ენოქსი 4000 ს.ე

ენოქსი 4000 ს.ე

price: ₾58.50

ანოტაცია

ENOX® 4000  anti-Xa IU/0,4 mL მზა  საინექციო შპრიცი

გამოიყენება კანქვეშ ან ვენაში საინექციოდ.

სტერილური

  • აქტიური ნივთიერება: ყოველი შპრიცი შეიცავს  40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმს (4000  anti-Xa IU შესაბამისს)
  • დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი

 

ეს წამალი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს სამკუთხედი საშუალებას მისცემს უსაფრთხოების ახალი სისტემის სწრაფად იდენტიფიცირებას. შეგიძლიათ დაგვეხმაროთ და ნებისმიერ გვერდითი მოვლენის შესახებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია. თუ როგორ უნდა აღრიცხოთ გვერდი მოვლენები, იხილეთ განყოფილება 4

 

ვიდრე ამ წამლის გამოყენებას დაიწყებთ, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ანოტაციას, ვინაიდან შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ წინამდებარე ანოტაცია. შესაძლოა, სხვა დროს ისევ გამოგადგეთ.
  • თუ დამატებითი კითხვა გაგიჩნდათ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან აფთიაქს.
  • ამ პრეპარატის რეცეპტი პერსონალურად თქვენთვის იქნა გამოწერილი და სხვას ნუ გადასცემთ.
  • ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, შეატყობინეთ ექიმს, რომ თქვენ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე, რაც ამ ანოტაციშია  გაწერილი. პრეპარატი მიიღეთ იმ დოზით, რაც ექიმმა დაგინიშნათ.

ანოტაცია შეიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. რა არის ENOX და რისთვის გამოიყენება?
  2. რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე დავიწყებთ ENOX გამოყენებას?
  3. როგორ გამოვიყენოთ ENOX?
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები რა არის?
  5. ENOX შენახვისა და მოხმარების წესები

 

სარჩევი

1.     რა არის ENOX და რისთვის გამოიყენება?

  • ENOX, 0,4 მლ შეიცავს 40 გრ ენოქსაპარინის ნატრიუმს. ყოველი 1 მლ-იანი სტერილური ხსნარი 100 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტ 10000 anti-Xa IU შეიცავს. 1 მგ (0,01 მლ) ენოქსაპარინის ნატრიუმი დაახლოებით 100 anti-Xa IU შეესაბამება.
  • ENOX-ის მოქმედი ნივთიერება ენოქსაპარინის ნატრიუმი, არის ბიოს მიმსგავსებული ბიოლოგიური ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნა ჰეპარინის ბენზილესტრინის ტუტე დეპოლიმერიზაციით ღორის ნაწლავის ლოწროვანიდან.
  • ENOX, 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტია. პრეპარატის ყუთში არის 2, 10 ან 20 0,4 მლ მოცულობის საინექციოდ გამზადებული შპრიცი.
  • მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ჰქვია დაბალმოლეკულური ჰეპარინები. არ გამოიყენება სხეულის ვენებში არსებული თრობმის სამკურნალოდ. იმ პაცინეტებში, რომლებსაც აქვთ თრომბი, პრეპარატი გამოიყენება ახალი თრომბის შექმნის თავიდან სასცილებად.
  • ეს პრეპარატი ბიოს მიმსგავსებული პრეპარატია.
  • ENOX გამოიყენება ქვემოთმითითებულ მიზეზის ან მიზეზების სამკურნალოდ
    • ზოგადი ქირურგიული ან ოროპედიული ჩარევის შედეგად ვენებში გაჩენილი თრომბების თავიდან ასაცილებლად
    • უეცარი დაავადებებისას (მაგალითად გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარიუსობა, ინფექციები და რევმატიული დაავადებები) საწოლში წოლის შედეგად ვენებში განვითარებული თრომბების თავის ასაცილებლად
    • კლინიკური მკუნალობისათვის, რასაც ღრმა ვენების თრომბოზი ეწოდება, რაც ძირითადად გამოწვეულია ქვედა კიდურების ვენების თრომბოზით, რასაც თან ახლავს ფილტვების ვენების ოკლუზია თრომბით ან მის გარეშე.
    • სტენოკარდია სისხლის გარეშე (გულის სისხლძარღვების დათრომბვით გამოწვეული მკერდის ტკივილი) და გულის შეტევის გარკვეული ტიპის (Q ტალღის მიოკარდიული ინფარქტი) დაავადების მკურნალობისთვის ასპირინთან ერთად
    • დიალიზის დროს აპარატში გამავალი სისხლის დათრომბვის საწინააღმდეგოდ (დიალიზი; თირკმელებში გამავალის სისხლის გასაწმენდად გამოყენებული ტექნიკა, რომლის დროსაც გასაწმენდად სისხლის გაივლის სპეციალურ დანადგარში)
    • თუ ელექტროკარდიოგრაფისს დროს ST სეგმენტის აწევის (ნიშნავს რომ ხდება გულის კუნთის არასაკმასისი სისხლმომაგრაგება) მკურნალობა , კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, რასაც ჰქვია მიოკარდის ინფარქტი (STEMI) (მიუხედავად იმისა, რომ ჩაგიტარდებათ სამედიცინო მკურნალობა და შემდეგში სტენტირება (PCI), ექიმი მაინც გამოგიწერთ ამ პრეპარატს.

 

2.     რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე დავიწყებთ ENOX გამოყენებას?

არ გამოიყენოთ ENOX, თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე გესადაგებათ

თუ;

  • გაქვთ ალერგია ენოქსაპარინის ნატრიუმის ან ამ პრეპარატში შემავალი სხვა ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერება). ალერგიული რეაქციის გამოხატულებაა: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩის, სახის, ყელისა და ენის შეშუპება.
  • თუ გაქვთ ალერგია ჰეპარინის, ნადროპარინის, ტინზაპარინის ან დალტეპარინის მსგავსი დაბალმოლეკულური, განსაკუთრებით, ჰეპარინწარმოებული ნივთიერების მიმართ
  • თუ გქონდათ უკანასკნელი 100 დღის განმავლობაში რეაქცია ჰეპარინზე, შედედების უჯრედების (ტრომბოციტები) ზედმეტად შემცირება (ამ რეაქციას ეწოდება ჰეპარინით გამოწვეული ტრომბოციტოპენია)
  • თუ სისხლში გაქვთ ენოქსაპარინის საწინააღმდეგო ანტისხეულები
  • თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენა ან სისხლდენის მაღალი რისკი (მაგ., კუჭის წყლული, უახლოეს წარსულში გადატანილი თავის ტვინის და თვალის ოპერაცია) და უახლოეს წარსულში სისხლდენასთან დაკავშირებული ინსულტი გადაიტანეთ
  • თუ სისხლის შედედების სამკურნალოდ იყენებთ ENOX და 24 საათის განმავლობაში უნდა გაგიკეთდეთ სპინალური ანესთეზია ან ეპიდურული ანესთეზია ანდა ლუმბალური პუნქცია.

 

ყურადღებით მოიხმარეთ ENOX შემდეგ შემთხვევებში

დაბალმოლეკულური ჰეპარინების ჯგუფში შემავალი სხვა პრეპარატების შესაცვლელად არ გამოიყენოთ. ამის მიზეზი არის ის, რომ, იგი არ არის შესაცვლელი პრეპარატის ექვივალენტი, გააჩნია სხვა მოქმედება და აქვს სხვა გავლენა.

 

თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე გესადაგებათ, ENOX მოხმარებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეფტს:

  • თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი, განსაკუთრებით ეხება ორსულ ქალებს, ვინაიდან ტრომბის მოწყვეტის (ტრომბოემბოლია) მაღალი რისკის ქვეშ არიან
  • ენდოკარდიტი (გულის შიდა გარსის ანთება
  • კუჭის წყლული გაქვთ ანჟამად ან გქონდათ
  • თირკმელების პრობლემა ან უკმარისობა გაქვთ
  • ღვიძლის პრობლემები ან უკმარისობა გაქვთ
  • წარსულში გქონდათ დამბლა
  • ჰიპერტენზია
  • დიაბეტი და მისი მიზეზით მხედველობის დაქვეითება
  • (დიაბეტური რეთინოპატია)
  • უახლოეს წარსულში გადაიტანეთ ოპერაცია თვალზე ან თავის ტვინზე
  • ასაკში ხართ (65 წლს ზემოთ), განსაკუთრებით ეხება 75 წელს ზემოთ მყოფთ
  • ხართ გამხდარი ან მსუქანი
  • სისხლში მომატებულია კალიუმის დონე (სისხლის ანალიზით განისაზღვრება)
  • სისხლდენის პოტენციალის კოაგულაციის დარღვევა (ჰემოსტაზი), მაღალი წნევა
  • (ჰიპერტენზია)
  • თუ იყენებთ სისხლდენის შემაჩერებელ სხვა მექანიზმის მქონე პრეპარატებს (ENOX ცვლის პრეპარატების მოქმედებას და გავლენას)
  • თუ მკურნალობთ ENOX-ით, ვერ გაიკეთებთ ანესთეზიას (სპინალურს ან ეპიდურულს; ანუ საანესთეზიო სითხის შეყვანა შპრიცით წელის მიმდებარე ხერხემლის მიდამოებში), ვინაიდან გამოვლენილია როგორ დროებითი, ასევე მუდმივი დამბლის შემთხვევები. სპინალური ლუმბალური პუნქციის, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის გაკეთების შემდეგ უნდა გავიდეს მინიმუმ 12 საათი დაბალმოლეკულური ჰეპარინის გასაკეთებლად, ან 24 საათი, თუ ჰეპარინს იკეთებთ მკურნალობის ფარგლებში. თურკმელის უკმარისობის მქონე პაციენტებში ეს დო კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. პაციენტების ნევროგოლიური აშლილობის სიმპტომებსა და შედეგებს სჭირდება ხშირი მოკვლევა. თუ გამოვლინდა გადაუდებელი ნევროლოგიური პრობლერმა, სასწრაფო დამხმარე მკურნალობა დაინიშნება. გარდა ამისა, ექიმს აუცილებლად უნდა შეატყობინოთ, თუ გაქვთ პრობლემა ხეხემალზე ან გადატანილი გაქვთ მასზე ოპერაცია.
  • თუ გამოვლინდა კანის ქსოვილი კვდომა (ნეკროზი) და კანის სისხლძარღვებში ანთებითი პროცესი (კანის ვასკულიტი), სასწრაფოდ შეწყვიტეთ მკურნალობა.
  • თუკი წარსულში ჰეპარინით მკურნალობისას გამოგივლინდან თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება.
  • თუკი გულის მკვებავი კორონარულ სისხლძარღვებში შედედებების მოცილების მიზნით ჩაგიტარდათ პერკუტანული კორონარული რევასკულარიზაციული ჩარევა თუ დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია, უნდა ჩაგიტარდეთ ანესთეზია, გააფრთხილეთ თქვენი ექიმი ან სტომატოლოგი ENOX მიღების თაობაზე, ვინაიდან იქნება აუცილებლობა შეიცვალოს სამკურნალო პრეპარატის მისაღები დოზა.

 

ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის შუალედებში აუცილებელია სისხლის ანალიზის გაკეთება. ამის მიზანია გაკონტროლდეს სისხლში ტრომბოციტები და კალიუმის დონე.

ბიოს მიმსგავსებული ბიოლოგიური ნივთიერებებით მკურნალობისას აუცლებელია ჩაწერილი გქონდეთ მისი სავაჭრო სადახელება და სერიული ნომერი.

თუ ამ გაფრთხილებათაგან რომელიმე შეგიმჩნევიათ წარსულში ან ახლა განიცდით,  გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

 

ENOX მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ENOX არ არის ორალურად მისაღები პრეპარატი. იგი კეთდება ინექციის სახით კუნთში ან ვენაში.

ENOX რაიმე გავლენა საჭმელ-სასმელზე არ გააჩნია.

 

ორსულობა

ვიდრე მიიღებთ წამალს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცეფტთან.

თუ ხართ ორსულად, არის ორსულობის შანსი ან გეგმავთ ორსულობას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცეფტთან.

  • ეს პრეპარატი ექიმის მიერ ორსულებში ინიშნება მხოლოდ მისი დაგაუდებელი აუცილებლობის გამო.
  • იმ ორსულ ქალებში, ვისაც აქვთ გულის ხელოვნური სარქველი, არის დიდი რისკი ტრომბის მოწყვეტის (ტრომბოემბოლია). ექიმი ამის თაობაზე გაგესაუბრებათ.

თუ მკურნალოიბის პერიოდში დადგა ორსულობა, მაშინვე შეწყვიტეთ ENOX მიღება და მაშინვე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

 

ლაქტაცია

ვიდრე მიიღებთ წამალს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცეფტთან.

თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში, ან გეგმავთ ლაქტაციას, ENOX მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

 

ავტომობილის და დანადგარების მართვა

არ ფიქსირდება რაიმე განსაკუთრებული ნიშნები ავტომობილის მარფთვისას ან დანადგართან მუშაობისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ENOX შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების შესახებ

არ შეიცავს რაიმე ისეთ დამხმარე ნივთიერებას, რომ განსაკუთრებული ზომები იქნას მიღებული.

 

მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

თუ ამჟმად იღებთ რაიმე პრეპარატს, არის შესაძლებლობა მიიღოთ ან უახლოეს წარსულში მოიხმარეთ, მიაწოდეთ ეს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცეფტს.

  • თუ არის აუცილებლობა მიიღოთ სხვა პრეპარატები ENOX-ით მკურნალობის პერიოდში, თრომბის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატების მიღება უნდა შეწყვიტოთ.
    • სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (ასპირინი, დიპირიდამოლის მსგავსი) ან სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, ტენექტეპლაზა, უროკინაზა, ვარფარინი).
    • იბუპროფენი, დიკლოფენაკი, კეტოროლაკის მსგავსი სახსრების ანთების საწინააღმდეგო  ტკივილისა და შესიების მკურნალობისათვის გამოყენებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
    • ინექციის სახით დექსტრანი 40 (ინტენსიური შრატი)
    • ტიკლოპიდინი და კლოპიდოგელი (რომელიც თრგუნავს ტრომბოციტების უჯრედების აგრეგაციას, სისხლის დატრომბვის შემამცირებელი პრეპარატები)
    • გულში მოულოდნელად შემცირებული სისხლის მიმოქცევით გამოწვეული დაავადებებისთვის გამოყენებული გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორების შემცველი პრეპარატები.
    • პრედნიზოლონი, დექსამეტაზონის მსგავსი ასთმის, რევმატოიდული ართრიტი და სხვა ტიპის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული სისტემური გლუკოკორტიკოიდები
    • დივალპროექსი და ვაპროის მჟავის მსგავსი ეპილეფსიური (ეპილეფსია) პრეპარატები
  • სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდის მსგავსიშარდმდენი პრეპარატები (თუ ეს პრეპარატები მოხმარებული იქნა ENOX ერეთად, სისხლში მოიმატებს კალიუმის დონე)
  • პლიკამიცინი (მომატებული კალციუმისა და სიმსივნის სამკურნალო პრეპარატი), სულფინპირაზონი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი).

თუ მომავალში ENOX მკურნალობის მიმდინარეობისას გიწევთ სხვა პრეპარატის მიღებაც, ჩააყენეთ ექიმის საქმის კურსში. 

თუ უახლოეს წარსულში  მიგიღიათ ან ახლა იყენებთ ურეცეპტო პრეპარატებს,  აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს და გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

 

3.     ENOX როგორ გამოიყენება?

მითითებები შესაბამისი დოზისა და მიღების წესის შესახებ:

ENOX მისაღები დოზა შეიცვლება თქვენი დაავადების შესაბამისად გამოწერილი რეცეპტის მიხედვით.

 

სისხლის შედედების მკურნალობა

  • ძირითადად გამოყენებული დოზა  არის სხეულის წონის ყოველ კგ-ზე დღეში 150 IU (1,5 mg) ან დღეში ორჯერ 1 კგ-ზე 100 IU (1 mg)
  • პრეპარატის მოხმარების ვადას განსაზღვრავს ექიმი

 

ქვემოთმოცემულ შემთხვევებში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:

ოპერაციის ან რაიმე დაავადების მიზეზით შეწყვეტილი მოძრაობის პერიოდში:

  • დოზა დამოკიდებული თრომბიუს წარმოქმნის შესაძლებლობაზე. დაგენიშნებათ ENOX დღეში 2.000 IU (20 mg) ან 4.000 IU (40 mg).
  • თუ გამზადებენ საოპერაციოდ, პირველი ინექცია ძირითადად გაგიკეთდებათ ოპერაციამდე 2 ან 12 საათით ადრე.
  • თუ რაიმე დაავადების მიზეზით შეგეზღუდათ მოძრაობა,  ENOX დღიური ნორმა შეადგენს 4.000 IU (40 mg).
  • პრეპარატის მოხმარების ვადას განსაზღვრავს ექიმი

 

გულის შეტევის შემდეგ

ENOX გამოიყენება როგორც მიოკარდის ინფარქტის (STEMI) ასევე NSTEMI, ორი სხვადასხვა ტიპის გულის შეტევის სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში დოზა განისაზღვრება პაციენტის ასაკისა და გულის შეტევის ტიპის მიხედვით.

 

NSTEMI ტიპის გულის შეტევისას:

  • ძირითადი დოზა 12 საათში ერთხელ სხეულის წონის მიხედვით 1 კგ-ზე 100 IU (1 mg) ინიშნება
  • შესაძლოა ექიმმა ასევე დაგინიშნოთ ასპირინი (აცეტილსალიცილის მავა)
  • პრეპარატის მოხმარების ვადას განსაზღვრავს ექიმი

 

75 წლამდე ასაკის პაციენტებში STEMI გულის შეტევის შემთხვევაში:

  • პირველი დოზა 3.000 IU (30 mg) ENOX ინექცია გაკეთდება ვენაში
  • იგივე დროს კანქვეშ (კანქვეშა ინბექცია) მოხდება ENOX შეყვანა. ძირითადი დოზა 12 საათში ერთხელ სხეულის წონის მიხედვით 1 კგ-ზე 100 IU (1 mg) ინიშნება
  • შესაძლოა ექიმმა ასევე დაგინიშნოთ ასპირინი (აცეტილსალიცილის მავა)
  • პრეპარატის მოხმარების ვადას განსაზღვრავს ექიმი

 

75 წლის და ზემოთ პაციენტებში STEMI გულის შეტევის შემთხვევაში:

  • ძირითადი დოზა 12 საათში ერთხელ სხეულის წონის მიხედვით 1 კგ-ზე 75 IU (0,75 mg) ინიშნება
  • პირველი ორი ინექცის მაქსიმალური დოზა შეიძლება იყოს 7.500 IU (75mg)
  • პრეპარატის მოხმარების ვადას განსაზღვრავს ექიმი

 

იმ პაციენტებში, ვინაც გადაიტანა სტენტირება:

  • იმის მიხედვით, თუ ბოლოს როდის მიიღეთ ENOX დადგენილი დოზა, ექიმმა სტენტირებამდე შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოზის მიღება.

 

დიალიზის აპარატში გამავალ სისხლში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:

  • ძირითადი დოზა სხეულის წონის მიხედვით 1 კგ-ზე 100 IU (1 mg) ინიშნება
  • ENOX დიალიზის სეანსის დასაწყისში გაეშვება სხეულიდან გამომავალ მილში (არტერიულ მილში). ეს დოზა საკმარისია 4 საათიანი სეანსისათვის. მაგრამ, შესაძლებელია, ექმმა სხეულის წონის მიხედვით ყოველ 1 კგ-ხე დაამატოს 50 IU (0,5 mg)

 

გამოყენების გზა და მეთოდი:

კეთდება კანქვეშ

  • ENOX არ კეთდება კუნთში
  • ENOX ზოგიერთი გულის შეტევისა და ოპერაციის ტიპიდან გამომდინარე გაკეთდეს ვენაში (ინტრავენოზური ინექცია)
  • ENOX დიალიზის სეანსის დასაწყისში გაეშვება სხეულიდან გამომავალ მილში (არტერიულ მილში).

თუ სტაციონარში ხართ, ENOX გაგიკეთებთ ექიმი ან ექთანი. ბინაზე გაწერის შემდეგ ინექცია თქვენ თვითონ უნდა გაიკეთოთ. ამისათვის ექიმი ან ექთანი გასწავლის ინექციის გაკეთებას. თუ გექნებათ შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ექთანს.

ქვემოთჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ გაიხსენოთ პირველადი სამედიცინო დახმარების ჩვევები და რჩევები.

გააკონტროლეთ ENOX ვადა მის მოხმარებამდე. არ გამოიყენოთ ვადაგასული პრეპარატი. დარწმუნდით, რომ შპრიცი არ არის დაზიანებული და ფლაკონში არსებული სითხე განჭვირვალეა. თუ რაიმე შეატყვეთ, აიღეთ ახალი შპრიცი.

სად უნდა გაიკეთოთ ინექცია ENOX ფლაკონით?

ENOX უნდა გაიკეთოთ მუცლის მიდამოებში კანქვეშ.

არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ ENOX კუნთქვეშ. შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა კუნთბში.

მოიყოლეთ კანი ნაზად თითებში და ინექციის განმავლობაში ასე გეჭიროთ. ამგვარად პრეპარატი შევა არა კუნთში, არამედ კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებში. საინექციოს ადგილი განსაზღვრეთ ჭიპიდან 5 სმ-ის დაშორებით მარჯვენა ან მარცხენა მხარეს უფრო გვერდების მიმართულებით.

 

საინექციო ადგილის სწორად შერჩევისათვის ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

  • მარტივად უნდა მიადგეთ ამ წერტილს.
  • არ უნდა გაიკეთოთ ჭიპის ახლო მიდამოში, ასევე ნაიარევსა თუ სილურჯეში.

 

ინექცია გაიკეთეთ მხარის მორიგეობით, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.

დააკვირდით წინ ჯერზე გაკეთებული ინექციის ადგილ, არის თუ არა სიწითლე, ტკივილი, მხურვალება, შეშუპება, კანის ფერის ცვლა, გამონადენი, ანთება ან კანის რაიმე სხვა რეაქცია. თუ რომელიმე მათგანი გამოიკვეთა, მიმართეთ ექიმს.

 

როგორ გაიკეთოთ ENOX კანქვეშ დამოუკიდებლად?

არ შეურიოთ ENOX სხვა საინექციო სითხეში.

ვიდრე დამოუკიდებლად გაიკეთებთ ENOX ინექციას, საჭირო მიიღოთ შესაბამისი განათლება. ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით სპეციალისტი ან თქვენი ექიმი. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ ინექციის დამოუკიდებლად გაკეთებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.

 

ინექციის გაკეთების შესასწავლად დააკვირდით შემდეგ 8 ნაბიჯს:

1.       დაიბანეთ ხელის და საინექციო ადგილი საპნით და გაიშრეთ.

2.       დაწექით ან დაჯექით მოხერხებულად. კარგად უნდა ხედავდეთ და წვდებოდეთ საინექციო ადგილს. ტახტზე ან ბალიშებით შემოწყობილ საწოლზე წამოწექით.

3.       აირჩიეთ საინექციო ადგილი დაშორებული ჭიპიდან 5 სმ-ით მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.

 

არ დაგავიწყდეთ:

რომ ინექცია გაიკეთოთ მუცელზე არსებული იარებიდან ან სილურჯეებიდან 5 სმ-ის დაშორებით. ინექცია გაიკეთეთ მხარის მორიგეობით, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.

 

4.       ფრთხილად მოხსენით თავსახური ENOX შპრიცს. თავსახური გადააგდეთ. ნემსი სავსეა და გამოსაყენებლად მზადაა.

ინექციის გაკეთებამდე შპრიციდან ჰაერის ბუშტუკების გამოსაშვებად შპრიცის დგუშს არ დააწვეთ. ამით შემცირდება გასაკეთებელი დოზა. როცა მოხსნით თავსახურს შპიცს, მიაქციეთ ყურადღება, რომ ნემსი სტერილური იყოს და შპრიცი არაფერს შეახოთ.

 

5.       დაიჭირეთ შპრიცი ხელში ისე, როგორც საწერკალამი. მეორე ხელით მოძიებული საინექციო ადგილზე ნაზად დაიჭირეთ კანი და მოაქციეთ ცერა და საჩვენებელ თითებს შორის, ისე რომ დაინახოთ ამობურცული კანი. ინექციის განმავლობაში ასე უნდა გეჭიროთ.

6.       დაიჭირეთ შპრიცი 90° კუთხით ამობურცული კანის მიმართ და კანში ბოლომდე ჩაარჭვეთ.

7.       დააჭირეთ  თითი საინექციო დგუშს. ამით პრეპარატი კანქვეშ არსებულ ცხიმოვან ქსოვილში შევა. ინექციის განმავლობაში კანს ხელი არ გაუშვათ.

8.       ამოაძვრეთ შპრიცი ასევე მართობულად  ერთი მოძრაობით. გაუშვით ხელი დაჭერილ კანს.

 

არ დაიმასაჟოთ ნაინექციები ადგილი, ვითომ ჩალურჯების საწინააღმდეგოდ.

 

9.       უსაფრთხოდ გადააგდეთ გამოყენებული შპრიცი. კარგად დაახურეთ თავსახური ყუთს, სადაც ჩააგდეთ და ყურადღება მიაქციეთ ბავშვების ხელში არ აღმოჩნდეს. არ ჩააგდოთ საყოფაცხოვრებო ნაგვის ყუთში.

  • თუ კი არის საჭიროება ENOX გაკეთდეს ვენაში, ამას გააკეთებს მცოდნე ექიმი ან ექთანი საავადმყოფოში.

 

ანტიკოაგულაციური თერაპიის შეცვლა

  • ENOX-დან K ვიტამინის ანტაგონისტი სახელის მქონე სისხლის გამათხელებელზე (მაგ. ვარფარინი) გადასვლა.
  • ექიმი მოგთხოვთ გაიკეთოთ INR სისხლის ანალიზი და მის საფუძველზე გადაწყვეტს, როდის შეწყვიტოს ENOX-ით მკურნალობა.
  • K ვიტამინის ანტაგონისტი სახელის მქონე სისხლის გამათხელებლიდან (მაგ. ვარფარინი) ENOX-ზე გადასვლა
  • შეაჩერეთ K ვიტამინის ანტაგონისტის მიღება. ექიმი მოგთხოვთ გაიკეთოთ INR სისხლის ანალიზი და მის საფუძველზე გადაწყვეტს, როდის დაიწყოთ ENOX-ით მკურნალობა.
  • ENOX-დან პირდაპირ ორალურ ანტიკოაგულაციურ მკურნალობაზე გადასვლა.
  • შეწყვიტეთ ENOX მიღება. ჩვეულებრივ მომდევნო ინექციის დროისთვის 0 - 2 საათით ადრე ორალურად მიიღეთ პრეპარატი და შემდგომი მიღებები გააგრძელეთ ჩვეულებრივად.
  • პირდაპირი ორალური ანტიკოაგულაციური მკურნალობიდან ENOX-ზე გადასვლა

შეწყვიტეთ პირდაპირი ორალური ანტიკოაგულაციური მკურნალობა. პირდაპირი ორალური ანტიკოაგულაციური მკურნალობიდან 12 საათის შემდეგ გაიკეთეთ  ENOX ინექცია და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივად.

 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ENOX გამოიყენება ბავშვებში არ არის რეკომენდირებული უსაფრთხოებისა და/ანდა ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

 

გამოყენება ასაკიან პაციენტებში:

თუ ხართ 75 წელზე მეტის და გადატანილი გაქვთ მიოკარდის ინფარქტი (STEMI), გირჩევთ მკურნალობის დასაწყისში პრეპარატი გაიკეთოთ ერთჯერადად ინტრავენურად.

 

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმელების უკმარისობა:

თუ გაწუხებთ თირკმელის უკმარისობია, ექიმი გარკვეული ანალიზების საფუძველზე დაადგენს უკმარისობის ხარისხს და დაგინიშნავთ საჭირო დოზას.

 

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ყურადღებაა საჭირო.

 

თუ ENOX მკურნალობისას შეამჩნიეთ პრეპარატის გადაჭარბებული მოქმედება ან არ არის რაიმე რეაქცია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

 

თუ გაიკეთეთ ENOX საჭიროზე მეტი დოზით:

თუ გაიკეთეთ მითიტებულ დიოზაზე მეტი, მიამრთეთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

 

თუ ბავშვი შემთხვევით გაიკეთებს ENOX ინექციას და ჩაყლაპავს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ საავადმყოფოს სასწრაფოს მიმღებში.

 

თქვენი მკურნალობის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი.

 

თუ დაგავიწყდათ ENOX გაკეთება

გამოტოვებული დოზის აღსადგენად ორმაგ დოზას ნუ გაიკეთებთ.

 

თუ დაგავიწყდათ მიღება და დროულად შენიშნეთ, მიიღეთ შესაბამისი დოზა და შემდგომი დოზა მიიღეთ დროულად. გამოტოვებული დოზის აღსადგენად იმავე დღეს ორმაგ დოზას ნუ მიიღებთ. იმისათვის რომ აკონტროლოთ და არ გამოგრჩეთ ინექციის გაკეთბა, აწარმოეთ ინექციების დღიური.

 

ENOX მკურნალობის დასრულების დროს შესაძლო მოვლენები:

არ დააასრულოთ ENOX მკურნალობა ექიმის თანხმობის გარეშე. ამგვარად პრეპარატის მიერ მოცემული დამცავი და სამკურნალო თვისებები დაიკარგება. შესაძლოა ისევ იჩინონონ თავი სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნით გამოწვეულმა პრობლემებმა.

 

4.     შესაძლო გვერდითი მოვლენები რა არის?

როგორც ყველა პრეპარატს, ისევე ENOX, მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების პერსონალური გადაუტანლობა ახასიათებს.

თუ ქვემოთჩამოთვლილათაგან ერთი მაინც შეამჩნიეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან მიაკითხეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო მიმღებს.

რაიმე ძლიერი ალერგიული რეაქციის გამოხატულება (მაგალითად გართულებული სუნთქვა, ტუჩების, პირისა და ყელის ან თვალების შეშუპება).

 

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ ამათგან რომელიმე გესადაგებათ, ნიშნავს იმას, რომ გაქვთ ძლიერი ალერგია ENOX მიმართ. შესაძლია დაგჭირდეთ სასწრაფო სამედინო ჩარევა და სტაციონარში გადაყვანა.

 

როგორც სხვა მსგავსი პრეპარატები (სისხლში თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო პრეპარატები), შესაძლოა ENOX გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა. ზოგ შემთხვევებში სისხლდენა ვერ შეამჩნიოთ.

 

თუ თავისით დაგეწყოთ რაიმე სისხლდენა და თავისით ვერ შეწყდა ან მოჭარბებული სისხლდენა გაქვთ (უჩვეულო სისუსტე, ძალის უქონლობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება) სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ექიმი მოითხოვს უფრო ხშირ დაკვირვებას და წამლის შეცვლას.

 

თუ შეგემთხვათ შემდეგი სიმპტომები, მაშინვე მიაკითხეთ ექიმს:

  • თუ გაგიჩნდათ ვენის დათრომბვის ჩვენებები, მაგ:
    • ქვედა კიდურში კრუნჩხვის მსგავსი ტკივილი, სიწითლე, მხურვალება ან შესიება იგრძენით - ეს კანის ვენური თრომბოზის მაჩვენებელია.
    • სუნთქვის დაძნელება, მკერდის ტკივილი, გულის წასვლა ან ხველისას სისხლიანი ნახველი  გქონდათ - ფილტვის ემბოლის ნიშნებია
  • თუ კანქვეშ გაქვთ ტკივილი და შეწითლებული ლაქები, რომლებიც არ ქრება, ექიმი მოგთხოვთ გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ტრომბოციტების რაოდენობის დასადგენად.

 

ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი;

გვერდითი მოვლენები კატეგორიების მიხედვით დალაგდა:

ძალიან გავრცელებული: 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში გამოიხატა.

გავრცელებული: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, თუმცა 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში გამოიხატა.

ნაკლებად გავრცელებული: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრა, 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტში გამოიხატა.

იშვიათი: 1 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, თუმცა 10 000 პაციენტში 1-ზე მეტში გამოიხატა.

ძალიან იშვიათი: 10 000 პაციენტში 1-ზე ნაკლებში გგამოიხატა.

უცნობი (ხელთარსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოდგენილი არ არის).

 

ძალიან გავრცელებული

  • ჰემორაგია (სხეულზე არსებული ჭრილობის ზომაზე მეტი სისხლდენა)
  • ტრომბოციტოზი (სხეულში სისხლის შედედებაზე გავლენის მქონე თრომბოციტების რაოდენობის მომატება)
  • ღვიძლში ტრანსამინაზას ფერმენტის მატება

 

გავრცელებული:

  • ჰემატომა (კანქვეშ წითელი ფერის ხელის დადებით მტკივნეული ან კანზედა საფარის ვარდისფრად შეფერილი ლაქები). ეს ლაქები, უმეტესად ENOX ინექციის ადგილების მიმდებარედ ჩნდება.
  • ტრომბოციტოპენია (სხეულზე ჩვეულებრიზე უფრო მეტად მუქი სილურჯეები. ეს მიუთითებს სისხლში ტრომბოციტების რაოდენობის სიმცირეზე)
  • ENOX ინექციის ადგილზე ტკივილი, შეშუპება ან ჰიპერმგრძნობიარობა, ანთება, უწყვეტი ტკივილი (ძირითადად მსგავსი სიმპტომები რამდენიმე დღეში ქრება)
  • ალერგიული რეაქცია, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ქავილი, ერითემა (კანსზედა სიწითლეები)
  • ჰემორაგიული ანემია (სისხლის წითელი ბურთულების შემცირება)
  • თავის ტკივილი

 

ნაკლებად გავრცელებული

  • სისხლდენა პერიტონეუმის უკან (რეტროპენიტონეუმი)
  • გაჟონვა შიდა ქალაში (ინტრაკარანალური)
  • ბულოზური დერმატიტი (დიდი, წითელი, უფორმო კანის დაზიანებები, თან შეიძლება ახლდეს ან არ ახლდეს სითხიანი ბუშტუკები)
  • ადგილობრივი გაღიზიანება (ადგილობრივი გაღიზიანება)
  • ღვიძლის ჰეპატოცელულური დაზიანება (კანის ან თავლის სიყვითლე და შარდის ფერის გამუქება). ეს ღვიძლის პრობლემის მაჩვენებელია.

 

იშვიათი

  • ანაფილაქტიკური/ანაფილაქტოიდური (შოკის ჩათვლით) (ძლიერი ალერგიული რეაქცია (სუნთქვის გაძნელება და ხროტინი, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებით გამოწვეული შეშუპება და სხეულზე გამონაყარი)
  • ENOX მკურნალობის პერიოდში, ზოგ პაციენტებში, თუკი მათ გაიკეთეს ეპიდურული ან სპინალური ანსთეზია (საანსთეზიო სითხის შეშვება წელის ქვედა არეში ხეხემლის მიმდებარედ), დაფიქსირდა ჰემატომა (სისხლდენა) ხერხემალში. თუ თქვენ მკურნალობის პერიოდში ხართ და გაგიკეთდათ ანესთეზია, განსაკუთრებით სხეულის ქვედა ნაწილში და კიდურებში შესაძლოა იგძნოთ ჩხვლეტა, მგრძნობელობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე, შარდის ან განავალის შეუკავებლობა. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
  • ღვიძლის ქოლესტაზური დაზიანება (ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებიდან გამოწვეული სიმპტომი)
  • სისხლში ეოზინოფილების მატება. ექიმი შესძლებს ამ საკითხის გაკონტროლებას შესაბამისი ანალიზის ჩატარებით.
  • სისხლში კალიუმის დონის მატება (ექიმი გაგაკეთებინებთ შესაბამის ანალიზს ამის დასადგენად)
  • ზოგ შემთხვევაში თრომბოზთან (სისხლძარღვებსა და გულში ტრომბის წარმოქმნა) ერთად იმუნო-ალერგიული (იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული) ტრომბოციტოპენია (სისხლის წითელი ბურთულების რაოდენობის შემცირება) განვითარდა. (ზოგიერთებში სისხლძარღვებში ანდა გულში წარმოქმნილი ტრომბის გარდა განვითარდა ორგანოების ინფარქტი (კრიზი) და კიდურების (ხელი-ფეხი-მკლავი-ბარძაყი) იშემია.
  • ალოპეცია (თმისცვენა)
  • კანის ვასკულიტი (კაპილარების ანთება)
  • კანის ნეკროზი (ვიდრე კანის უჯრედები დაიწყებს კვდომას, ტკივილიანი და ინფილტრაციული პურპურა (კანისქვეშა სისხლჩაქცევების შედეგად გაჩენილი მცირე, წითელი გამონაყარი და მარტივად მირებული ჩალურჯებები) ანდა ერითემატოზული გამონაყარი.
  • ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად მიღებული ოსტეოპორეზი (თუ მკურნალობა გრძელდება 3 თვეზე მეტად, ძვლების მარტივად მსხვრევადობის მდგომარეობა დგება დღის წესრიგში).

 

თუ მკურნალობის პერიოდში ისეთი გვერდითი მოვლენა დაგიდგათ, რაც აქ არ არის ჩამოთვლილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

 

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ დადგა ისეთი გვერდითი მოვლენები, რაც აღწერილია ან არ არის აღწერილი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

გარდა ამისა, გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია შეიძლება ატვითოთ გვერდიდან www.titck.gov.tr, განყოფილებაში „პრეპარატის გვერდითი მოვლენის შეტყობინება“ (İlaç Yan etki Bildirim) ანდა დაუკავშირდეთ თურქეთის ფარმაკორეგულაციის ცენტრს (Türkiye farmakovijilans Merkeziö TÜFAM) ნომერზე 0 800 314 00 08. წარმოქმნილი გვერდითი ეფექტებს შეტყობნებით, თქვენ წვლილს შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც მოიხმართ.

 

5.     ENOX შენახვის წესი

შეინახეთ ENOX ბავშვებისათვს მიუწვდომელ ადგილას თავისივე შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25◦C  თავის ორიგინალ შეფუთვაში.

არ აგერიოთ ENOX სხვა საინექციო და საინფუზიო პრეპარატებში.

 

გამოიყენეთ მხოლოდ ვადიანი ENOX

არ გამოიყენოთ ENOX ვადის გასვლის შემდეგ.

არ მოიხმაროთ ENOX თუ შეამჩნიეთ რაიმე დაზიანება მასზე ან მის შეფუთვაზე.

 

ვადაგასული ან უხმარი პრეპარატები არ გადაყაროთ ნაგავში, გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტოს მიერ მითითებულ შემგროვებელ სისტემას.

 

ნებართვის მფლობელი: ათაბაი ქიმია სან, ვე. თიჯ. ა.შ.

აჯიბადემ,  კოფთუნჯუ სოკ. #1

34718  ქადიქოი / სტამბული

 

წარმოების ადგილი:    ათაბაი ილაჩ ფაბრიკასი ა.შ.

აჯიბადემ,  კოფთუნჯუ სოკ. #1

34718  ქადიქოი / სტამბული