAN და რისთვის გამოიყენება?
  2. რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე დავიწყებთ PROGESTAN გამოყენებას?
  3. როგორ გამოვიყენოთ PROGESTAN?
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები რა არის?
  5. PROGESTAN შენახვისა და მოხმარების წესები

 

სარჩევი

1.     რა არის PROGESTAN და რისთვის გამოიყენება?

PROGESTAN არის ერთ რბილ კაფსულაში მოთავსებული 200მგ ნატურალური პროგესტერონი, რომელიც შედის პროგესტროგენის ჯგუფში. PROGESTAN შეიცავს ცხოველურ ჟლატინს.

ყოველ ყუთში არის 15 და 30 რბილი კაფსულა.

PROGESTAN;

ორალურად:

  • პროგესტერონის უკმარისობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ;
    • პრემენსტრუალური სინდრომი
    • არეული მენსტრუალური ციკლი
    • კეთილთვისებიანი მასტოპათია
    • პრემენოპაუზა
    • მენაპაუზაში (ესტროგენით მკურნალობის შემავსებელი)

ვაგინალურად:

  • საკვერცხის უკმარისობის ანდა სრული დეფიციტის შემთხვევაში პროგესტერონით მხარდაჭერად
  • ინვიტრო განაყოფიერების (IVF პროცედურები) ციკლების დროს ლუტეალური ფაზის მხარდასაჭერად
  • უშვილობის მკურნალობისას
  • მუცლის მოშლის საშიშროების ანდა ორსულობის მე-12 კვირამდე ლუტეალური უკმარისობის მიზეზით გამოწვეული განმეორებითი მუცლის მოშლის თავიდან ასაცილებლად

 

2.     რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე დავიწყებთ PROGESTAN გამოყენებას?

სამედიცინო ისტორია და რეგულარული კონტროლი

მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის რისკების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს მკურნალობის დაწყება ან დაწყებული მკურნალობის გაგრძელება.

ადრეულ მენოპაუზის (საკვერცხის უკმარისობის ან ოპერაციის შემდგომი) მქონე ქალებში მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია. თუ ადრეული მენოპაუზა გაქვთ, მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის რისკები სხვადასხვა შეიძლება იყოს. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

 

მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის დაწყებამდე (ანდა ხელახლა დაწყებამდე)ექიმი შეგეკითხებათ თქვენი და თქვენი ოჯახის სამედიცნო ისტორიის შესახებ. შესაძლოა, ექიმმა გადაწყვიტოს ფიზიკური გამოკვლევა. ეს შეიძლება მოიცავდეს მამოლოგიურ გამოკვლევას, მუცლის ან/ანდა საჭიროების შემთხვევაში, მუცლისღრუს შიდა გამოკვლევას.

 

მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის დაწყების შემდეგ საჭიროა რეგულარული ვიზიტი და კონტროლი ექიმთან (სულ მცირე ერთხელ წელიწადში). კონტროლის დროს ექიმთან ისაუბრეთ მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის როგორც სარგებელზე, ასევე რისკებზე.

 

ექიმის რჩევის შესაბამისად რეგულარულად ჩაიტარეთ მკერდის სკანირება.

 

თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე გესადაგებათ, არ მიიღოთ PROGESTAN. თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეში მაინც გეპარებათ ეჭვი, PROGESTAN მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

არ მიიღოთ PROGESTAN შემდეგ შემთხვევებში

  • თუ გქონდათ მკერდის სიმსივნე ან ეჭვობთ მის არსებობას
  • თუ ეტროგენის მიმართ მგრძნობიარე, მაგალითად საშვილოსნოს კედლის სიმსივნე (ენდომეტრიუმი) გაქვთ ან ეჭვობთ მის არსებობას
  • თუ ნებისმიერი გაურკვეველი სახის ვაგინალური სისხლდენა გაქვთ
  • თუ ქვედა კიდურების (ღრმა ვენოზური თრომბოზი) ანდა ფილტვის (ფილტვის ემბოლია) კაპილარებში სისხლის კოლტებია (თრომბოზი)
  • თუ სისხლის შედედების დარღვევაა (პროტეინ C, პროტეინ S ან ანტიტრომბული უკმარისობა)
  • თუ გაქვთ გულის შეტევა ან სისხლძრღვებში თრომბის შედეგად გამოწვეული დაავადება, როგორიცაა ინსულტი ან სტენოკარდია
  • თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის დაავადება და ღვიძლის ფუნქცია არ დაბრუნებია ნორმალურ რიტმს
  • თუ გაქვთ „პორფირია“ სახელით ცნობილი და თქვენს ოჯახში გადატანილი (მემკვიდრეობითი) იშვიათი სისხლის დაავადება
  • თუ ცერებრალური სისხლდენა გაქვთ
  • ორსულობაა, მაგრამ ნაყოფი დაღუპულია საშვილოსნოში
  • ლაქტაციის დროს (იხ. ორსულობა და ლაქტაცია)
  • თუ პროგესტერონის ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ (ნაწილ 6-ში ჩამოთვლილია) გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა)
  • თუ სოიოს მიმართ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა)

თუ ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე PROGESTAN მიღების პირველივე ჯერზე გამოიკვეთა, დაუყოვნებლად შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს.

 

ყურადღებით მიიღეთ PROGESTAN შემდეგ შემთხვევებში

ვიდრე დაიწყებთ PROGESTAN მიღებას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცეფტთან.

როდის უნდა მიიღოთ მენოპაუზის ჰორმონალური პერსონალური მკურნალობა

თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი საკითხი იწვევს ეჭვს თქვენში ან მოცემულ მომეტში გაქვთ, ვიდრე დაიწყებთ მკურნალობას, მიმართეთ ექიმს. ეს ყოველივე შეიძლება განმეორდეს ან გართულდეს მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის პერიოდში. თუ ასეა, უფრო ხშირად აკონტროლეთ ტქვენი მდგომარეობა ექიმთან:

  • საშვილოსნოს ფიბრომა (სიმსივნური წარმონაქმნები);
  • საშვილოსნოსაგრე საშვილოსნოს კედლის გადიდება (ენდომეტრიოზი) ანდა საშვილოსნოს კედლის გადაჭარბებული ზრდის ისტორია (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია);
  • სისხლის შედედების მომატების რისკი (იხ. „სისხლძრღვებში თრომბი (თრომბოზი)“);
  • ესტროგენზე მგრძნობიარე კიბოს განვითარების რისკი (მაგ. მკერდის სიმსივნეგადატანილი დედა, და ანდა ბებია);
  • ქვები ნაღვლის სადინარში;
  • თავის ძლიერი ტკივილები;
  • სხეულის მრავალი ორგანოზე გავლენის მქონე იმუნური სისტემის დაავადება (სისტემური წითელი მგლურა, ჭინჭრის ციება);
  • ხმაური ყურებში და სმენადობაზე მოქმედი დაავადება (ოტოსკლეროზი);
  • სისხლში მომატებული ცხიმის შემცველობა (ტრიგლიცერიდები);
  • გულის ან თირკმელების პრობლემებიდან გამომდინარე სითხის შეკავება.

მიატოვეთ PROGESTAN მოხმარება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს

თუ მენოზპაუზის ჰორმონალური მკურნალობისას ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე შეამჩნიეთ:

  • ნებისმიერი სიმპტომი განყოფილებიდან „არ მიიღოთ PROGESTAN
  • კანის და თვალის თეთრი საფარველის სიყვითლე (სიყვითლე). ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის დაავადების მაჩვენებელი;
  • წნევის ძლიერი მატება (სიმპტომები თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა);
  • პირველი შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი;
  • უეცარი ან პერიოდული, ნაწილობრივი ან სრული მხედველობის დაკარგვა;
  • პროპტოზი (თვალის ადგილის შეცვლა წინ წამოწევით) ან დიპლოპია (გაორებული ხედვა);
  • პაპილოედემა (ოპტიკური ნერვის შეშუპება);
  • ბადურის სიხლძარღვთა დაზიანებები (თვალის დაავადებები);
  • დადასტურებული ორსულობა, ნაადრევი მშობიარობის მკურნალობა
  • თუ შეამჩნევთ სისხლის შედედების ნიშნებს, მაგალითად:
  • ქვედა კიდურების შესიება და სიწითლე;
  • უეცარი ტკივილი მკერდში;
  • გართულებული სუნთქვა;

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „სისხლძრღვებში თრომბი (თრომბოზი)“;

შენიშვნა: PROGESTAN კონტრაცეპტივი არ არის. თუ ბოლო მენსტრუალური ციკლიდან გასულია 12 თვეზე ნაკლები დრო ანდა 50 წელზე ნაკლების ხართ, არსასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, სავარაუდოდ, საჭირო იქნება კონტრაცეპტივის გამოყენება. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

 

მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობა და სიმსივნე

საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მომატებული გასქელება (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) და საშვილოსნოს ლოწროვანი გარსის სიმსივნე (ენდომეტრიუმის სიმსივნე)

მხოლოდ ესტროგენის შემცველმა მენოპაუზის ჰორმონალურმა მკურნალობამ შესაძლოა გაზარდოს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მომატებული გასქელება (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) ან საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის სიმსივნე (ენდომეტრიუმის სიმსივნე). PROGESTAN შემავალი პროგესტერონი დაგიცავთ ამ ექტრემალური რისკისგან.

 

მოულოდნელი სისხლდენები

PROGESTAN მიღების დროს თვეში ერთხელ იქნება სისხლდენა (ცნობილი, როგორც მოხსნის სისხლდენა). მაგრამ თვეში მოსალოდნელი სისხლდენის გარდა თუ იქნა მოულოდნელი სისხლდენა ან თუნდაც სისხლის წვეთი:

  • პირველი 6 თვე და მეტი გრძელდება;
  • PROGESTAN მიღებიდან 6 თვის შემდეგ დაიწყო;
  • PROGESTAN მიღების შეწყვეტის შემდეგ დაიწყო.

შესაძლებლობისდაგვარად მოკლე დროში მიმართეთ ექიმს.

მკერდის სისმსივნე

კვლევები აჩვენებს, რომ მკერდის სიმსივნის რისკის ზრდა მოდის კომბინირებული ესტროგენ-პროგესტერონის და უფრო მეტად მხოლოდ ესტროგენით მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის ფონზე. დამატებიტი რისკია დამოკიდებულია, თუ რა ოდენობით მიიღება მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობა. დამატებითი  რისკი მხოლოდ რამდენიმე წელში ვლინდება. ამასთანავე, მკურნალობის დასრულებისთანავე რამდენიმე წელიწადში (5 წელი) ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება.

 

შედარება

50-79 ასაკის ქალებში, რომლებიც გადიან მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის კურსს და 5 წელზე მეტია დასმული აქვთ ძუძუს სიმსივნის დიაგნოზი, 1000 მომხმარებლიდან 9-დან17-მდე მერყეობს. 50-79 ასაკის ქალებში, რომლების 5 წელზე მეტია გადიან ესტროგენ-პროგესტერონის მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობისს კურსს, 1000 მომხმარებლიდან 13-სა და 23 შემთხვევამდე მერყეობს (ანუ ექტრა 4-დან 6-მდე).

გაიარეთ მამოლოგიური შემოწმება რეგულარულად. თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს:

  • ჩაღრმავებები კანზე;
  • ცვლილებები ძუძუს თავზე;
  • თვალით ან ხელით შესამჩნევი კვანძები

ამასთან, დამატებით გირჩევენ გაიაროთ მამოგრაფიული სკრინინგის პროგრამა. მამოგრაფიული სკრინინგის დროს მომსახურე პერსონალს/ექთანს მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ თქვენ გადიხართ მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის კურსს, ვინაიდან რენტგენის სხივებმა შესაძლოა გაზარდოს მკერდის სიმკვრივე, რაც გავლენას იქონიებს მამოგრაფიის შედეგზე. მამოგრაფმა შესაძლოა ვერ გამოაჩინოს ყველა კვანძი მკერდის გამკვრივების ადგილებში.

 

საკვერცხეების სიმსივნე

საკვერცხეების სიმსივნე იშვიათია - ძუძუს სიმსივნესთან შედარებით იშვიათია. მხოლოდ მცირე რისკია იმისა, რომ ესტროგენით ან ესტროგენ-პროგესტერონით მენოპაუზის ჰორმპნალური კურსით მკურნალობამ გამოიწვიოს საკვერცხეების სიმსივნე.

საკვერცხეების სიმსივნის რისკი იცვლება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 50-54 ასაკის ქალებში, რომლებიც 5 წლის პერიოდში გადიან მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის კურსს, 2000 მომხმარებლიდან 2-ში დაისმება საკვერცხის სიმსივნიუს დიაგნოზი. ვინც 5 წელია მკურნალობს, 2000 მომხმარებლიდან შესაძლოა იყოს 3 შემთხვევა (1 ექსტრა შემთხვევა).

 

მენოპაუზის ჰორმონალური მურნალობის კურისს გავლენა გულსა და სისხლძარღვებზე

სისხლძარღვებში თრომბი (თრომბოზი)

სისხლძარღვებში თრომბის რისკი, განსაკუთრებით მონოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის პირველ წელს, 1.3-3-ჯერ მეტია, ვიდრე მათში, ვინც არ გადის ამ კურსს.

 

შესაძლოა თრომბი სერიოზული იყოს და თუ დაიძრა ფილტვებისკენ, შესაძლოა იყოს მკერდში ტკივილი, ჰაერის უკმარისობა,  გულის წასვლა ან ფატალური შედეგიც.

 

ასაკის მატებასთან ერთად მატულობს სისხლძარღვებში თრომბის რისკი და თუკი ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე შეამჩნიეთ დაუკვაშირდით ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია:

  • დიდი ხანი არ მოძრაობთ მძიმე ოპერაციის, ტრავმის ან დაავადების გამო (გარდა ამისა იხილეთ განყოფილება 3, თუ ოპერაცია გარდაუვალია);
  • სერიოზული წონის მატების პრობლემის შემთხვევაში (BKI > 30კგ/მ2);
  • თუ ხანგრძლივად იღებთ თრომბის საწინააღმდეგო წამალს და არის თრობმის სერიოზული პრობლემა;
  • თუ ახლო ნათესავებში იყო ან არის თრომბის პრობლემა ქვედა კიდურებში, ფილტვებში ანდა სხვა ორგანოებში;
  • სისტემური წითელი მგლურა (ჭინჭრის ციება);
  • სიმსვნური დაავადებაა;

თრომბის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ „შეწყვიტეთ PROGESTAN მიღება და მიმართეთ ექიმს“.

შედარება

50 წლის ასაკის ქალებში, რომლებიც არ გადიან მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის კურსს, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში 1000 მომხმარებდიდან 4-დან 7-მდე თრომბის  შემთხვევა შეიმჩნევა.

50 წლის ასაკის ქალებში, რომლებიც გადიან მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის კურსს 5 წელზე მეტია, 1000 მომხმარებლიდან 9-დან 12-მდე შემთხვევა ფიქსირდება (5 ექტრა შემთხვევა).

 

გულის დაავადება (გულის შეტევა)

არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მენოპაუზის ჰორმონალური კურსთ მკურნალობა თავიდან აგაცილებთ გულის შეტევას.

 

60 წლის და ზემოთ ასაკის ქალებში, ვინც გადის ესტროგენ-პროგესტერონის მონოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის კურსს უფრო მეტია გულის დაავადების შანსი, ვიდრე მათში, ვიონ ამ მკურნალობას არ გადის.

 

ინფარქტი

ინფარქტის რისკი მონოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის კურსის მომხმარებლებში 1,5-ით მეტია, ვიდრე მათში, ვინც არ გადის ამ მკურნალობის კურსს.

 

შედარება

50 წლის ასაკის ქალებში, რომლებიც არ გადიან მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის კურსს, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში 1000 მომხმარებდიდან 8-ში ინფარქტის  შემთხვევა შეიმჩნევა.

50 წლის ასაკის ქალებში, რომლებიც გადიან მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის კურსს 5 წელზე მეტია, 1000 მომხმარებლიდან 11 შემთხვევა ფიქსირდება (3 ექტრა შემთხვევა).

 

სხვა შემთხვევები

მონოპაუზის ჰორმონალური კურსით მკურნალობა თავიდან ვერ აგაცილებთ მეხსირების დაკარგვას. არის მეხსიერების დაკარგვის გარკვეული შემთხვევები იმ ქალებში, ვინაც მენოპაუზის მკურნალობის კურსი დაიწყო 65 წელს ზემოთ. რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

 

ბავშვები

PROGESTAN მკურნალობა მიუღებელია ბავშვებში.

 

PROGESTAN მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ორალურად მიიღეთ მხოლოდ ჭამის შემდეგ.

 

ორსულობა

ვიდრე მიიღებთ წამალს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცეფტთან.

 

თუ მკურნალოიბის პერიოდში დადგა ორსულობა, მაშინვე შეწყვიტეთ PROGESTAN მიღება.

 

ლაქტაცია

ვიდრე მიიღებთ წამალს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცეფტთან.

ვიდრე მიიღებთ ამ წამალ ორალურად ლაქტაციის პერიოდში, მიმართეთ ექიმს.

ლაქტაციის პერიოდში ნუ გამოიყენებთ PROGESTAN ვაგინალურად.

 

ავტომობილის და დანადგარების მართვა

შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა, ამიტომ ავტომობილთან და დანადგარების მართვისას ყურადღებით იყავით. თუ პრეპარატს მიირებთ დაძინებამდე, ეს მოვლენები შემცირდება.

PROGESTAN ვაგინალურადც მიღებას აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილისა და დანადგარის მართვისას.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია PROGESTAN შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების შესახებ

PROGESTAN შეიცავს არაქისის ზეთს (შუალედურ ზეთს). თუ გაქვთ ალერგია არაქისისა და სოიოს მიმართ, არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი.

 

PROGESTAN შეიცავს ლეციტინს (სოიოს).  თუ გაქვთ ალერგია არაქისისა და სოიოს მიმართ, არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი.

 

მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

PROGESTAN შესაძლოა იქონიოს გავლენა სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. გარდაცამისა, ზოგმა პრეპარატმა შესაძლოა საწინააღმდეგო რეაქცია გამოავლინის PROGESTAN ან მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის კურსთან მიმართებაში. ეს ეხება შემდეგ პრეპარატებს:

  • ეპილეფსიის პრეპარატები (ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინის მსგავსი);
  • ტუბერკულოზის პრეპარატები (რიფამპიცინი, რიფაბუტინი და მსგავსი);
  • აივ ინფექციის პრეპარტატები (ნევირაპინი, ეფავირენზი, რატონავირი, ნელფინავირი და მსგავსი);
  • St.John`s Wort (ჰიპეტიკუმ პერფორატუმ) მცენარეული პრეპარატები;
  • ბრომოკრიპტინი, გამოიყენება ჰიპოფიზის ჯირკვლის ანდა პარკინსონის დაავადების პრობლემებისთვის;
  • ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის მოსაწესრიგებლად);
  • კეტოკონაზოლი, გრიცეოფულვინი, ტერბინაფინი (სოკოვანი დაავადებებისთვის);
  • შარდმდენი საშუალებები;
  • ანტიბიოტიკები (ამპიცილინი, ტეტრაციკლინი);
  • ანტისტეროიდები (მედროქსიპროგესტერონის აცეტატი, მეგესტროლი, ამინოგლუტემიდი);
  • სისხლის შედედების მოსაგვაგრებელი პრეპარატები (კუმარინები, ფენინდიონის მსგავსი);
  • დიაბეტური პრეპარატები;
  • გადაუდებელი კონტრაცეპტივები (ულიპროსტალის აცეტატი);
  • დიაზეპამი;
  • ტიზანიდინი (გაფანტული სკლეროზისთვის);

თუ უახლოეს წარსულში  მიგიღიათ ან ახლა იყენებთ ურეცეპტო პრეპარატებს, რომლებიც თუნდაც მცენარეულია ან შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს და გაიარეთ მასთან კონსლუტაცია.

 

ლაბორატორიული კვლევები

ვინდაინ მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობის კურსი ზოგიერთ ანალიზზე ახდენს გავლენას და თუ იკეთებთ სისხლის ანალიზს, აუცილებლად გააფრთხილეთ მომსახურე პერსონალი ამის შესახებ.

 

თუ უახლოეს წარსულში  მიგიღიათ ან ახლა იყენებთ ურეცეპტო ან რეცეპტიან პრეპარატებს, გთხოვთ ჩააყენეთ საქმის კურსში ექიმი ან ფარმაცერფტი.

 

3.     PROGESTAN როგორ გამოიყენება?

მითითებები შესაბამისი დოზისა და მიღების წესის შესახებ:

PROGESTAN მკურნალობისას ზედმიწევნით შეასრულეთ მკურნალი ექიმის მითეთებები, თუ შეკითხვა გაგიჩნდებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

 

ორალური გზით მიღება:

  • პრემენსტრუალური სინდრომის, კეთილთვისებიანი მასტოპათიის, მენოპაუზის წინა პერიოდში დღიური ნორმა 200 – 300 მგ-ა.
  • მენტრუალური ციკლის დარღვევების დროს, სისხლდენის მოწერიგებამდე ორალური დოზა 200 – 300 მგ -ა.
  • მხოლოდ ესტროგენები არ არის რეკომენდირებული მენოპაუზის ჩანაცვლებითი მკურნალობის დროს. დღეში 100 გრ / 2 ჯერ ან ძილის წინ 200 გრ-იანი დოზა უნდა მიიღოთ.

 

ვაგინალური გზით მიღება:

  • ლუტეალური უკმარისობის მიზეზით გამოწვეული განმეორებითი მუცლის მოშლის თავიდან ასაცილებლად, ორსულობის მე-12 კვირამდე გაყოფილი ორი დოზა გამოიყენება დღეში 200 მგ-დან 400 მგ-მდე.
  • ინვიტრო განაყოფიერების (IVF პროცედურები) ციკლების დროს ლუტეალური ფაზის მხარდასაჭერდ; HSG ინექციის დღიდან ორსულობის მე-12 კვირამდე დღეში ორჯერ 400 მგ-დან 600 მგ-მდე მიიღება;
  • ლუტეალური ფაიზს მხარდაჭერა სპონტანური ან სტიმულირებული ციკლების დროს: განსაკუთრებით უშვილობისთვის შეთავაზებულია ციკლის მე-17 დღიდან 10 დღის განმავლობაში 2 დოზა დღეში 200 მგ-დან 300 მგ-მდე. მკურნალობა ტემპში გრძელდება ორსულობის მე-12 კვირამდე მენტრუაციის და ორსულობის გარეშე.
  • საკვერცხეების პრობლემის მქონე ქალებში ესტეროგენით თერაპიის დანამატის სახით: ციკლის მე-13 და მე-14 დღეს დღეში 100 მგ მიკრონიზირებული პროგესტერონი, ციკლის მე-15 დღიდან 25-ე დღემდე დღეში ორი დოზა გაყოფილი 200 მგ მიკრონიზირებული პროგესტერონი, ციკლის 26-ე დღიდან ადრეულ ორსულობამდე დღეში 600 მგ-მდე 3 დოზის მიღებაა საჭირო. ამ დოზით მკურნალობა 60 დღემდე ან ორსულობის მე-12 კვირამდე გრძელდება.

 

გამოყენების გზა და მეთოდი:

PROGESTAN მიიღება ორალური ან ვაგინალური გზით.

 

ორალური გზით:

კაფსულა მიიღეთ 1 ჭიქა წყლით.

მიიღეთ საკვების შემდეგ.

ვინაიდან იწვევს ძილიანობას, უმჯობესია მიიღოთ ძილის წინ.

 

ვაგინალური გზით:

მოათავსეთ კაფსულა ღრმად საშოში.

 

 

ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

PROGESTAN ბავშვებში არ გამოიყენება.

 

გამოყენება ასაკიან პაციენტებში:

იწყება უმცირესი დოზიდან.

 

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

ღვიძლის უკმარისობა:

არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ღვიძლის სერიოზული უკმარისობის შემთხვევაში.

 

თირკმელების უკმარისობა:

ყურადღებით გამოიყენეთ თირკმელების უკმარისობის დროს.

  • თუ ექიმი რაიმე სხვა დანიშნულებას არ მოგცემთ, მიჰყევით ანოტაციას;
  • არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება;
  • ექიმი გაცნობებთ PROGESTAN მკურნალობის ვადას. მკურნალობას ნუ შეწყვეტთ ვადაზე ადრე.

 

თუ PROGESTAN მკურნალობისას შეამჩნიეთ პრეპარატის გადაჭარბებული მოქმედება ან არ არის რაიმე რექაცია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

 

მგზავრობის შემთხვევაში თან ატარეთ პრეპარატის ყუთი.

 

თუ ორალური გზით ზედმეტი დოზა მიიღეთ გექნებათ შემდეგი ჩივილები: თავბრუსხვევის შეგრძნება, დაღლილობა ან ტკივლის ხშირი შეგრძნება.

 

თუ ვაგინალური გზით ზედმეტი დოზა მიიღეთ, გექნებათ შემდეგი ჩივილები: თავბრუსხვევის შეგრძნება ანდა დაღლილობა.

 

თუ დაგავიწყდათ PROGESTAN დოზის მიღება:

თუ დაგავიწყდათ მიღება და დროულად შენიშნეთ, მიიღეთ შესაბამისი დოზა და შემდგომი დოზა მიიღეთ შესაბამისად.

გამოტოვებული დოზის აღსადგენად ორმაგ დოზას ნუ მიიღებთ.

 

PROGESTAN მკურნალობის დასრულების დროს შესაძლო მოვლენები:

PROGESTAN მკურნალობის დასრულებისას რაიმე ეფექტი არ იქნება.

 

4.     შესაძლო გვერდითი მოვლენები რა არის?

როგორც ყველა პრეპარატს, ისევე PROGESTAN, მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების პერსონალური გადაუტანლობა ახასიათებს.

ორალური გზით მიღება:

თუ ქვემოთჩამოთვლილათაგან ერთი მაინც შეამჩნიეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან მიაკითხეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო მიმღებს:

  • ძუძუში მცირე სიმაგრე;
  • ტკივილი მუცელში, შეშუპება ანდა დარბილება;
  • კანკალი ან ციება;
  • შაკიკის თავისტკივილი;
  • მოკლე შესუნთქვები ანდა ასთმა;
  • გულის ან თირკმელის პრობლემები;
  • ვაგინადან არანორმალური სისხლდება;
  • დეპრესია;
  • წვივებსა და მკერდში ტკივილი; სუნთქვის მოულოდნელი შეჩრება ან მკლავის, ფეხის, გულისა და ფილტვებში მოსალოდნელი თრომბის მაჩვენებელი სისხლიანი ნახველი;
  • თავის სერიოზული ტკივილი, პირღებინება, თავბრუსხვევა, გულისწავლა ან მხედველობისა და საუბრის ცვლილება; თავის ტვინსა და თვალში მოსალოდნელი თრომბის წარმოქმნა ხელ-ფეხის დაბრუჟება და სისუსტე.

ეს ყოველივე სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ ამათგან რომელიმეს გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ PROGESTAN მიმართ ალერგიული ბრძანდებით.

 

ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათად გამოიხატება.

 

თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს შენიშნავთ, მიმართეთ ექიმს:

ხშირია:

  • დარღვეული პერიოდები,
  • ამენორეა (ციკლის შეწყვეტა),
  • შუალედური სისხლდენა,
  • თავის ტკივილი.

 

ნაკლებად ხშირია:

  • მასტოდინია (ძუძუს ტკივილი),
  • დაბრუჟება,
  • თავბრუსხვევა,
  • პირღებინება,
  • დიარეა,
  • ყაბზობა,
  • ქოლესტაზური სიყვითლე (კანისა და თვალის სიყვითლე),
  • ქავილი (ძლიერი ქავილი),
  • აკნე.

 

იშვიათია:

  • გულისრევის შეგრძნება (დისკომფორტი კუჭში).

 

ძალიან იშვიათია:

  • დეპრესია,
  • ურტიკარია (კანის ქავილიანი გამონაყარი),
  • ქლოაზმა (კანის ღია ან მუქი ყავისფერი დალაქავება)

 

ეს PROGESTAN მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.

 

ქვემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შემჩნეული იყო სხვა მენოპაუზის ჰორმონალური მკურნალობისას:

  • ნაღვლის ბუშტის დაავადება,
  • კანის სხვადასხვა დაზიანებები,
    • ქლოაზმა (საორსულო ლაქად წოდებული, განსაკუთრებით სახესა და ყელზე კანის ფერის ცვლილება),
    • კვანძოვანი ერითემა (მტკივნეული შეწითლებული კანის კვანძები),
    • მულტიფორმული ერითემა (სამიზნისმაგვარი დაზიანებები ან წყლული),
  • ძუძუს ტკივილი (მასტოდინია),
  • ვასკულარული პურპურა,
  • 65 ასაკის ზემოთ დემენცია,
  • შეშუპება,
  • წონის ცვალებადობა,
  • ცვლილებები ლიბიდოში (მომატება ან სექსუალური მოთხოვნილების შემცირება),
  • დეპრესია,
  • სიწითლე,
  • გამონაყარი (ლაქების მსგავსი ანდა წითელი, ანთებითი კანი),
  • მელაზმა (კანზე ყავისფერი ან შავი ლაქები),
  • სიცხე,
  • უძილობა (ძილის ხარისხის და ხანგრძლივობის შემცირება),
  • ალოპეცია (თმისცვენა),
  • მენსტრუაციის დარღვევა,
  • ამენორეა (მენსტრუაციის შეწყვეტა).

 

ვაგინალური გზით მიღება:

თუ ქვემოთჩამოთვლილათაგან ერთი მაინც შეამჩნიეთ, მიმართეთ ექიმს.

  • ვაგინალური სისხლდენა ან გამონადენი
  • ძლიერი ქავილი (შემაწუხებელი, ზედაპირზე წვა ან ჩხვლეტის შეგრძნებები)

 

თუ მკურნალობის პერიოდში ისეთი გვერდითი მოვლენა დაგიდგათ, რაც აქ არ არის ჩამოთვლილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

 

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ დადგა ისეთი გვერდითი მოვლენები, რაც აღწერილია ან არ არის აღწერილი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

გარდა ამისა, გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია შეიძლება ატვითოთ გვერდიდან www.titck.gov.tr, განყოფილებაში „პრეპარატის გვერდითი მოვლენის შეტყობინება“ (İlaç Yan etki Bildirim) ანდა დაუკავშირდეთ თურქეთის ფარმაკორეგულაციის ცენტრს (Türkiye farmakovijilans Merkeziö TÜFAM) ნომერზე 0 800 314 00 08. წარმოქმნილი გვერდითი ეფექტებს შეტყობნებით, თქვენ წვლილს შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც მოიხმართ.

 

 

5.     PROGESTAN შენახვის წესი

შეინახეთ PROGESTAN ბავშვებისათვს მიუწვდომელ ადგილას თავისივე შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25◦C .

 

არ გამოიყენოთ PROGESTAN ყუთზე, ბლისტერსა და შეფუთვაზე დატანილი ვადის გასვლის შემდეგ.

არ მოიხმაროთ PROGESTAN თუ შეამჩნიეთ რაიმე დაზიანება მასზე ან მის შეფუთვაზე.

 

ვადაგასული ან უხმარი პრეპარატები არ გადაყაროთ ნაგავში, გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტოს მიერ მითითებულ შემგროვებელ სისტემას.