ლანვის 40მგ

ლანვის 40მგ

price: ₾0.00

გამოყენების ინსტრუქცია

LANVİS 40 მგ ტაბლეტი

მიიღება პერორალურად (პირით).

ციტოტოქსიური

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 40 მგ თიოგუანინს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძისგან მიღებული), კარტოფილის სახამებელი, აკაცია, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი და სუფთა წყალი.

 

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
  • თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;
  • მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
  • ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემულიწესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

  1. რა არის LANVİS და რისთვის გამოიყენება?
  2. LANVİS-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
  3. როგორ უნდა მიიღოთ LANVİS?
  4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
  5. როგორ შეინახოთ LANVİS?

 

1.    რა არის LANVİS და რისთვის გამოიყენება?

LANVİS-ის ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ზედა მხარეს ჭრილითა და 'T40'  წარწერით და ქვედა მხარეს ჭრილი ან წარწერა არ გააჩნია.

LANVİS-ის ტაბლეტები ხელმისაწვდომია 25 ტაბლეტიან ბოთლებში.

LANVİS-ის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერება თიოგუანინს. ეს მედიკამენტი მიეკუთვნება წამლების კლასს, რომელსაც ეწოდება ციტოტოქსიური (ასევე ცნობილია როგორც ქიმიოთერაპია) პრეპარატები. LANVİS გამოიყენება ზოგიერთი სისხლის დაავადებისა და სისხლის კიბოს სამკურნალოდ. თქვენი სხეულის მიერ წარმოქმნილი სისხლის ახალი უჯრედების რაოდენობის შემცირებით მოქმედებს.

LANVİS გამოიყენება მწვავე ლეიკემიების (სწრაფად პროგრესირებადი სისხლის კიბოს) სამკურნალოდ, რომელბიც განსაკუთრებით შეიცავს შემდეგს:

  • მწვავე მიელოგენური ლეიკემია (ასევე ცნობილი როგორც მწვავე მიელოიდური ლეიკემია ან AML) - სწრაფად პროგრესირებადი დაავადება, რომელიც იწვევს ძვლის ტვინის მიერ წარმოქმნილი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები და სისხლდენა.
  • მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია (ასევე ცნობილი როგორც მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია ან ALL) - სწრაფად პროგრესირებადი დაავადება, რომელიც იწვევს სისხლის მოუმწიფებელი თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდას. ეს მოუმწიფებელი სისხლის უჯრედები ვერ იზრდებიან და ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, შედეგად ვერ ებრძვიან ინფექციებს და შეიძლება გამოიწვიონ სისხლდენა.

ამ დაავადებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

2. LANVİS-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

LANVİS არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ხართ ალერგიული) თიოგუანინის ან ამ მედიკამენტის შემცველი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

LANVİS-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

  • თუ დიდი ხანია იღებთ ამ მედიკამენტს. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები ღვიძლის მაღალი ტოქსიკურობის (დაზიანების ხარისხი) გამო, რომელიც დაკავშირებულია სისხლძარღვთა ენდოთელიუმის (სისხლძარღვების შიგნით ქსოვილების) დაზიანებასთან.
  • ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედები) და თრომბოციტების (სისხლის ფირფიტების) რაოდენობის შემცირება ძვლის ტვინის დათრგუნვის შედეგად და იშვიათად შეიძლება განვითარდეს ანემია. ეს ეფექტი ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
  • ამ პრეპარატის გამოყენებისას ცოცხალი ორგანიზმის ვაქცინების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში. აქედან გამომდინარე ცოცხალი ორგანიზმის ვაქცინების შეყვანა არ არის რეკომენდებული.
  • თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც იწვევს თქვენს ორგანიზმში ძალიან ცოტა ნივთიერების გამომუშავებას, სახელწოდებით TPMT ან „თიოპურინ მეთილტრანსფერაზა“.
  • თუ გაქვთ „ლეშ-ნიჰანის სინდრომი“. ეს არის იშვიათი დაავადება, რომელიც გვხვდება ოჯახებში, სადაც არის HPRT (ჰიპოქსანტინ-გუანინ-ფოსფორიბოზილტრანსფერაზა) ფერმენტის დეფიციტი.

LANVİS-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

NUDT15-გენის მუტაცია:

თუ გაქვთ NUDT15 გენის (გენი, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში თიოგუანინის დაშლაში) მემკვიდრეობითი მუტაცია (გენში განვითარებული მემკვიდრეობითი ცვლილება),  თქვენ იმყოფებით ინფექციისა და თმის ცვენის მაღალი რისკის ქვეშ და შეიძლება ექიმმა უფრო დაბალი დოზა დაგინიშნოთ. თქვენმა ექიმმა ასევე შეიძლება ჩაატაროს გენეტიკური ტესტირება (მაგ., გადახედოს თქვენს TPMT და/ან NUDT15 გენებს) მკურნალობის დაწყებამდე ან მის დროს, რათა დადგინდეს, გავლენას ახდენს თუ არა ამ მედიკამენტზე თქვენი პასუხი თქვენს გენეტიკაზე. ამ ტესტების შემდეგ შეიძლება ექიმმა LANVİS-ის დოზა შეცვალოს.

LANVİS და მზე:

LANVİS-ის გამოყენებისას შეიძლება იყოთ მგრძნობიარე მზის სხივების მიმართ და გაგიჩნდეთ ლაქები ან გამონაყარი კანზე. მოერიდეთ მზის ზედმეტ ზემოქმედებას, ატარეთ დამცავი ტანსაცმელი და გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

LANVİS-ის  მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ასევე საკვების მიღების შემდეგ.

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

LANVİS-ს აქვს მავნე გავლენა მუცლადმყოფ ბავშვზე. აქედან გამომდინარე, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველი სამი თვის განმავლობაში. ექიმი თქვენი დაავადების სიმძიმის მიხედვით გადაწყვეტს, გამოიყენოთ თუ არა მედიკამენტი.

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან LANVİS-ის გამოყენებამდე. ეს გაფრთხილება ეხება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. LANVİS-მა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს სპერმას ან კვერცხუჯრედებს. თქვენ ან თქვენმა პარტნიორმა უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო მეთოდები მკურნალობის დროს.

მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

LANVİS-ის მიღებისას ბავშვის ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, LANVİS-ის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

LANVİS-ს არ აქვს ცნობილი გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

LANVİS-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

LANVİS-ის ტაბლეტები ლაქტოზას შეიცავს. თუ ადრე ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

  • ოლსალზინი ან მესალაზინი - გამოიყენება ნაწლავის დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც წყლულოვანი კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის შეშუპებული, წყლულოვანი და ანთებითი დაავადება) ეწოდება.
  • სულფასალაზინი - გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის (სახსრების ანთება) ან წყლულოვანი კოლიტის (მსხვილი ნაწლავის შიდა გარსის შეშუპებული, წყლულოვანი და ანთებითი დაავადება) სამკურნალოდ.

სხვა ქიმიოთერაპიის ან რადიაციული მკურნალობის მსგავსი მედიკამენტები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მავნე გავლენა ძვლის ტვინზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ტვინის დაზიანება და შესაძლოა საჭირო გახდეს LANVİS-ის დოზის შემცირება.

ვაქცინებთან ერთად გამოყენება:

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს ვაქცინის გაკეთებამდე. ვინაიდან ზოგიერთმა ვაქცინამ (როგორიცაა პოლიო, წითელა, ყბაყურა და წითურა) შესაძლებელია LANVİS-ით მკურნალობის დროს ინფექციის განვითარება გამოიწვიოს.

ცოცხალი ორგანიზმების შემცველი ვაქცინები არ უნდა იქნას შეყვანილი ქიმიოთერაპიული მკურნალობის დასრულებიდან მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

3. როგორ  უნდა მიიღოთ LANVİS?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

რეკომენდებული დოზაა 100-დან 200 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე დღეში. თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები, შეიძლება LANVİS-ის უფრო დაბალი დოზა დაგენიშნოთ.

LANVİS უნდა დაგენიშნოთ მხოლოდ სპეციალისტი ექიმის მიერ, რომელიც გამოცდილია სისხლის დაავადებების მკურნალობაში.

ყოველთვის მიიღეთ LANVİS ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი ზუსტ დროს მიიღოთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • LANVİS-ით მკურნალობის დროს ექიმი რეგულარულ სისხლის ანალიზებს ჩაგიტარებთ. ამის მიზანია თქვენს სისხლში უჯრედების ტიპისა და რაოდენობის შემოწმება და იმის დადასტურება, რომ თქვენი ღვიძლი გამართულად მუშაობს. ამ ანალიზების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დროდადრო ექიმმა თქვენი დოზა შეცვალოს.

თქვენთვის დანიშნული LANVİS-ის დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ ქვევით წარმოდგენილთა საფუძველზე:

  • სხეულის ზომა (ზედაპირის ფართობი)
  • სისხლის ანალიზის შედეგები
  • სამკურნალო დაავადება

მიღების გზა და მეთოდი:

  • გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
  • ტაბლეტების გაყოფა საჭირო თუ იქნება, არ ჩაისუნთქოთ ტაბლეტის მტვერი. დაიბანეთ ხელები ტაბლეტის გატეხვის შემდეგ. თუ გიჭირთ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა, ტაბლეტზე არსებული ჭრილი დაგეხმარებათ მის გატეხვაში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

ბავშვებში სხეულის ზედაპირის მიხედვით გამოითვლება და ისეთივე დოზები გამოიყენება, როგორც მოზრდილებში.

მიღება ხანდაზმულებში:

არ არსებობს კონკრეტული დოზირების რეკომენდაციები ხანდაზმული პაციენტებისთვის. (იხ. „დოზირება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის დროს“ განყოფილება). LANVİS გამოიყენებოდა სხვადასხვა ქიმიოთერაპიულ მკურნალობასთან ერთად ხანდაზმულ პაციენტებში მწვავე ლეიკემიით იმავე დოზებით, როგორც ახალგაზრდა პაციენტებში.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, შეიძლება უფრო დაბალი დოზა დაგენიშნოთ.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, შეიძლება უფრო დაბალი დოზა დაგენიშნოთ.

TPMT (თიოპურინის S-მეთილტრანსფერაზას) დეფიციტის მქონე პაციენტები: თუ თქვენ ხართ პაციენტი გენეტიკურად დაბალი TPMT ფერმენტის აქტივობით ან არ გააჩნიათ ეს ფერმენტი, შეიძლება დაგენიშნოთ უფრო დაბალი დოზა მძიმე გვერდითი ეფექტების რისკის გამო.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ LANVİS-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი LANVİS მიიღეთ:

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი LANVİS ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ შეფუთვაც.

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი LANVİS ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ  LANVİS-ის მიღება:

თუ დაგავიწყდებათ LANVİS-ის გამოყენება, აცნობეთ ექიმს.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

LANVİS-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

არ შეწყვიტოთ LANVİS-ით მკურნალობა, სანამ ამას ექიმი არ გეტყვით.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები თუ გექნებათ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

 

4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს  LANVİS-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად კლასიფიცირდება:

ძალიან ხშირი:        ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი:                       ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი:                 ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი:                   ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი:    ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია:                  ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდება,  შეწყვიტეთ LANVİS-ის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

 

უცნობი სიხშირის:                  

  • ცხელება ან ინფექციის ნებისმიერი სიმპტომები (ყელის ტკივილი, პირის ღრუს წყლულები ან შარდთან დაკავშრებული პრობლემები)
  • მოულოდნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა; ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ გარკვეული ტიპის სისხლის უჯრედები ძალიან ცოტა რაოდენობით იწარმოება.
  • თუ მოულოდნელად თავს ცუდად გრძნობთ (თუნდაც სხეულის ნორმალური ტემპერატურით)
  • თვალების თეთრი ნაწილის ან კანის გაყვითლება (სიყვითლე).

ყველა მათგანი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენთან რომელიმე მათგანი გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ LANVİS-ის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:

ძალიან ხშირი:

  • სისხლის უჯრედების და თრომბოციტების (სისხლის ფირფიტები) რაოდენობის შემცირება, ძვლის ტვინის უკმარისობა
  • ღვიძლის ვენო-ოკლუზიური დაავადება (ღვიძლის ვენების ბლოკირება): ჰიპერბილირუბინემია (სისხლში ბილირუბინის გადაჭარბებული რაოდენობა), ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება), წონის მომატება სითხის შეკავებისა და ასციტის (სითხის დაგროვება მუცელში) გამო.
  • პორტალური ჰიპერტენზია (გაზრდილი წნევა პორტალურ სისხლძარღვთა სისტემაში): სპლენომეგალია (ელენთის გადიდება), საყლაპავის ვარიკოზი (საყლაპავი მილის გაფართოება) და თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება)
  • ღვიძლის ფერმენტების მატება, ტუტე ფოსფატაზას (ALP) (სხეულში წარმოქმნილი ფერმენტი) და გამა გლუტამილ ტრანსფერაზას (GGT) (სხეულში წარმოებული ფერმენტის) მომატება სისხლში, სიყვითლე (კანისა და თვალების თეთრი ნაწილების გაყვითლება) პორტალური ფიბროზი (ღვიძლში შემაერთებელი ქსოვილის დეპონირება), კვანძოვანი რეგენერაციული ჰიპერპლაზია (ღვიძლისსისხლძარღვთაიშვიათი დაავადება), პელიოზი (ღვიძლის სისხლძარღვთა იშვიათი დაავადება), ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
  • სიყვითლე (კანისა და თვალების თეთრი ნაწილების გაყვითლება) ან ღვიძლის მძიმე დაზიანება (სიმპტომებში შედის დაღლილობა და გულისრევა, რასაც მოჰყვება ქავილი, მუქი შარდი, ასევე შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი და ცხელება). LANVİS-ის ხანგრძლივი ან მაღალი დოზით გამოყენებისას, ეს შეიძლება ასევე თქვენი სისხლის ანალიზებშიც გამოჩნდეს. ღვიძლის ტოქსიკურობის ეს ნიშნები და სიმპტომები შექცევადია მოკლევადიანი ან გრძელვადიანი უწყვეტი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

ხშირი:

  • ღვიძლის დაზიანება, რომელიც იწვევს სიყვითლეს (კანისა და თვალების თეთრი ნაწილების გაყვითლებას) ან ღვიძლის გადიდებას (ნეკნთა რკალის ქვეშ შეშუპება) - LANVİS-ის ხანმოკლე გამოყენებისას, ეს შეიძლება ასევე თქვენი სისხლის ანალიზებშიც გამოჩნდეს.
  • თავის ავად შეგრძნება ან ავადმყოფობა (გულისრევა ან ღებინება), დიარეა და პირის ღრუს წყლულები (ეროზიები).
  • შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლში (ჰიპერურიკემია); მას ასევე ზოგჯერ შეუძლია გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.
  • ჰიპერურიკოზურია (შარდში შარდმჟავას გადაჭარბებული დაგროვება) და ურატული ნეფროპათია (თირკმელების დაზიანება, რომელიც გამოწვეულია თირკმელში კრისტალების დაგროვებით და დალექვით)

არახშირი:

  • ნეკროზული კოლიტის სახელით ცნობილი ნაწლავის დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, დიარეა, ღებინება და ცხელება.
  • სხვა ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებთან და ალკოჰოლთან ერთად მიღებისას ღვიძლის ნეკროზი (ღვიძლის მძიმე დაზიანება)

უცნობი სიხშირით:

  • სინათლის მიმართ მგრძნობელობა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთმედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“  გვერდზეან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

 

5. როგორ შეინახოთ LANVİS?

შეინახეთ  LANVİS ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ LANVİS შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ LANVİS-ის ტაბლეტები  250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას და მოარიდეთ სინათლეს.

თუ ექიმი გეტყვით, რომ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, მიუტანეთ დარჩენილი მედიკამენტი ფარმაცევტს, რომელიც განკარგავს მას სახიფათო მასალების განადგურების ინსტრუქციის შესაბამისად. შეინახეთ ტაბლეტები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ექიმი გეტყვით.

არ მიიღოთ LANVİS პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად დაცლილი შიდა შეფუთვის ნარჩენები არის სახიფათო ნარჩენები და ამ ნარჩენების მართვა ხდება 2/4/2015 წლის N: 29314 ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ნარჩენების მართვის დებულების შესაბამისად.

ლიცენზიის მფლობელი:

VLD Danışmanlık, Tıbbi Ürünler ve Tanıtım Hizmetleri A.Ş. (სს. „VLD დანიშმანლიქ, თიბბი ურუნლერ ვე თანითიმ ჰიზმეთლერი“)

ბუიუქდერეს გამზ. N:127 ბიზნეს ცენტრი „ასტორია, A ბლოკი, სართ: 8, ესენთეფე, შიშლი - სტამბული

წარმოების ადგილი:

EXCELLA GmbH, 90537 Feucht, გერმანია

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 21 მარტი 2022 წელს იქნა დადასტურებული.