პერფოსი 800მგ

პერფოსი 800მგ

price: ₾117.00

გამოყენების ინსტრუქცია

PERFOSE  800 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად (პირით).

აქტიური ნივთიერება: თითოეული გარსიანი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 800 მგ სეველამერის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვში: აეროსილი 200, სტეარინის მჟავა, ლაქტოზა D.C. (მსხვილფეხა საქონლის წარმოშობის), სუფთა წყალი. ტაბლეტის გარსში: Opadry II White, სუფთა წყალი.

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
  • თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;
  • მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
  • ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემულიწესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

 აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

  1. რა არის PERFOSE  და რისთვის გამოიყენება?
  2. PERFOSE -ს მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
  3. როგორ უნდა მიიღოთ PERFOSE ?
  4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
  5. როგორ შეინახოთ PERFOSE?

 

1.     რა არის PERFOSE და რისთვის გამოიყენება?

PERFOSE აქტიური ნივთიერების სახით სეველამერის ჰიდროქლორიდს შეიცავს და მოხმარებისთვის გარსით დაფარული 180 ტაბლეტის შემცველ შეფუთვაში მუყაოს კოლოფებში არის წარმოდგენილი. სეველამერის ჰიდროქლორიდი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში შემავალ ფოსფორს აკავშირებს და ამგვარად სისხლში ფოსფორის დონეს ამცირებს. სისხლში ფოსფორის დონის კონტროლი შეუძლებელია თირკმლის უკმარისობის მქონე ზრდასრულ პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზურ და პერიტონეალურ დიალიზურ მკურნალობას გადიან. სისხლში ფოსფორის დონე იზრდება (ექიმი ამას ჰიპერფოსფატემიას უწოდებს). სისხლში ფოსფორის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს კალციფიკაციის სახელით ცნობილი მდგომარეობა, რამაც შეიძლება თქვენს ორგანიზმში მყარი ნარჩენების წარმოქმნა გამოიწვიოს. ამ ნარჩენებს შეუძლიათ სისხლძარღვები დაახშოს და მთელს სხეულში სისხლის დინება გაართულოს. სისხლში ფოსფორის ამაღლებულმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, თვალების სიწითლე, ძვლების ტკივილი და მოტეხილობები.

PERFOSE გამოიყენება სისხლში ფოსფორის დონის გასაკონტროლებლად თირკმლის უკმარისობის მქონე ზრდასრულ პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზურ ან პერიტონეალურ დიალიზურ მკურნალობას გადიან.

თირკმელების წარმოშობის ძვლის დაავადების განვითარების გასაკონტროლებლად შესაძლოა PERFOSE-სთან ერთად კალციუმის ან D ვიტამინის დანამატების მსგავსი სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება გახდეს საჭირო.

2.     PERFOSE-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

PERFOSE არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

თუ:

  • გაქვთ ფოსფორის დაბალი დონე სისხლში
  • გაქვთ ნაწლავების დახშობა
  • ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აქტიური ნივთიერება სეველამერის ჰიდროქლორიდის ან მის ფორმულაში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

18 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ CYNACAL-ი.

PERFOSE-ს მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, PERFOSE-ს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს:

  • დიალიზით მკურნალობას გადიხართ.
  • გაქვთ ყლაპვის პრობლემები.
  • თუ გაქვთ კუჭის კუნთების მძიმე ან არანამკურნალევი დამბლა (გასტროპარეზი), მსხვილი ნაწლავის კედლის გარე მიმართულებით ამობურცვით ჯიბის წარმოქმნა (დივერტიკულოზი), კუჭისა და ნაწლავების მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის კუჭის დაგვიანებული ან ნელი დაცლა (კუჭის შიგთავსის შეკავება) ან პათოლოგიური ან არარეგულარული ნაწლავის მოქმედება.
  • თუ გაქვთ კუჭის შიგთავსში დაგროვება და ნაწლავის მოძრაობის დაქვეითება (ყაბზობა).
  • თუ გაქვთ ნაწლავებში აქტიური ანთება, რომელიც გამოიხატება დიარეით, მუცლის ტკივილით, ცხელებით, განავალში სისხლით, ჩირქით ან ლორწოთი.
  • თუ ჩაგიტარდათ სერიოზული ოპერაცია კუჭზე ან ნაწლავებზე.
  • თუ გაქვთ კუჭის შიგთავსის დაგვიანებული დაცლის სიმპტომები, როგორიცაა სისავსის შეგრძნება, გულისრევა და/ან ღებინება.

უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში (18 წლამდე) არ არის დადგენილი. ამიტომ, PERFOSE-ს პაციენტთა ამ ჯგუფში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

PERFOSE-ს მიღებისას თქვენს ექიმს გაესაუბრეთ:

თუ გაქვთ კუჭის ძლიერი ტკივილი, კუჭის ან ნაწლავის დარღვევები ან სისხლი განავალში (სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან). ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის მძიმე ანთებითი დაავადებით, რომელიც ნაწლავში სეველამერის კრისტალების დაგროვებით არის გამოწვეული. მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც მკურნალობის გაგრძელებას გადაწყვეტს.

 

დამატებითი მკურნალობები:

თქვენი თირკმელების მდგომარეობასთან ან დიალიზით მკურნალობასთან დაკავშირებით:

  • შეიძლება სისხლში კალციუმის დაბალი ან მაღალი დონე გქონდეთ. რადგანაც PERFOSE კალციუმს არ შეიცავს, ექიმმა შესაძლოა კალციუმის ტაბლეტებიც დაგინიშნოთ.
  • შესაძლოა სისხლში D ვიტამინის დაბალი დონე გქონდეთ. ამიტომ, ექიმმა სისხლში D ვიტამინის დონე უნდა აკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ვიტამინი D უნდა დაგინიშნოთ. დამხმარე მულტივიტამინურ მკურნალობას თუ არ იღებთ, ასევე შეიძლება სისხლში ვიტამინი A, E, K და ფოლიუმის მჟავის დონეც შემცირდეს. ამიტომ, ექიმმა ეს დონეები უნდა აკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში დანამატები დაგინიშნოთ.

 

მკურნალობის შეცვლა:

ფოსფორის სხვა შემკვრელისგან PERFOSE-ზე გადასვლისას ექიმმა უნდა გაითვალისწინოს სისხლში ბიკარბონატის დონის მონიტორინგი, რადგან PERFOSE-მ შეიძლება შეამციროს ბიკარბონატის დონე.

განსაკუთრებული შენიშვნა პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის

 

პერიტონეალური დიალიზური მკურნალობის გამო შეიძლება პერიტონიტი (მუცლის სითხეში ინფექცია/ანთება) განვითარდეს და ეს რისკი შეიძლება პარკის შეცვლისას სტერილური ტექნიკის მკაცრი დაცვით შემცირდეს. დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რაიმე ისეთ სიმპტომს, როგორიცაა კუჭის დისტრესი, მუცლის შეშუპება, მუცლის ტკივილი, მუცლის მომატებული მგრძნობელობა, მუცლის სიმტკიცე, ყაბზობა, ცხელება, შემცივნება, გულისრევა ან ღებინება.

A, D, E, K ვიტამინების და ფოლიუმის მჟავის დაბალი დონის შემთხვევაში, მოსალოედნელია თქვენი ექიმი უფრო ყურადღებით დაგაკვირდეთ.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

 

PERFOSE-ს  მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

PERFOSE ჭამის დროს უნდა იქნას მიღებული. ამასთან ერთად, მკაცრად უნდა დაიცვათ თქვენთვის დანიშნული დიეტა და მისაღები წყლის ოდენობა.

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას. უცნობია აქვს თუ არა PERFOSE-ს რაიმე გავლენა მუცლადმყოფ ჩვილებზე. თქვენი ექიმი PERFOSE-ს ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგინიშნავთ, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება რისკს.

მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნიბეთ ექიმს თუ იმყოფებით ძუძუთი კვებაზე. უცნობია გადადის თუ არა PERFOSE დედის რძეში და დედის რძიდან ჩვილში და ახდენს თუ არა გავლენას ჩვილზე.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

PERFOSE-ს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით რაიმე სახის კვლევები არ არის ჩატარებული. PERFOSE თქვენზე ზემოქმედებას თუ მოახდენს, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაოთ დანადგარებთან.

PERFOSE-ს შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ეს პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით ლაქტოზას შეიცავს. თუ ადრე თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთ შაქარზე მგრძნობიარე ხართ (აუტანლობა), ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

 

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს PERFOSE-ს მიღებისას თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით, ან წარსულში მიიღეთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული ნებისმიერი მედიკამენტი. PERFOSE არ უნდა იქნას მიღებული ციპროფლოქსაცინთან (ანტიბიოტიკი) ერთად.

თუ იყენებთ წამალს გულის რითმის პრობლემების დროს (როგორიცაა პროპაფენონი, ამიოდარონი, ლიდოკაინი, პროკაინამიდი და ქინიდინი) ან თუ იყენებთ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს (როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი), მიმართეთ ექიმს PERFOSE-ს მიღებისას.

PERFOSE-სთან ერთად შეიძლება შემცირდეს ისეთი პრეპარატების ეფექტი, როგორიცაა ციკლოსპორინი, მიკოფენოლატ მოფეტილი და ტაკროლიმუსი (გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა). ამ პრეპარატებს თუ იყენებთ, თქვენი ექიმი საჭირო რჩევებს მოგცემთ.

ძალიან იშვიათად, პაციენტებს, რომლებიც იღებენ ლევოთიროქსინთან (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს) ერთად PERFOSE-ს, შესაძლოა აღენიშნებოდეთ ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის დონის (TSH, ნივთიერება, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის სტიმულირებით  ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გამოყოფასა და მეტაბოლიზმს აკონტროლებს) ზრდა. ამიტომ, საჭირო იქნება ექიმმა სისხლში TSH-ის დონე გააკონტროლოს.

PERFOSE-ს მიღებისას მიმართეთ ექიმს თუ თქვენ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი ან ლანსოპროზოლი, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GERD) ან კუჭის წყლულის სამკურნალოდ.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ დიგოქსინს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის არარეგულარული რითმის ან სხვა გულის პრობლემების სამკურნალოდ), ვარფარინს (წამალი, რომელიც აფერხებს სისხლის შედედებას), ენალაპრილს ან მეტოპროლოლს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის და სისხლძარღვთა დაავადებების დროს).

თქვენი ექიმი PERFOSE-სა და სხვა მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედებას რეგულარულად შეამოწმებს.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3.     როგორ  უნდა მიიღოთ PERFOSE?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ყოველთვის გამოიყენეთ PERFOSE ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თქვენი ექიმი დოზას შრატში ფოსფორის დონის მიხედვით განსაზღვრავს. PERFOSE-ს რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებში და ხანდაზმულებში (>65 წელზე მეტი) არის ერთი ან ორი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ყოველი ჭამის დროს.

თქვენი ექიმი სისხლში ფოსფორის დონეს თავდაპირველად ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ შეამოწმებს და სისხლში ფოსფორის სასურველი დონის მისაღწევად, საჭიროებისამებრ PERFOSE-ს დოზას ყოველი საკვების მიღებისას 1-დან 5 ტაბლეტამდე დაარეგულირებს.

იმ შემთხვევებში, როდესაც PERFOSE სხვა პრეპარატებთან ერთად უნდა იქნას გამოყენებული, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ მიიღოთ სხვა პრეპარატი PERFOSE-დან ერთი საათით ადრე ან სამი საათის შემდეგ ან დააკვირდეს სხვა პრეპარატის დონეს სისხლში.

მიღების გზა და მეთოდი:

მიიღეთ პერორალურად (პირით).

არ დაღეჭოთ ტაბლეტები. ტაბლეტები მთლიან მდგომარეობაში გადაყლაპეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში (18 წლამდე) არ არის დადგენილი. ამიტომ, PERFOSE-ს პაციენტთა ამ ჯგუფში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მიღება ხანდაზმულებში:

არ არსებობს მონაცემები ხანდაზმულებში PERFOSE-ს გამოყენების შესახებ.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

სპეციალური მიღება არ აქვს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ PERFOSE-ს ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ საჭიროზე მეტი PERFOSE მიიღეთ:

პაციენტებში დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი PERFOSE-ს ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ  PERFOSE-ს მიღება:

PERFOSE-ს მიღება თუ დაგავიწყდებათ, ეს დოზა გამოტოვეთ და მომდევნო დოზა ჩვეულებრივ საკვებთან ერთად უნდა მიიღოთ.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

PERFOSE-თი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

არ არის ცნობილი.

4.     რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს  PERFOSE-ს შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

ქვევით ჩამოთვლილთაგან რომელიმე თუ გამოვლინდება, შეწყვიტეთ PERFOSE-ს გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გამონაყარი და ცხელება, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენთან რომელიმე მათგანი გამოვლინდება, შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ ან ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო. ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.

გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად კლასიფიცირდება:

ძალიან ხშირი:           ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი:                        ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი:                  ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი:                    ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი:       ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია:                    ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი:

  • გულისრევა
  • ღებინება

ხშირი:

  • დიარეა
  • საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)
  • ტკივილი ზედა მუცლის ღრუში
  • ყაბზობა
  • გაზებით გამოწვეული შებერილობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (მეტეორიზმი)

არახშირი:

  • მჟავას რაოდენობის მატება სისხლში (აციდოზი)
  • სისხლის შრატში ქლორიდის მაჩვენებლების მატება

უცნობია:

  • ქავილი
  • გამონაყარი
  • მუცლის ტკივილი
  • ნაწლავის მოქმედები შენელება/ნაწლავის გაუვალობა
  • მსხვილ ნაწლავში არსებული უჩვეულოც პატარა ტომრების ანთება (დივერტიკულიტი)
  • პერფორაცია ნაწლავის კედელში (ნაწლავის პერფორაცია)
  • აღწერილია მსხვილი ნაწლავის მნიშვნელოვანი ანთება (სიმპტომები მოიცავს: მუცლის ძლიერ ტკივილს, კუჭის ან ნაწლავის დარღვევებს ან განავალში სისხლს [კუჭ-ნაწლავის სისხლდენა]) და ნაწლავში კრისტალების დეპონირება.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთმედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“  გვერდზეან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

5.     როგორ შეინახოთ  PERFOSE?

შეინახეთ  PERFOSE ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალურ შეფუთვაში.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ  PERFOSE შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ PERFOSE, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი

VEM Ilaç. San. ve Tic. A.Ş. (სს. „VEM ილაჩ. სან. ვე თიჯ.“)

მასლაქის უბანი AOS 55-ე ქუჩა

N: 42, მასლაქი A ბლოკის მ/რ N: 2/134

სარიერი/სტამბული

წარმოების ადგილი:

VEM Ilaç. San. ve Tic. A.Ş. (სს. „VEM ილაჩ. სან. ვე თიჯ.“)

ჩერქეზქოის ორგანიზე სანაის რეგიონი

ქარააღაჩის უბანი, ფათიჰის ბულვარი N: 38

ქაფაქლი/თექირდაღ

 

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 21/10/2021 წელს იქნა დადასტურებული.

 

15014HM01134-00