პოტ აუტ 880მგ

პოტ აუტ 880მგ

price: ₾70.00

გამოყენების ინსტრუქცია

POT-OUT 880 მგ/1 გ გრანულა მიიღება პერორალურად ან რექტალურად.

აქტიური ნივთიერება: 1 გრამი გრანულა 880 მგ კალციუმის პოლისტიროლის სულფონატს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილის ცელულოზა, ნატრიუმის ციკლამატი, ვანილის არომატი.

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
  • თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;
  • მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
  • ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემულიწესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

 აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

  1. რა არის POT-OUT და რისთვის გამოიყენება?
  2. POT-OUT -ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
  3. როგორ უნდა მიიღოთ POT-OUT?
  4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
  5. როგორ შეინახოთ POT-OUT?

1.     რა არის POT-OUT და რისთვის გამოიყენება?

POT-OUT არის სამედიცინო პროდუქტი გრანულების სახით, რომელიც მიეკუთვნება სისხლში მაღალი კალიუმის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს.

POT-OUT  შეიცავს კალციუმის პოლისტიროლის სულფონატს. თითიეული 15 გრამი POT-OUT-ის შემცველი 20, 60 და 120 პაკეტიანი კოლოფების სახით არის წარმოდგენილი და ხელმისაწვდომი.

იგი გამოიყენება სისხლში მაღალი კალიუმის სამკურნალოდ:

  • იგი გამოიყენება თირკმელების უკმარისობის მქონე დიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებში დიალიზის სესიებს შორის შრატში კალიუმის მაღალი შემცველობის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის;
  • კალიუმით მოწამვლის სამკურნალოდ.

2.     POT-OUT-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

POT-OUT-ი არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში

  • თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა POT-OUT-ის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ,
  • თუ გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოპოტაშემია),
  • თუ გაქვთ სისხლში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციემია) და მისი თანმხლები მდგომარეობები, მაგალითად, პარათირეოიდული ჰორმონის ჭარბი რაოდენობა (ჰიპერპარათირეოზი), ძვლის ტვინის კიბო (მრავლობითი მიელომა), მრავალი ორგანოს მომცველი დაავადება სარკოიდოზი  ან  გავრცელების მაჩვენებელი კიბო  (მეტასტაზური კარცინომა),
  • თუ გაქვთ ნაწლავის ობსტრუქციული დაავადება,
  • ახალშობილებში.

POT-OUT -ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

  • თუ თქვენ ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში  იცავთ კალციუმის შემცველ დიეტას ან იღებთ კალციუმის შემცველ სხვა მედიკამენტებს, აუცილებელია სისხლში კალციუმის რეგულარული შემოწმება.
  • რეკომენდებულია სისხლში კალიუმის დონის მონიტორინგი, რათა თავიდან აიცილოთ სისხლში კალიუმის დონის ნორმაზე დაბლა დაშვება.
  • თუ თქვენ გაქვთ სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე (ჰიპომაგნიემია),
  • თუ იყენებთ დიგიტალურ წამლებს, რომლებიც გულის დაავადებების დროს გამოიყენება,
  • თუ იყენებთ მაგნიუმის შემცველ ნაწლავების გამააქტიურებლებს (საფაღარათო საშუალებებს),
  • თუ იყენებთ შარდმდენ (დიურეზულ) პრეპარატებს,
  • თუ იყენებთ მედიკამენტებს ტეტრაციკლინის შემცველობით რომელიც ანტიბიოტიკია (ამ რომელიმე წამალთან ერთად POT-OUT-ის მიღებისას შუალედური დრო სულ მცირე 2 საათი უნდა იყოს),
  • თუ იყენებთ რკინის პრეპარატებს (ამ რომელიმე წამალთან ერთად POT-OUT -ის მიღებისას შუალედური დრო სულ მცირე 2 საათი უნდა იყოს),
  • თუ იყენებთ ანტიქოლინერგულ (ნერვული სისტემის და გლუვკუნთოვანი ქსოვილის სტიმულაციის შემამცირებელ) პრეპარატებს,
  • არ უნდა იქნას გამოყენებული სორბიტოლთან ერთად, რომელიც გამოიყენება როგორც დამატკბობელი ან ნაწლავის მასტიმულირებელი საშუალება.
  • ბავშვებში რექტალურად გამოყენებისას,
  • სიფრთხილეა საჭირო პერორალური მიღებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული სასუნთქი გზების ობსტრუქცია (ასპირაცია). ყურადღებით დაკვირვება უნდა განხორციელდეს პაციენტებზე რომლებიც იყენებენ ფისს, რათა თავიდან აცილებულ იქნეს ფილტვებთან და ბრონქულ სადინარებთან დაკავშირებული (ბრონქოფილტვისმიერი) მოულოდნელი გართულება-სასუნთქი გზების ობსტრუქცია (ასპირაცია) 

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

POT-OUT-ის  მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

კალციუმის პოლისტიროლის სულფონატის მოხმარება განსაკუთრებით საჭმელთან და სასმელთან ერთადაა რეკომენდირებული. POT-OUT გამოიყენება სითხეში ან საკვებში შერევით. 1 პაკეტი (15 გრამი) POT-OUT უნდა შეურიოთ 100 მლ წყალს, რძეს, ჩაის ან ყავას და დალიოთ (უშუალოდ გრანულების გარე საფარის დაზიანებამდე). ვინაიდან ხილის წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, ის არ უნდა იქნას გამოყენებული მოსამზადებლად და არ უნდა მიირთვათ გამოყენების შემდეგ. გემოს გასაუმჯობესებლად შეიძლება დაემატოს თაფლი, სიროფი, შაქარი, დამატკბობელი.

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

POT-OUT-ისთვის კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს რაიმე ზემოქმედების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებას ორსულობაზე, ბავშვის განვითარებაზე საშვილოსნოში, მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე. სიფრთხილეა საჭირო ორსულ ქალებში გამოყენებისას. როგორც ყველა სხვა წამლის შემთხვევაში, ამ პერიოდის განმავლობაშიც ნებისმიერი წამლის გამოყენება  რეკომენდირებულია ექიმის შეხედულებისამებრ სარგებელი/რისკის  ურთიერთობის გულდასმით შეფასებით.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წამლის მავნე ზემოქმედება დღემდე არ არის დაფიქსირებული, არ არსებობს ამ პრეპარატის კონტროლირებადი კვლევები მეძუძურ ქალებში. უცნობია გადადის თუ არა პოლისტიროლის სულფონატი დედის რძეში. როგორც ყველა სხვა წამლის შემთხვევაში, მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული. როგორც ყველა სხვა წამლის შემთხვევაში, ამ პერიოდის განმავლობაშიც ნებისმიერი წამლის გამოყენება  რეკომენდირებულია ექიმის შეხედულებისამებრ სარგებელი/რისკის  ურთიერთობის გულდასმით შეფასებით.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

არანაირი ეფექტი არ არის ცნობილი.

POT-OUT -ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

POT-OUT შეიცავს 13 მგ ნატრიუმის ციკლამატს 1 გრამზე. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებისთვის, რომლებიც  ნატრიუმის კონტროლირებად დიეტას იცავენ.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

  • სორბიტოლი (პერორალური ან რექტალური): სორბიტოლის და ნატრიუმის პოლისტიროლის სულფონატის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედების სიკვდილი მსხვილი ნაწლავის ნაწილში. ამიტომ არ არის რეკომენდებული სორბიტოლისა და კალციუმის პოლისტიროლის სულფონატის ერთდროული გამოყენება.
  • სიფრთხილეა საჭირო კალციუმის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას და საჭიროა  სისხლში კალციუმის დონის მონიტორინგი.
  • POT-OUT-თან ერთად თუ მიიღება გულის დაავადებების დროს გამოსაყენებელი  დიგიტალური პრეპარატები, სისხლში კალიუმის დონის დაქვეითებამ შეიძლება გაზარდოს ამ პრეპარატების ტოქსიკური ეფექტები და შეიძლება მოხდეს გულთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისცემის დარღვევა და გულის გამტარობის დარღვევა.
  • დიურეზულებთან ერთდროული გამოყენება ზრდის კალიუმის არასასურველი დაბალი დონის ალბათობას.
  • POT-OUT ამცირებს ტეტრაციკლინის შემცველი ანტიბიოტიკების და რკინის შემცველი პრეპარატების ეფექტურობას. თუ POT-OUT გამოიყენება რომელიმე ამ პრეპარატთან ერთად, ის უნდა იქნას მიღებული მინიმუმ 2 საათის ინტერვალით.
  • ანტიქოლინერგული (ნერვული სისტემის და გლუვკუნთოვანი ქსოვილის სტიმულაციის შემამცირებელი) პრეპარატები ამცირებენ ნაწლავის აქტივობას, ამიტომ ისინი ზრდის საჭმლის მომნელებელ სისტემაში გვერდითი ეფექტების რისკს.
  • ნივთიერებები, რომლებიც აძლევენ (+) დამუხტულ იონებს (კატიონებს): პოლისტიროლის სულფონატის კალციუმის მარილს შეუძლია შეამციროს კალიუმის შეკავშირების ეფექტურობა.
  • მჟავიანობის შემამცირებლები (ანტაციდები) და ნაწლავის აქტივატორები, რომლებიც არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ და რომლებიც აძლევენ (+) დამუხტულ იონებს (კატიონებს):მაგნიუმის ჰიდროქსიდის და ალუმინის კარბონატის მსგავსი მჟავიანობის რედუქტორი (ანტაციდი), რომელიც იძლევა (+) დამუხტულ იონებს (კატიონებს), და რომელთაც ორგანიზმი არ შეიწოვს და საფაღარათო საშუალებებით  (+) დამუხტული იონური (კატიონური) გადამცვლელი ფისების ერთდროული გამოყენების შემდეგ სისხლის pH-ის გაზრდის შესახებ არსებობს ინფორმაცია,
  • ალუმინის ჰიდროქსიდი: ფისის (ნატრიუმის ფორმა) და ალუმინის ჰიდროქსიდის ერთდროულად გამოყენებისას დაფიქსირდა  ნაწლავის ობსტრუქცია ალუმინის ჰიდროქსიდის დაგროვების გამო.
  • შესაძლოა დაქვეითდეს ლითიუმის შეწოვა, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ, როგორიცაა ბიპოლარული აშლილობა.
  • შეიძლება აღინიშნოს ლევოთიროქსინის შეწოვის დაქვეითება, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3.     როგორ  უნდა მიიღოთ POT-OUT?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

POT-OUT-ი მიიღება პერორალურად ან რექტალურად. 1 პაკეტი შეიცავს 15 გრამ POT-OUT გრანულებს. პერორალური გამოყენებისთვის, 2-4x1 პაკეტი (15 გრამი) POT-OUT გამოიყენება მოზრდილებში დიაგნოზირებული მაღალი კალიუმის სამკურნალოდ, ხოლო რექტალური გამოყენებისთვის საშუალო დღიური დოზაა 1-2x2 პაკეტი (30 გ).

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კალიუმის დონეზე. რეგულარულად უნდა შემოწმდეს კალიუმის დონე.  ექიმი სისხლში კალიუმის დონის შემოწმების შემდეგ  საჭიროების შემთხვევაში შეწყვეტს მკურნალობას. მკურნალობის დროს რეკომენდებულია დაბალი კალიუმის დიეტა.

მიღების გზა და მეთოდი:

POT-OUT-ი მიიღება პერორალურად ან რექტალურად.

პერორალურად: 1 პაკეტი (15 გრამი) POT-DUT -ი 100 მლ წყალში, რძეში, ჩაი ან ყავაში, ან საკვებში შერეული  დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული  (გრანულების გარე საფარის გატეხვამდე). ვინაიდან ხილის წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, ის არ უნდა იქნას გამოყენებული POT-DUT -ის მოსამზადებლად და არ უნდა მიირთვათ POT-OUT -ის გამოყენების შემდეგ.გემოს გასაუმჯობესებლად შეიძლება დაემატოს თაფლი, სიროფი, შაქარი, დამატკბობელი.

რექტალურად: 2 პაკეტი (30 გრამი) გრანულები 100-200 მლ სითხეში (წყალში ან 5% გლუკოზის ხსნარში) უნდა გახსნათ,  სხეულის ტემპერატურაზე მყოფი ხსნარი რექტალურად უნდა შეიყვანოთ, იმისთვის, რომ მოცემული შიგთავსი გარკვეული დროით ნაწლავებში დარჩეს, სასურველია ოყნის სახით გაკეთდეს.  სითხე, რომელიც შეიყვანება ოყნის სახით ორგანიზმში უნდა ინახებოდეს მინიმუმ 4 საათის განმავლობაში.

უფრო მეტი ეფექტურობის გამო სასურველია პერორალური გამოყენება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

მიღება ბავშვებში:

იგი გამოიყენება დღის განმავლობაში რამდენიმე ნაწილად დაყოფილი სახით 0,5-1 გრამი კგ სხეულის მასის გაანგარიშებით.

მიღება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში მისი გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

სპეციალური მიღების შემთხვევები (თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და სხვ.):

სპეციალური გამოყენების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ POT-OUT-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი POT-OUT  მიიღეთ:

მოწამლვის სიმპტომები: POT-OUT-ის დოზის გადაჭარბების შემდეგ ჩვეულებრივ სისხლში კალიუმის დაბალი დონე წარმოიქმნება. ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც დაღლილობა, კუნთების სისუსტე, კუჭ-ნაწლავის სისუსტე, წვრილი ნაწლავის ერთ ნაწილში (ილეუმი), ტუტის ჭარბი რაოდენობა (მეტაბოლური აციდოზი), სტიმულატორების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა (გაღიზიანება), დაბნეულობა (კონფუზია), აზროვნების პროცესების შენელება, რეფლექსების დაქვეითება და ბოლოს დამბლა. სუნთქვის გაჩერება ამ პროცესების სერიოზული შედეგია. ძალიან მძიმე შემთხვევებში დაბალი კალიუმის გამო შესაძლებელია კომა განვითარდეს. გულის ელექტრული აქტივობის შედეგებში ცვლილებები შეიძლება შეესაბამებოდეს კალიუმის დეფიციტს ან კალციუმის ჭარბ რაოდენობას, ასევე შეიძლება გულში ცემის დარღვევები განვითარდეს. თირკმელების არსებული დაზიანების მქონე პაციენტებში, კალიუმის სიჭარბით გამოწვეული თირკმელების მძიმე უკმარისობის ნიშნებმა შეიძლება შენიღბოს კლინიკურ სურათი.

მკურნალობა: სისხლის ელექტროლიტების დარეგულირების მიზნით შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული. ოყნის ან საფაღარათო საშუალებების შესაბამისი გამოყენებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ფისი უნდა გასუფთავდეს. ჭარბი დოზით მოწამვლის ადრეულ ეტაპებზე მკურნალობა არის ტოქსინის კუჭის ამორეცხვა (ან იპეკას სიროფის გამოყენება). ამის შემდეგ ოყნა უნდა იქნას გამოყენებული. სისხლში კალციუმის და კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგით ასევე კალიუმის დეფიციტის სიმპტომებსაც მკურნალობენ. მოწამვლის შემთხვევაში, ჰემოდიალიზთან ერთად, კალციუმის დაკარგვის შესამცირებლად ასევე შეიძლება კორტიკოსტეროიდები იქნას გამოყენებული.

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი POT-OUT-ს ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ POT-OUT-ის მიღება:

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

POT-OUT-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

სპეციალური ეფექტი არ არის მოსალოდნელი.

4.     რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

გვერდითი მოვლენების შეფასება ქვემოთ მოცემული სიხშირის მონაცემებს ეფუძნება.

ძალიანხშირი: ვლინდება 10-დან სულმცირე 1 პაციენტში.

ხშირი:                        ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებპაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი:                  ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი:                    ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიანიშვიათი:        ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი:                     ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს POT-OUT-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

პრეპარატის მახასიათებლებიდან გამომდინარე, სისხლში კალიუმის დონის ნორმალურზე დაბლა დაცემისა და სისხლში კალციუმის მაღალი დონის გამო შემდეგი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს.

იშვიათი: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, კუჭის გაღიზიანება, მადის დაკარგვა და დიარეა, მწვავე ბრონქიტი და/ან პნევმონია კალციუმის პოლისტიროლის სულფონატის ფრაგმენტების ინჰალაციის გამო.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავის გაუვალობა, განავლის დაგროვება ბავშვებში რექტალური მიღების შემდეგ, მასის წარმოქმნა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერორალური მიღების შემდეგ.

უცნობია: ნაწლავის პერფორაციის გამომწვევი ჭრილობის წარმოქმნა ან ქსოვილის ნეკროზი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სისხლში კალიუმის დაბალი დონე, მაგნიუმის ნაკლებობა ან კალციუმის ჭარბი რაოდენობა.

კალციუმის ჭარბი რაოდენობა დაფიქსირდა დიალიზის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალციუმის ფისს და ზოგიერთ პაციენტში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთმედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“  გვერდზე,  ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

5.     როგორ შეინახოთ  POT-OUT?

შეინახეთ  POT-OUT ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ POT-OUT  ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ POT-OUT  პროდუქციაზე ან შეფუთვაზე დარღვევებს თუ შეამჩნევთ.  

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

წარმოების მფლობელი:

VEM Ilaç. San. ve Tic. A.Ş. (სს. „VEM ილაჩ. სან. ვე თიჯ.“)

მასლაქის უბანი AOS 55-ე ქუჩა

N: 42, მასლაქი A ბლოკის მ/რ N: 2/134

სარიერი/სტამბული

წარმოების ადგილი:

VEM Ilaç. San. ve Tic. A.Ş. (სს. „VEM ილაჩ. სან. ვე თიჯ.“)

ჩერქეზქოის ორგანიზე სანაის რეგიონი

ქარააღაჩის უბანი, ფათიჰის ბულვარი N: 38

ქაფაქლი/თექირდაღ

მოხმარებიინსტრუქცია დამტკიცდა 18 / 06 / 2019 წელს.

15014HM01325-00